კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩვენ გვერდით არიან სხვადასხვა გზით გამდიდრებული ადამიანები. შეიძლება თუ არა „სულით გლახაკი“ იყოს მდიდარი და როგორ უნდა მოიქცეს მდიდარი, რომ სული არ წარიწყმიდოს?
პასუხი: მდიდრებსაც შეუძლიათ, იყვნენ „გლახაკნი სულითა“, თუ გაიაზრებენ, რომ ხილული სიმდიდრე წარმავალია და ის ვერ შეცვლის სულიერ სიკეთეს.
კითხვა: მინდა, რომ ჩემი მოზარდი შვილი დიდ დროს ატარებდეს ეკლესიაში, ისწავლოს ლოცვები, ფსალმუნები, ახლოს გაეცნოს ეკლესიურ ცხოვრებას, გახდეს სტიქაროსანი. როგორ მივაღწევ ამას?
პასუხი: მარტო თქვენი სურვილი არ კმარა. თქვენს შვილს თავად უნდა ჰქონდეს ამის სურვილი. ამას კი მაშინ მიაღწევთ, თუ თქვენი მაგალითი ექნება წინ – იქნებით ეკლესიური, ივლით ტაძარში, იტყვით აღსარებას და ეზიარებით. უმჯობესია, ბავშვი ადრეული ასაკიდან მიაჩვიონ ამ ყოველივეს და ეს მისი ცხოვრების წესი გახდეს. მთავარია, არაფერი დააძალოთ.
კითხვა: ყოველთვის სარწმუნოა თუ არა სინდისის ხმა?
პასუხი: აუცილებლად უნდა უსმინოთ სინდისის ხმას, რადგან სინდისის ხმით ხშირად ჩვენი მფარველი ანგელოზი მოგვმართავს. თუმცა, ეს ხმა რომ მართებულად აღვიქვათ, ის უფლის სიტყვას უნდა შევუთავსოთ.
კითხვა: როგორ ვამრავლოთ სიყვარული მოყვასისადმი?
პასუხი: მუდამ წარმოიდგინე შენი თავი მოყვასის ადგილას, ის კი – შენს ადგილას და ისე იმოქმედე.

скачать dle 11.3