კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შეიძლება გახდეს დედამთილი მოტყუებული რძლის მოკავშირე

სტერეოტიპია, თანაც საკმაოდ მცდარი და მავნებელი, რომ დედამთილი რძლის მტერია. ეს ასე ნამდვილად არ არის და ხშირად სწორედ დედამთილია რძლის საუკეთესო მოკავშირე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქმარი ცუდად იქცევა, ანუ, ღალატობს ცოლს. ამ დროს კი დედამთილი მათი ოჯახის დამცველის როლში აქტიურად გამოდის. დედისა და ცოლის წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერი მამაკაცის ძალ-ღონეს აღემატება და ისიც წუხდება...

თიკო (32 წლის): წინასწარ, რა თქმა უნდა, ვერ გათვლი, როგორი დედამთილი გეყოლება. მე გამიმართლა, თუმცა, თავიდან ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასე დავდაქალდებოდით. ვაღიარებ, რომ პირველივე დღიდან ძალიან მეშინია მისი. საკმაოდ ჭკვიანი, სერიოზული და  მკაცრია, მაგრამ მე მისი უზომოდ მადლობელი ვარ. ასეთი რომ არ იყოს, ჩემი ქმარი ორივეს გადაგვივლიდა და თავისას მიაღწევდა.
– ანუ, ქმარსაც ეშინია დედის?
– არ ამხელს, მაგრამ ეს აშკარაა. გეუბნებით, გავეყრებოდით მე და ჩემი ქმარი, ჩემი დედამთილი რომ არ ყოფილიყო. ვერ გეტყვი, რომ ანგელოზია, მაგრამ, როცა საქმე ჩემი და მისი შვილის ურთიერთობას ეხება, სრულიად სხვანაირი ხდება და მისი სახით საუკეთესო მოკავშირე მყავს. რას ვგულისხმობ, ახლავე გეტყვით: როცა გავთხოვდი, ჩემი ქმარი გიჟდებოდა ჩემზე, თვალებში შემომციცინებდა. ეს ჩემს დედამთილს ცოტათი აღიზიანებდა და, მეგონა, რომ შვილს ჩემ წინააღმდეგ განაწყობდა. სინამდვილეში კი საფრთხე სხვა მხრიდან დამემუქრა.
– რამდენი ხანია, გათხოვილი ხართ?
– მეხუთე წელია. ეს ბევრი არ არის და, საერთოდ, მგონია, რომ ურთიერთობა ახლა დავიწყეთ, რადგან, ნამდვილად დიდი პრობლემა დავძლიეთ. სერიოზული სიძნელე გადავლახეთ – ღალატი საშინელებაა! დედამთილთან მანამდე დისტანციას ვიჭერდი, მასთან ინტიმურ თემებზე არასოდეს მილაპარაკია და, როგორც გითხარით, მეშინოდა კიდეც მისი, მორიდებულად, მოწიწებით ველაპარაკებოდი. თუმცა, როგორც მერე მივხვდი, მე დედამთილთან ურთიერთობის აწყობაში გაცილებით მეტი ძალისხმევა ჩავდე, ვიდრე ქმართან და ეს შეცდომა იყო. ჩემი დედამთილიც მიხვდა ამას და მითხრა, რომ თავს ისიც დამნაშავედ გრძნობდა მომხდარში. სხვათა შორის, ჩემმა დედამთილმა საოცრად კარგი მოსმენა იცის, თან, ძალიან განათლებული ქალია და ამას ვაბრალებ იმას, რომ ჩემს მხარეზეა, თორემ, ისე, ჩვეულებრივი დედამთილი იყო და არის.
– ჩვეულებრივში რას გულისხმობთ?
– ანუ, იმის თქმა მინდა, რომ თავიდან ყველაფერში არ ვეთანხმებოდი და, პრინციპში, არც ახლა ვეთანხმები, მაგრამ, ეს არ არის მთავარი; მთავარი ისაა, რომ ის მაინც ჩემი საუკეთესო მეგობარია, მოკავშირე... სხვათა შორის, არასდროს ჩარეულა ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობაში მანამ, სანამ ამის აუცილებლობა არ გაჩნდა. იციო, როგორი ტიპაჟია? სულ ჩრდილშია და მაშინ გამოჩნდება ხოლმე საშველად, როცა ამისი აუცილებლობა ჩნდება. მახსოვს, როგორ წყნარად მითხრა – მე შენს ადგილას ქმარს დიდი ხნით მარტო არსად გავუშვებდიო. გამიკვირდა – რა მოხდება, თუ წავა-მეთქი.  რომ მოხდება, მერე ძალიან გვიან იქნებაო. თუ სადმე უნდა წავიდეს, ერთად უნდა წახვიდეთ, სხვანაირად არ უნდა იყოს, თორემ, მერე ვეღარაფერს გამოასწორებო. დრო დამჭირდა, რომ მისი სიტყვების არსს ჩავწვდომოდი. სანამ მართლა სანანებელი არ გამიხდა ჩემი გულუბრყვილობა. მოკლედ, ვერ მივხვდი, რომ დედამთილი ჩემზე ზრუნავდა, არ უნდოდა, მის შვილს ოჯახი რომ დანგრეოდა.
– ანუ, კაცს თუ თვალს მოაშორებ, ოჯახი დაინგრევა?
– დიახ. კაცის უმეთვალყურეოდ დატოვება არ შეიძლება, თუ არ გინდა, რომ ოჯახი დაგენგრას. ყველაზე პატიოსანი ქმარიც კი იმაზე ფიქრობს, როგორ გაგიძვრეს ხელიდან. მე ვენდობოდი ჩემს ქმარს და ერთხელ დედამთილთან ვთქვი, ეგ სხვას არ ჰგავს, ძალიან პატიოსანია-მეთქი. გაეღიმა და რამდენიმე ხნის შემდეგ წყნარად მითხრა: ჩემი შვილი პატიოსანია, მაგრამ მისი პატიოსნება მაშინ დასრულდება, როგორც კი ვინმე ქალი გადაწყვეტს, რომ ტვინი აურიოსო. მითხარით, როგორ არ უნდა ვიყო ჩემი დედამთილის მადლობელი? რომელი დაქალი გირჩევს ასეთ რამეს. უფრო სერიოზული პრობლემა რომ გამოჩნდა, მაშინვე ჩემს დედამთილს მივადექი, არც კი მიცდია, სხვისთვის მომეყოლა. შემთხვევით გავიგე, რომ ჩვემი ძვირფასი ქმარი ლამის სერიოზულად იყო გატაცებული ერთი ნაცნობით. იმ ქალს და ჩვენ საერთო მეგობარი გვყავს. იმ ქალბატონს გადაუწყვეტია, ჩემთვის ქმარი „დაეწერა” და ცოლადაც გაჰყოლოდა. როცა ამის შესახებ შევიტყვე, ლამის გავგიჟდი, ისტერიკა დამემართა. მინდოდა, მივვარდნოდი ჩემს ქმარს და შუაზე გამეგლიჯა. ვტიროდი და მუშტებს ვურტყამდი ბალიშებს. ჩემმა დედამთილმა მაშინვე არაფერი მითხრა, მადროვა, სანამ ოდნავ დავწყნარდებოდი და მთელ „ორთქლს“ გამოვუშვებდი. მხოლოდ ამის შემდეგ დამიწყო ლაპარაკი: შენ თუ ახლა თავს არ შეიკავებ. თუ შენს ქმარს ისტერიკას მოუწყობ და პანიკაში ჩავარდები, აუცილებლად დაკარგავო. აბა, რა ვქნა, ასე ვერ გავჩერდები, ვერ გავჩუმდები-მეთქი. არ უნდა გაჩერდე, მაგრამ, ძალიან ჭკვიანურად უნდა იმოქმედო. დამიჯერე და ის ქალი მალე წარსულს ჩაბარდება, ჩვენ მას მოვუგებთო. მოკლედ, შოკიდან გამომიყვანა. არ მითხრა, რას აპირებდა, მაგრამ, პრობლემის მოგვარებაზე თავად დაიწყო ზრუნვა: ჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში „ამუშავებდა“ თავის შვილს  და ამას ჩემგან მოშორებით აკეთებდა. ახლაც არ ვიცი, რას ელაპარაკებოდა, მაგრამ, ფაქტია, რომ დააფიქრა.  ერთი-ორი დღე თავს მარიდებდა, მერე კი ქალაქგარეთ ძვირფასი სასტუმროს ნომრები დაჯავშნა და წამიყვანა. ბავშვები ჩემმა დედამთილმა დაიტოვა. ყველაფერი მიდუღდა შიგნიდან, მაგრამ ისევ ჩემი დედამთილის სიტყვები გამახსენდა და თავი შევიკავე, თუმცა, ძალიან ძნელი იყო. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა – მთელი არსებით მინდოდა, ყელში დავტაკებოდი და ღალატისთვის სამაგიერო გადამეხადა, ანგარიში გამესწორებინა და, ამ დროს, უნდა გავჩუმებულიყავი. ზოგჯერ მიკვირს, როგორ ვძლიე საკუთარ სიამაყეს. თუმცა, დადგება დღე, როცა ჩემს ქმარს ამ მწარე ტკივილს აუცილებლად შევახსენებ, მაგრამ, ახლა არა.
– როგორ შეგიძლიათ, იცხოვროთ მშვიდად, როცა ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულხართ წყენისგან და ბოღმისგან?
– გეთანხმებით, ძალიან ძნელია და, ჩემი დედამთილი რომ არა, მე, ალბათ, ვერ შევძლებდი ამას. გამიმართლა – ყოველთვის მაქვს საშუალება, „ორთქლი გამოვუშვა“ მასთან და ეს მშველის. ნელ-ნელა კი, ალბათ, გამივლის. მთავარია, რომ ერთგული და საიმედო მოკავშირე ოჯახის შიგნით მყავს.

скачать dle 11.3