კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუძლია ოქრომჭედელს ერთ დღეში ადამიანის დაღუპვა და რაში ენდობიან თვალდახუჭული მერაბ ჯოლბორდს ცნობილი და გავლენიანი ადამიანები

არაფერი ისე არ უხდება ქალს, როგორც ოქროს სამკაული, მით უმეტეს, თუ ის საყვარელი მამაკაცის სახსოვარია. ამბობენ, ოქროს ნაკეთობაზე რა განწყობითაც მუშაობს ოქრომჭედელი, ის განწყობა მის მფლობელზეც გადადისო. მერაბ ჯოლბორდი უკვე ორმოცი წელია,  ოქრომჭედელია და მისი ხელით შექმნილ ულამაზეს ოქროს სამკაულებს ბევრი ატარებს. როგორც თავად ამბობს, ქუჩაში უცხო ადამიანის ხელზე ხშირად ამჩნევს ოქროს სამკაულს, რომელზეც წლების წინ მუშაობდა. ეს ძალიან სიამოვნებს და ამაყობს.

 მერაბ ჯოლბორდი: 1976 წლიდან ოქრომჭედელი ვარ, ანუ, თითქმის 40 წელი. ოქროსთან არაფერი მაკავშირებდა, გარდა პაპისა – მას ოქრო ერქვა (იცინის). სკოლა რომ დავამთავრე და ჯარი მოვიარე, ოჯახის ახლობელი შემხვდა შემთხვევით ქუჩაში. გამოველაპარაკე და მითხრა, საიუველირო ქარხანაში ვმუშაობო. უცბად, ვიფიქრე, მოდი, მეც ვცდი-მეთქი, მაგრამ ვიცოდი, იმ ქარხანაში მოხვედრა ძალიან რთული იყო.
– სირთულეს რომ თავი დავანებოთ, არც ოქროსთან მუშაობა იცოდით, არა?
– რასაკვირველია. მოკლედ, მან მიმიყვანა ქარხანაში და იქ ვისწავლე ოქროსთან მუშაობა. ექვსი თვე მოსწავლე ვიყავი, შემდეგ გამოცდები ჩავაბარე და ხელოსნად ამიყვანეს. სხვათა შორის, ძალიან რთული იყო და ბევრმა ვერ აითვისა. ბევრი დაითხოვეს კიდეც. საპასუხისმგებლო საქმეა ოქროსთან მუშაობა და მას გაორმაგებული პატიოსნება სჭირდება. თუ პატიოსანი არ ხარ, შეიძლება, ერთ დღეში ადამიანი დააქციო – მოპარო ან დაუკარგო ოქროს ნივთი. კარგა ხანს ვმუშაობდი საიუველირო ქარხანაში. შემდეგ სიტუაცია აირია ქვეყანაში, ვის ეოქროებოდა სამოქალაქო ომში?! მეც სალონში გადავედი სამუშაოდ და იქ დავიწყე ოქრომჭედლობა. ამის შემდეგ, რამდენიმე ადგილი გამოვიცვალე. დღეს, ოქროს ბირჟაზე, ერთ-ერთ სალონში ვმუშაობ.
– საქართველოში, ოდითგანვე იყო ოქროზე მუშაობის კულტურა და ამას არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნაკეთობებიც მოწმობს. თუმცა, დღეს ხელით მომუშავე, პროფესიონალი ოქრომჭედელი, თითზე ჩამოსათვლელია.
– გეთანხმებით. საქართველოში ოქრომჭედლობა უძველესი დროიდან დაფასებული პროფესია იყო, რასაც დღეს ვერ ვიტყვი. თუ ამ პროფესიის შემსწავლელი კურსები მაინც არ გქონდა გავლილი, ისე ვინ გამუშავებდა? დღეს კი მომრავლდნენ თვითნასწავლი ოსტატები და ეს ოქროს ნაკეთობების ხარისხსაც დაეტყო. თუმცა, იმ თვითნასწავლებში, ბევრი კარგიცაა და ზოგ გამოცდილ ხელოსანსაც სჯობია. ოქრომჭედლობის კულტურა ნამდვილად დაიკარგა და ამ სფეროში სომხებმა და აზერბაიჯანელებმაც კი გაგვისწრეს. ერთი ქარხანა იყო აქ და ისიც დაკარგეს, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ერთი კი არა, ორი საიუველირო ქარხანაა.
– ბევრისგან გამიგია, გვინდა ოქროს ნივთის გადაკეთება, მაგრამ გვეშინია ორომჭედელს მივუტანოთ, ზუსტად ვიცით, მოგვპარავს გრამებსო. ასე რატომ აქვთ ოქრომჭედლებს სახელი გატეხილი?
– სამწუხაროდ, ასეთი ოქრომჭედლებიც არსებობენ. კიდევ ვამბობ, ოქრომჭედელი თუ პატიოსანი არ არის და ერთხელ სახელი გაუტყდა, რთულია მისი აღდგენა და რეპუტაციის დაბრუნება. დამიჯერეთ, არასდროს მომიპარავს არცერთი გრამი ოქრო კლიენტისგან და არც სინჯი დამიგდია მინარევებით. რეპუტაციის შელახვა არ მიღირს, თან არც კაცური საქციელია. ჩემთვის ნდობაა მთავარი. მირჩევნია ხელობაში ბევრი მოვითხოვო, ვიდრე მოვიპარო. სულ ვამბობ, ორმოცი წლის განმავლობაში რომ მე ოქრო მომეპარა, ახლა მილიონერი ვიქნებოდი-მეთქი (იცინის). მაგრამ, ჩემი პატიოსნება მილიონზე მეტი ღირს დღეს და ამით ვამაყობ. ქალს, ისე არაფერი უხდება, როგორც ოქროს სამკაული. ქუჩაში ხშირად მინახავს უცხო ქალის თითზე ჩემი ნახელავი და გამხარებია.  მე ისეთი პროფესია მაქვს, ქალის თითისკენ  თვალი რომ არ გამექცეს, შეუძლებელია (იცინის). ქალს რომ შევხედავ, ეგრევე ვხვდები, როგორი სამკაული მოუხდება, რომელი თვლით მოჭედილი და რა ორნამენტით. მამაკაცი საყვარელ ქალს ოქროს ბეჭედს რომ აჩუქებს, ეს სამომავლოდ, ყველაზე კარგად ჩადებული ინვესტიციაა (იცინის).
– ამბობენ, ოქროსთან რა განწყობითაც მუშაობს ხელოსანი, ეს განწყობა მის მფლობელზეც გადადისო. ეს რეალურია?
– მართალია, თუ კარგ განწყობაზე არ ხარ, ოქროს არ უნდა შეეხო. მქონია შემთხვევა, ცუდ განწყობაზე ვყოფილვარ, გამიკეთებია ოქროს სამკაული, მერე აღარ მომწონებია და ჩემი ხელით დამიმტვრევია. ჯერ ნივთი მე უნდა მომეწონოს და მერე – კლიენტს. არ მიყვარს სისწრაფე. კარგი ოქროს სამკაული ერთ-ორ დღეში არ კეთდება, მას დროსთან ერთად ოქრომჭედლის განწყობაც სჭირდება. ოქრო ფურცელი ხომ არ არის, აიღო ფანქარი და მასზე რამე მოხატო? ლითონთან მუშაობა საკმაოდ რთულია. ბევრს უთქვამს, თქვენი დამზადებული სამკაული ერთგვარი თილისმაა ჩემთვისო. თუმცა, თუ ადამიანი არ მომეწონა, უარს ვეუბნები და არ ვუკეთებ. ზოგი ისეთი ჯიუტია და ისეთ რამეს ითხოვს, ვხვდები, ერთი კვირა ვიმუშავებ და თავად არ მომეწონება ჩემი ნახელავი. რისთვის დავხარჯო დრო და ნერვები? პოლიტიკაში, იარაღში, ფულსა და ოქროში, თუ საქმეში ჩახედული არ ხარ, ჩარევა არ ღირს (იცინის). ოქროს ბევრი ადამიანი დაუღუპავს – ზოგი სიძუნწით და ზოგიც, სიხარბით. ბევრს ჰგონია, რახან ოქრომჭედელი ვარ, ავშენდი და გავმდიდრდი... ასე არ არის.
– მართალია, რომ მაესტრო ჯანსუღ კახიძეს თქვენ დაუმზადეთ ოქროს სადირიჟორო ჯოხი?
– დიახ, მართალია და ეს ოქროს ჯოხი, რომელიც მაესტრო ჯანსუღ კახიძისთვის დავამზადე, ყველაზე ძვირფასი ნაკეთობაა, რომლითაც დღესაც ვამაყოფ. მისმა მეგობრებმა შემიკვეთეს საიუბილეო საღამოზე მისართმევად და სადღაც, 50 გრამი ოქრო დასჭირდა მის დამზადებას.
– თქვენი, როგორც ავტორის სახელი ამოტვიფრეთ მასზე?
– ჯოხზე არა, მაგრამ დასადგამებზე, რაზეც ეს ჯოხი იდებოდა, იმაზე ამოვტვიფრე ჩემი ინიციალები. სხავთა შორის, ბევრი მსახიობი, სპორტსმენი, მომღერალი და პოლიტიკოსი ატარებს ჩემს მიერ დამზადებულ სამკაულებს და ეს ძალიან მახარებს. შალვა ნათელაშვილის ცოლი, ქალბატონი ბელაც მოდიოდა ხშირად ჩემთან, გივი სიხარულიძესაც გავურემონტე ბეჭდები. ყველას გახსენება ახლა გამიჭირდება, მაგრამ ფაქტია, არავინ წასულა ჩემგან უკმაყოფილო. უცხოეთში ამ ხელობით, ვიცი, ბევრს ვიშოვიდი, მაგრამ ბევრსაც დავკარგავდი. მე ჩემი ქვეყნის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. საკმაოდ პატრიოტი გამოვდექი (იცინის).

скачать dle 11.3