კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუძლიათ თუ არა ცხოველებსა და მწერებს ადამიანის დაწყევლა და პატრონის მომავლის განსაზღვრა

არავინ იცის, როგორ გრძნობენ ცხოველები მოსალოდნელ საფრთხეებს წინასწარ, რატომ არის უბედურების მომტანი ობობისა და კატის მოკვლა, რატომ მოასწავებს სახლში თაგვების მომრავლება სიღარიბეს, როგორ გრძნობენ ძაღლები პატრონის ავადმყოფობას ან რატომ ნიშნავს ჭიანჭველების შემოსევა სახლში, ფინანსების შემოდინებას. ასევე, ცოტამ თუ იცის, რომ შინაურ ცხოველებსა და არა მარტო შინაურს, ტელეპათიის თანდაყოლილი უნარი აქვთ, რომლის საშუალებითაც ისინი ადამიანის აზრებს იგებენ. როგორც დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი, ბატონი დავითი ამბობს, მათ მომავლის მინიშნებაც შეუძლიათ და თუ რამეს დაუშავებთ ისეთი წყევლაც იციან, რომ ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევენ. რამდენად რეალურია ეს მოსაზრება, მართლა აქვს თუ არა ცხოველს მომავლის განჭვრეტისა და ამის რაღაც ქმედებით გადმოცემის უნარი, როდის იწყევლება ის ან გვამცნობს რაიმე საფრთხეს ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

 დავითი: ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოველები, უბრალოდ, გარემო ფაქტორების ცვლილებას აღიქვამენ ჩვენზე უკეთ და გაცილებით მეტად მგრძნობიარენი არიან მოვლენების მიმართ. არადა, მათ მომავლის განჭვრეტის და ამის რაღაც ქმედებით გადმოცემის უნარიც აქვთ. ცხოველს,  ადამიანებზე უკეთ შეუძლია მომავლის დანახვა, წინათგრძნობის გამოვლენა და გარემო ფაქტორებზე რეაგირება. ჩვენ გარემო ფაქტორების ცვლილებების აღქმა არ შეგვიძლია და ამიტომ, ცხოველების მოქმედება ზებუნებრივად და სასწაულებრივად გვეჩვენება. ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები და ყოველთვის მყავდა სახლში. მათთან ერთად ვთამაშობდი, ვსეირნობდი, მეძინა, ერთი სიტყვით, ხშირი კონტაქტი მქონდა. სწორედ ამიტომ დავიწყე მათზე დაკვირვება უკვე წლებია და ბევრი საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე. რასაკვირველია, ჩემს დასკვნებს ბევრი არ გაიზიარებს, მაგრამ, ბევრიც დაფიქრდება და თავად მიხვდება, რომ მართალს ვამბობ. ჩემი დაკვირვებით, იმ დასკვნამდეც კი მივედი, რომ ცხოველები სრულიად აუხსნელი მგრძნობელობით თუ გონიერებით გამოირჩევიან.
– აუხსნელ მგრძნობელობასა და გონიერებაში რას გულისხმობთ?
– რას და, ცხოველს აქვს როგორც ტელეპათიის, ისე მიმართულების გამოცნობის უნარი და წინათგრძნობა. ზოგიერთ ცხოველს, შესაძლოა, პატრონთან ფსიქიკურად ძლიერი და მჭიდრო კავშირი ჰქონდეს და სწორედ ამით იგებს, როდის ბრუნდება მისი მზრუნველი პატრონი სახლში. ეს ტელეპათიურად ხდება. რაც შეეხება მიმართულების გამოცნობის უნარს, ის აქვთ ძაღლს, კატასა და ფრინველებს, რადგან შორს წასვლის შემდეგაც იოლად აგნებენ პატრონს. ხოლო, რაც შეეხება მათ წინათგრძნობას, ისინი წინასწარ გრძნობენ მოსალოდნელ საფრთხეებს და სხვა მოვლენებს. ზოგადად კი, ცხოველსა და მათ პატრონს შორის ძლიერი ფსიქიკური კავშირია და ტელეპათიის უნარიც აქედან წარმოიშობა. სხვათა შორის, ცხოველსაც შეუძლია ადამიანის დაწყევლა და ეს ძალიან საშიშია. ამიტომ, არ გირჩევთ მათ წვალებას. განსაკუთრებით საშიში კატის წყევლაა. ხომ გაგიგიათ, მათ შვიდი სიცოცხლე აქვთ და თუ მას გააბრაზებთ, აწვალებთ ან მოკლავთ, ის ამას არასდროს გაპატიებთ. მთელი ცხოვრება მისი დაწყევლა, თვალებიდან წამოსული ზიზღი და ნეგატიური აურა გაგაწამებთ და შეგიქმნით ბარიერსა და წინაღობას მაშინ, როცა ამას არ ელით. რასაკვირველია, წვალებაში იმას არ ვგულისხმობ, პატრონი რომ ეთამაშება და სიყვარულით აწვალებს. ამას წინათ ტელევიზიით ვნახე ახალგაზრდები როგორ ატყავებდნენ სასაფლაოზე კატას და მისი თვალები რომ აჩვენეს ახლოდან, ზუსტად მივხვდი მისი მზერიდან, რომ ის იწყევლებოდა. იმ ახალგაზრდებს კი საშინელი მომავალი ექნებათ.
– როგორ მიხვდები ადამიანი, როდის დაგწყევლა ცხოველმა?
– როგორც გითხარით, მათი წამების დროს. თუ ასეთ დროს კარგად დააკვირდებით თვალებში ცხოველს, მის ზიზღს ამოიკითხავთ. ამიტომ არ გირჩევთ, ცხოველს რამე დაუშავოთ, თორემ მისი შურისძიება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ და სიცოცხლეს გაგიმწარებთ. მაგრამ, თუ ცხოველმა თქვენგან სითბო, სიყვარული და ყურადღება იგრძნო, მისგან ერთგულებასა და დახმარებას ელოდეთ, მით უმეტეს – გაჭირვების ჟამს და მოსალოდნელი საფრთხის წინ.
– ადამიანების მოსალოდნელ ავადმყოფობასაც გრძნობენ მათი ცხოველები?
– ამის უნარი ყველაზე მეტად ძაღლებს, კატებსა და კურდღლებს აქვთ. ეს ცხოველები კარგად ხვდებიან, როდის უქვეითდება სისხლში შაქრის დონე დიაბეტით დაავადებულ პატრონს, ასევე, როდის ვითარდება ორგანიზმში სიმსივნე და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, მათ ამის თქმა არ შეუძლიათ. ასევეა მწერებიც, რომლებიც უთქმელად მიგვანიშნებენ მოსალოდნელ მოვლენებზე. ალბათ გაგიგიათ,  კედელზე მცოცავი ობობისა და ჭიანჭველის მოკვლა რომ არ შეიძლება?
– დიახ, გამიგია და ბევრის მსგავსად, მეც სკეპტიკურად ვუდგები ამ მოსაზრებას.
– (იცინის). არც მიკვირს, რადგან კიდევ ვამბობ: მწერს ან ცხოველს ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ მათ ქცევას თუ დააკვირდებით, ადვილად მიხვდებით, რაზეც მიგანიშნებთ. თუ სახლში ობობა შენიშნეთ, ივარაუდეთ, რომ სულ ცოტა ხანში თქვენი ფინანსები გაიზრდება. ხოლო, თუ მას მოკლავთ, შესაძლოა, ეს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს. თუ სახლში ჭიანჭველები მომრავლდა, ამას ოჯახში ფულის შემოდინება მოჰყვება. ობობა და  ჭიანჭველაც, მართალია ბევრ ადამიანში ზიზღს იწვევს, მაგრამ ისინი ჩვენს ფინანსურ შემოსავლებზე გვაძლევენ მინიშნებებს.
– ანუ, გვირჩევთ, არ დავხოცოთ?
– უბრალოდ, ეცადეთ, რამე არ დაუშავოთ და უვნებელი განდევნოთ გარეთ. მაგალითად, ობობა კედლიდან ჩამოიღეთ და გარეთ გაუშვით, ჭიანჭველებს დაუდეთ ტკბილ წყალში დასველებული ღრუბელი და რომ შეესევიან, გარეთ გაიტანეთ. ასე, მარტივად გადაჭრით პრობლემას და არც მათ დაწყევლა-განაწყენებას დაიმსახურებთ.

скачать dle 11.3