კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდანაკის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

მერვე საუკუნის დასასრულს საიდანაკის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო ღირსი მარინე, რომელიც თავისი კეთილმსახური და წმიდა ცხოვრებით გამოირჩეოდა. ერთხელ მონასტრის სასტუმროში ეგვიპტეში მოღვაწე მამა, სახელად თეოდორე გაჩერდა, რომელიც წმიდა ადგილების მოსალოცად მიეშურებოდა და გზად საიდანაკზე გამოევლო. იღუმენია მარინემ წმიდა მიწაზე მიმავალ ბერს ფული გადასცა და სთხოვა, მისთვის იერუსალიმში ხატი შეეძინა. იერუსალიმში ჩასულმა თეოდორემ წმიდა ქალაქი მოილოცა და უკან ისე წამოვიდა, ხატის შეძენა არც გახსენებია. სამწუხაროდ, მას იღუმანიას თხოვნა დავიწყებოდა. თეოდორე მცირე მანძილით იყო დაშორებული იერუსალიმს, რომ მოულოდნელად უცნობმა ხმამ შეაჩერა: „ხომ არაფერი დაგრჩა იერუსალიმში? იღუმენია მარინეს თხოვნა რატომ დაივიწყე?” ამ ხმის გაგონებისთანავე შემკრთალი ბერი იერუსალიმში დაბრუნდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შეიძინა, რომელმაც თეოდორეს ყურადღება საოცრად ელვარე სახით მიიპყრო. იერუსალიმიდან უკან მობრუნებული ბერი გზად ახალშეძენილი ღვთიმშობლის ხატის მიერ აღსრულებულმა ორმა სასწაულმა შეაძრწუნა. პირველად მან თეოდორე და მისი თანამგზავრები ყაჩაღთაგან იხსნა, ხოლო მეორედ – მძვინვარე მხეცებისგან, რომლებიც მათ თავს დაესხნენ. ამ საოცარი შემთხვევების შემდეგ ბერს სასწაულმოქმედი ხატის მისაკუთრების სურვილი აღეძრა. ის აკრაში ჩავიდა, რათა საიდანაკისთვის გზა აექცია და იქიდან ზღვით ეგვიპტეში გამგზავრებულიყო, მაგრამ თეოდორემ ხომალდზე ასვლა ვერ მოასწრო, რომ მოულოდნელად სასტიკი ქარიშხალი ამოვარდა. გამგზავრება შეუძლებელი გახდა, რადგან გემს დაღუპვა არ ასცდებოდა. ბერი სინდისმა ამხილა, ის ხომალდიდან ჩამოვიდა და, საიდანაკისკენ მიმავალ გზას დაადგა. მონასტერში მისული თეოდორე ისევ სავანის სასტუმროში დაბინავდა, მაგრამ ბერს აქ კვლავ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მითვისების გულისთქმა მოეძალა. მთელი ოთხი დღე თეოდორე საიდანაკის სავანეში ცხოვრობდა და ამ ხნის განმავლობაში იღუმენია მარინეს ემალებოდა, რათა მას ბერი არ დაენახა და არ ეცნო. თეოდორემ ცდუნებას ვერ სძლია და მონასტრიდან იდუმალად გაპარვა გადაწყვიტა. ღამით ბერი გასასვლელისკენ შეუჩნევლად გაემართა. მაგრამ, მისდა გასაოცრად, ჭიშკარი ვერაფრით გაიარა. როგორც კი ალაყაფის კარს მიუახლოვდებოდა, მოულოდნელად მის წინ ქვის კედელი ჩნდებოდა და ბერს გზას უღობავდა. რამდენიმე ამაო მცდელობის შემდეგ, თეოდორე ბოლოს და ბოლოს თავის დანაშაულს მიხვდა და სინანულით აღვსილი, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით მონასტრის იღუმენიისკენ  გაეშურა. ბერმა ღირს მარინეს ყოვლადწმიდა დედუფლის ხატის სასწაულების შესახებ ყოველივე წვრილად აუწყა და თავისი უღირსი საქციელისთვის სინანულის ცრემლებით შენდობა ითხოვა. იღუმენიას ამ საოცარი სასწაულების მოსმენის შემდეგ, თავადაც ცრემლები გადმოსცვივდა და უფალი და მარად ქალწული ზეციური ღვთისმშობელი მხურვალედ ადიდა.
საიდანაკის მონასტერმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მრავალრიცხოვან სასწაულთა და ნიშანთა მეოხებით, ახლო აღმოსავლეთზე უზარმაზარი სულიერი გავლენა მოიპოვა. ხატი მონასტრის პატარა, მდიდრულად მოკაზმულ სამრეკლოშია დაბრძანებული. სამრეკლო მონასტრის მთავარი ტაძრის მარჯვენა მხარეს დგას. ზეციური დედუფლის ხატი სამრეკლოს აღმოსავლეთ კედელზე, მარმარილოს დაფაზე მიმაგრებულ ოქრის კიოტშია დასვენებული. დაფაზე ლანგრის სახით პატარა, ჩაღრმავებული ადგილია ამოტვიფრული, რომელზეც ხატიდან დროდადრო მომდინარე წმიდა მირონი გროვდება.

скачать dle 11.3