კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მივიღოთ ცხოვრებისგან რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია და წარმატება

რა მუხტსაც ვუშვებთ სამყაროში, როგორი აზრები და განწყობაც გვაქვს, ისეთივე მომავალი გვექნება. ამიტომ, აუცილებელია, როგორი წარუმატებლობის წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, შევინარჩუნოთ სწორი აზროვნება და შევძლოთ აზრების კონტროლი. რაც მეტი რწმენა და კარგის მოლოდინი გვაქვს, მით მეტი წარმატებით გვაჯილდოებს კოსმოსი. ხოლო ის, თუ რამდენად მალე შევძლებთ აზროვნების შეცვლას და გავითავისებთ, რომ ჩვენ თავად ვართ საკუთარი ბედის მმართველნი, რაშიც ვარსკვლავებიც გვეხმარებიან, ჩვენსავე აზროვნებაზეა დამოკიდებული.
ასტროლოგიური ლოგიკით, წარუმატებელი, პესიმისტი, მუდამ უიმედობის განცდის მქონე ადამიანი საკუთარ ბედსა და ცხოვრებაზე აგებს პასუხს და თავად უქმნის კოსმიურ ძალებს ბარიერს, ცხოვრებას პესიმისტურ ელფერს სძენს და საკუთარი ქმედებითა და აზრებით ბლოკავს ასტრალური ძალების მოდინებას თავის ბედში. ჩვენი ნებისმიერი აზრი და ემოცია ჩვენს ენერგეტიკულ ველზე – აურაზე აისახება. თუ გამუდმებით ვემდურით ბედს, აგრესიულები და დეპრესიულები ვართ, ცხოვრებას უიმედოდ ვუყურებთ, ეს გარკვეულ დამანგრეველ და ნეგატიურ კვალს ტოვებს ჩვენს ენერგეტიკულ ველზეც და, ვინაიდან სამყაროში მოქმედებს ასტრალური კანონები, ჩვენს ცხოვრებაში სწორედ ამ ნეგატიური ვიბრაციის შესაბამის მოვლენებს ვიზიდავთ. ჩვენ თავადვე ვაპროგრამებთ საკუთარ თავს წარუმატებლობაზე: გამუდმებით ვფიქრობთ და ენერგეტიკულად ვკვებავთ ორგანიზმს სწორედ ისე, როგორც ჩვენ გვინდა, შედეგად კი ცხოვრებაში გაუთვლელი მოვლენები, გაუთავებელი პრობლემები, ბარიერები და წინაღობები გვხვდება, რაც, შესაბამისად, ჩვენს ბედზეც ნეგატიურად აისახება.
ყველას სურს, იყოს საკუთარი ბედის განმკარგველი და მიიღოს ცხოვრებისგან რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია, სიხარული და წარმატება, ამისთვის დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს იმ მისიის შესრულება, რაც მას კარმულად ევალება დედამიწაზე. ამისთვის კი, პირველ ყოვლისა, უნდა დაიწყოს საკუთარი აზროვნების შეცვლა, გადავიდეს ნეგატიურიდან პოზიტიურ ფიქრსა და აზროვნებაზე და მთელი აქცენტი უნდა გადაიტანოს იმაზე, რაც მას სიამოვნებასა და წარმატებას მოუტანს. თუ თქვენ შეძლებთ საკუთარი აზრების კონტროლს, არ აჰყვებით ემოციებს და მშვიდად შეხედავთ მოვლენებს, ამით კოსმიურ სივრცეში გაგზავნით დადებით იმპულსებს და საკუთარ თავს წარმატების საშუალებას მისცემთ. არც ისე ძნელია ცხოვრებაში სასიკეთო ძვრების შეტანა, თუ მიზანდასახული და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული იქნებით, ეს კი ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.
როდესაც ადამიანი ზის და ფიქრობს უარყოფითზე და ამბობს, რომ ირგვლივ ყველაფერი ცუდადაა, მომავალშიც არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი ეს ფიქრი კოსმოსში იგზავნება და იქიდან სასიკეთოს აღარ უნდა ელოდოს.
ყოველი ადამიანი თავის ასტროლოგიურ პერიოდს გადის და იქ გარდაუვალია როგორც წარმატება, ისე წარუმატებლობა, თუმცა, ეს ორივე დროებითია. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ, რა დღეებში გეძალებათ ნეგატიური ფიქრები. თვის გარკვეულ დღეებში ბევრი უჩივის განსაკუთრებულ სისუსტეს, გაღიზიანებას, წარუმატებლობასა და მგრძნობელობის მომატებას და ვერ ხსნის ამის გამომწვევ მიზეზებს. საიდუმლო არ არის, რომ ამაში მთვარის ფაზებია დამნაშავე. ზოგადად, სავსე მთვარის დროს იმატებს პესიმისტური განწყობა, თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი და გაღიზიანება. ამიტომ, ამ დღეებში მაქსიმალურად უნდა შეამციროთ საქმიანი კონტაქტები.
იმ პროგრამაზე, რომელიც ადამიანის თავშია ჩაწერილი და დაპროგრამებული, დამოკიდებულია ბედის წყალობაც და იღბლიანობაც. საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა დადებითი აზროვნება გამოიმუშაოს, რადგან ის წარმატებისა და ჯანმრთელობის გარანტიაა.
ენერგია, დრო, ძალა, ფული, რომელსაც რაიმე საქმეში დებთ, ყოველთვის დადებით შედეგს არ მოგიტანთ, ამიტომ ყოველგვარი შედეგისთვის წინასწარ მოემზადეთ. მაშინ, როცა თუნდაც პატარა წარუმატებლობა დაიწყება, დროულად შეჩერება ისწავლეთ. სხვაგვარად, შეიძლება, ბევრი წააგოთ. დიდი წარმატების შემდეგ კი ვარსკვლავები გირჩევენ, ტაიმაუტი აიღოთ და დროებით შეისვენოთ. წარმატება კი იმასთან მიდის, ვინც მას იზიდავს. თუ თავში უარყოფით აზრებს აღმოაჩენთ, სასწრაფოდ შეცვალეთ ის დადებითით, გარშემო კი იღბლიანი ადამიანები შემოიკრიბეთ. წარმატება, ისევე, როგორც მარცხი, გადამდებია. ბედის მომდურავი ადამიანისგან უარყოფით მუხტს იღებთ. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უიღბლო მეგობრებსა და ახლობლებს ზურგი უნდა აქციოთ, უბრალოდ, ნაკლები დრო დაყავით მათ გვერდით.

скачать dle 11.3