კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფულობა უამრავ დაავადებას იწვევს, შიზოფრენიის ჩათვლით

ექიმი-პარაფსიქოლოგის, დალი ავაგუმაშვილის მისაღებში, რომელიც არატრადიციული მეთოდებით კურნავს ხალხს, ყოველთვის ცოცხალი რიგია. მასთან დახმარების სათხოვნელად უცხოეთიდანაც ჩამოდიან.
ქალბატონი დალი ასუფთავებს დაბინძურებულ აურას ნეგატიური მუხტისგან, ხსნის ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, სტრესს, დეპრესიას, შიშს და თქვენ წარმოიდგინეთ, ხელმოცარულ ბიზნესმენებსა და ოჯახური კონფლიქტებით თავმობეზრებულ ადამიანებსაც ეხმარება პრობლემების მოგვარებაში.

 – სტრესი, დეპრესია, ნევროზი, ალბათ, ყველას თუ არა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ლამის ქრონიკულ მდგომარეობად ექცა. მწვავე სოციალური ფონი, მომავლის შიში, უფულობა ადამიანებს ფსიქიკას უზიანებს. ზოგს წამალი და ექიმიც ვეღარ შველის. როგორ ახერხებთ მათ დახმარებას?
– თქვენ წარმოიდგინეთ, უფულობა უამრავ დაავადებას იწვევს, შიზოფრენიის ჩათვლით. არასტაბილურობის განცდა, უპერსპექტივობა იმდენად თრგუნავს ადამიანს, რომ თუ დროულად არ დააღწევს თავს ამ მდგომარეობას, შესაძლოა, ორგანული პათოლოგიებიც კი განუვითარდეს. ნეგატიური ემოციები და ინფორმაცია აურას აბინძურებს, მაგრამ მისი გასუფთავება ლოცვის ძალით სასწაულებს ახდენს. აურის გასუფთავებით ადამიანს უამრავ პრობლემასთან გამკლავება შეუძლია. ბევრს ჰგონია, რომ გადატანილი სტრესი უკვალოდ ქრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. დროთა განმავლობაში ის უთუოდ იჩენს თავს, რადგან აურას ნეგატიური ენერგიით აბინძურებს.
– ქალბატონო დალი, თქვენზე ამბობენ, ნათელხილვის უნარი აქვსო...
– ენერგეტიკული სეანსის დროს ინფორმაციას სპონტანურად ვიღებ. თუ უფალს ვინმეს გაფრთხილება სურს, ამას არაფერი აქვს საერთო ნათელხილვასა და მკითხაობასთან. ვინც ფიქრობს, რომ მარჩიელი ვარ, ვთხოვ, ჩემთან ნუ დარეკავს, რადგანაც ტყუილუბრალოდ გაირჯება.
– უცხოეთში ყველა წარმატებულ ადამიანს ჰყავს კონსულტანტად თქვენნაირი სპეციალისტი. მათ შორის ბიზნესმენებიც არიან და პოლიტიკოსებიც. თქვენ თუ ეხმარებით ცნობილ პიროვნებებს?
– რა თქმა უნდა... საჭირო რჩევების გათვალისწინებით, მათი საქმიანობა უფრო წარმატებული და მომგებიანია.
– გაგვიმხელთ მათ ვინაობას?
– ჩემი მხრიდან ეს უტაქტობა იქნება, ასე რომ, თავს შევიკავებ.
– როგორ აგვარებთ ოჯახურ კონფლიქტებს?
– სამწუხაროდ, აურის უკიდურესი დაბინძურება, შესაძლოა, ოჯახური კონფლიქტების მიზეზიც გახდეს.
– რანაირად?
– როცა ადამიანის აურაში ნეგატივი ჭარბადაა, ის თავად იწყებს უარყოფითი ენერგიის გამოსხივებას და არაადეკვატური ხდება გარშემო მყოფთა მიმართ. უმიზეზოდ ჩხუბობს, ხშირად ეცვლება გუნება-განწყობა, რაც ოჯახში დაუსრულებელ აყალმაყალსა და უსიამოვნებას იწვევს. კონფლიქტი მოგვარდება, თუ უკიდურესად დაბინძურებული აურა გასუფთავდება.
– ვიცი, რომ ბევრი ოჯახი გადაარჩინეთ დანგრევას...
– მსგავს შემთხვევებში სახლის აურაც კი უნდა გასუფთავდეს, რადგანაც ნეგატიურ ინფორმაციას – ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, წყევლას კედლები იმახსოვრებს და დროთა განმავლობაში, ისევ ადამიანებს უბრუნებს.
– დაუჯერებელია!..
– კედლების აურიდან ინფორმაცია ადვილად გადადის ადამიანის აურაზე და მის ხელახალ დაბინძურებას იწვევს. ასე რომ, გასაკვირი არაფერია. სამყარო ერთიან საინფორმაციო ველს წარმოადგენს და ინფორმაციის გაცვლა მუდმივი პროცესია.
დალი ავაგუმაშვილის ყოფილი პაციენტები:
ინგა ჩ-შვილი: ოჯახი მალევე დამენგრა. დედამთილს არ მოვეწონე და იმდენი ქნა, ბავშვით ხელში მარტო დავრჩი. მეორედ აღარ გავთხოვილვარ. ბიჭს უმამოდ ვზრდიდი, დამხმარე არავინ მყავდა. რამდენიმე ადგილზე ვმუშაობდი, რომ მერჩინა. დრო აღარ მრჩებოდა და უყურადღებოდ დარჩენილი მოზარდი ცუდ წრეში მოხვდა. სკოლაში იშვიათად დადიოდა, სწავლაზე გული აიყარა, ხშირად ჩხუბობდა.
– მამა არ აქცევდა ყურადღებას?
– ჩემმა დედამთილმა ვიღაც გაურიგა და გავეყარეთ თუ არა ერთმანეთს, მეორე ცოლი შეირთო. ბავშვები ეყოლა. ჩვენი არსებობა საერთოდ დაივიწყა. ერთხელაც მძიმედ დაჭრილი შვილი სახლში მომიყვანეს მეზობლებმა. სამწუხაროდ, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს. საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი, ცხოვრებამ აზრი დაკარგა, სიცოცხლე აღარ მინდოდა, თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი.
– ვისი რეკომენდაციით მოხვედით ქალბატონ დალისთან?
– დაქალმა მიმიყვანა, რომელიც ჩემი ტანჯვის მოწმე იყო.
– ახლა როგორ ხართ?
– ქალბატონი დალის ლოცვის ძალამ სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. ენერგეტიკულად გავძლიერდი. მე მან სიყვარულის ჭეშმარიტი არსი დამანახვა და რწმენაში გამაძლიერა. ახლა მჯერა, რომ ჩემს საბრალო ბიჭს უთუოდ შევხვდები. დღედაღამ ვლოცულობ მისი სულის გადასარჩენად.
ანრი თ-ვა: სამსახურის დაკარგვამ თითქოს სტიმული მომცა და საკუთარი საქმე წამოვიწყე. მშობლების ბინა გავყიდე, ორი მეგობარი წილში ჩავისვი და მათი კაპიტალიც სარფიანად დავაბანდე. თავდაპირველად, ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ წლების შემდეგ, სერიოზული პრობლემები შემექმნა და ქალბატონ დალის მივადექი დახმარების სათხოვნელად.
– გამართლდა თქვენი მოლოდინი?
– არ ვიცი, როგორ ახერხებს, მაგრამ ისეთ კონკრეტულ რჩევებს იძლევა, თუ გაითვალისწინებ და ყველაფერს სათანადოდ გააკეთებ, გამოსავალს უთუოდ იპოვი. მე ჭკუა მეყო და გავითვალისწინე... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღემდე ვმეგობრობთ. უკვე წესად მაქვს, სანამ რაიმე მნიშვნელოვან გადაწვეტილებას მივიღებ, ჯერ დალისთან მივდივარ კონსულტაციისთვის. იმდენად მჯერა ამ ადამიანის, რომ არასოდეს ვაკეთებ იმას, რასაც არ მირჩევს.
ლანა ლ-ძე: საქმრო მყავდა. 4 წელი ერთად ვცხოვრობდით. სრულიად მოულოდნელად მიმატოვა და ცოლი შეირთო. შოკში ჩავვარდი!
– რატომ გაგცვალათ სხვაზე?
– ჩემზე მდიდარი ქალი გაიცნო და ფეხებზე დამიკიდა. უსამართლობამ და ღალატმა ლოგინად ჩამაგდო. ძალიან ძლიერი სტრესი მივიღე, მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. კედლებს თავს ვურტყამდი, ავადმყოფივით ვიქცეოდი. აგრესიის გაკონტროლება აღარ შემეძლო, მისი მოკვლა მინდოდა.
– ქალბატონ დალისთან როგორ მოხვდით?
– ბიძაშვილმა მიმიყვანა, დალის მეტი ვერავინ გიშველისო. თავდაპირველად, უნდობლად შევხვდი, მაგრამ ისე მომიდგა, ისე დამელაპარაკა, მეგონა, ჩემს სულში იჯდა და შიგნიდან მხედავდა. მე ქალბატონი დალისთვის გადაშლილი წიგნი ვიყავი.
– რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, ახლა როგორ ხართ?
– დავმშვიდდი, დავწყნარდი, ენერგეტიკულად გავძლიერდი. ქალბატონმა დალიმ მითხრა, ბედნიერება უსურვე ყოფილ საქმროს, გაუშვი შენი ცხოვრებიდან და ბედს ეწევიო. ასეც მოხდა! არაჩვეულებრივ ადამიანს შევხვდი, კარგი ოჯახი შევქმენი, ბედნიერი დედა და მეუღლე ვარ. ალბათ, ვერასდროს გადავიხდი ქალბატონი დალის სიკეთეს!
P.S. ქალბატონი დალი წინასწარ ჩაწერის გარეშე არავის იღებს. ჩაწერა ხდება ტელეფონით ყოველდღე, დილის 9-დან 16 საათამდე (უფრო გვიან ნუ დარეკავთ), კვირის გარდა.
საკონტაქტო ტელეფონები: 2-96-79-00, 599-10-73-06, 551-40-20-80, 599-05-75-00, 593-17-51-17.

скачать dle 11.3