კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიგერია ომის ვეტერანმა ინვალიდმა მრისხანე როკერები

ვისაც მოსკოვის მილიციის აკადემიაში უსწავლია, აუცილებლად ემახსოვრება აკადემიის საერთო საცხოვრებლის კომენდანტი – სტეპანიჩი. ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო და დიდ თაყვანს სცემდა სტალინს. ქართველებიც ძალიან უყვარდა და მეც დამიახლოვდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამიტომ, როცა თავისუფალი დრო გვქონდა, კალინინის გამზირზე, ერთ პატარა „ზაბეგალოვკაში“ შევდიოდით და ვქეიფობდით.
ერთხელ ქეიფი გაგვიგრძელდა და საერთო საცხოვრებლისკენ ფეხით გავემართეთ. იმ პერიოდში მოსკოვში როკერები მომრავლდნენ. თუკი სადმე შავგვრემანს მარტო მოიხელთებდნენ, ვაი მისი ბრალი. მეც შავგვრემანი ვარ და ჩემდა საუბედუროდ, ცარიელ ქუჩაში ოთხი მოტოციკლით რვა როკერმა ალყა შემოგვარტყა.
– შენ, მოხუცო, გაიწი, ამ შავტრაკას კი კარგად დავაგუნდავებთ, – ბრძანა როკერების შეფმა და ფოლადის ჯაჭვი დაატრიალა.
– მე თქვენ დაგაგუნდავებთ! – უყვირა ჯაჭვიან აყლაყუდას სტეპანიჩმა და ჯერ მარჯვენა ხელით მარცხენა თვალი გამოიღო, შემდეგ კი მარცხენა ხელი მოიძრო. თვალი ჰაერში ააგდო და მარჯვენაში ჩაბღუჯული თავისი მარცხენით, როკერს ჰაერში აგდებული ბეისბოლის ბურთივით სტყორცნა და შიგ ცხვირში მოარტყა...
ბევრი რომ არ გავაგრძელო, როკერს ერთი კი აღმოხდა: ზომბიო!.. შემდეგ ოთხივემ მოტოციკლები დაქოქეს და სასწრაფოდ გაცვივდნენ იქიდან. თუმცა, ერთი წყვილი ხეს შეეჯახა, მეორე კი – სანაპიროს ჯებირს და მდინარე მოსკვაში ჩაცვივდნენ.
ალბათ, მიხვდით, რომ სტეპანიჩი ინვალიდი იყო, მარცხენა თვალი და ხელი ხელოვნური ჰქონდა, როკერები კი ამას ვერ მიხვდნენ. ოთხი მათგანი ამის გამო საავადმყოფოში მოხვდა.
მალხაზ გოგიშვილის ნაამბობის
მიხედვით

скачать dle 11.3