კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზურა მანჯავიძის ანეკდოტები

ბავშვი შერბის სახლში ყვირილით:
– დედა! მამა კიბიდან დაგორდა!
– ხოო? მერე რა თქვა?
– გინებები გამოვტოვო?
– რა თქმა უნდა.
– მაშინ,  ხმა არ ამოუღია!
***
სვანმა პატრულმა ქალი გააჩერა და უთხრა, მართვის მოწობა მაჩვენეთო. ქალი დაიბნა:
– უი, ეგ რა არის?
– რა და, რაზეც თქვენი სახეა გამოსახული.
ქალმა კარგა ხანს იჩხრიკა ჩანთაში და ბოლოს ამოიღო სარკე, ჩაიხედა და პატრულს მიაწოდა. პატრულმა დახედა და გაუღიმა:
– მაშინვე გეთქვა, რომ პატრული იყავი.
***
ჩემი მეზობელი გოგო ისეთი მახინჯია, მანქანაში რომ ჯდება ღვედს სახეზე იკეთებს.
***
– დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო პატარავ!
– დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო. რას მჩუქნი?
– ოოო, ეს სიურპრიზი იყო, მაგრამ გეტყვი: აი, გახსოვს მე და შენ ვარდისფერი „მერსედესი“ რომ ვნახეთ, ძალიან მოგეწონა და თქვი, მინდაო?
– ვაიმეე. არ მჯერა!!! როგორ არ მახსოვს, გადავირევი ახლა... რა მაგარია...რა საყვარელი ხარ...მიყვარხარ!..
– ხოდა, ეგეთი ფერის კბილის ჯაგრისი გიყიდე.

პაატა გულიაშვილის ანეკდოტები
ორი კოღოს დიალოგი:
– დრაკულა არ არსებობს.
–  ათეისტო!
***
ახალგაზრდა ექიმი პირველად ამშობიარებს ქალს. ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. მშობიარობას გამოცდილი პროფესორიც ესწრებოდა, რომელმაც ასეთი რჩევა მისცა დამწყებ ექიმს:
–  ყოჩაღ, ყველაფერი კარგად გააკეთე, ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრე: ტაკოზე ხელი დედას კი არა ბავშვს უნდა შემოარტყა.
***
წარწერა სიმონეთი-ქუთაისის ავტობუსში: „ავტობუსი გაჩერდება მხოლოდ გაჩერებებზე! აქანა და იქანა არ გამაგონოთ!“
***
ჭიჭიკია უყვება ბიჭიკიას:
–  გუშინ ქუთაისში, ქორწილში ისეთი ჩხუბი ატყდა, ხაჭაპურიდან ყველიც კი იწელებოდა.
***
– გუშინ, ბრმა სალომეს სიყვარული ავუხსენი.
–  მერე რა გიპასუხა?
–  რაო და, მე შენ როგორც მეგობარს ისე გსუნავო.
***
ქმარმა ნოუთბუქში გადმოქაჩა პორნოფილმები და ცოლს რომ არ ენახა,  ფოლდერს დაარქვა „ტექნიკა და მეცნიერება“. ამ დროს წააწყდა ცოლის ფოლდერს სახელწოდებით – „ჭრა-კერვა“.
***
ჩემი ძმა, ორს ორზე ისე ამრავლებს, რომ მათემატიკის მასწავლებელს ოთხი წელი მიუსაჯეს.
***
სკოლის მოსწავლე შეყვარებულები სხედან ბაღში სკამზე.
ბიჭი: მოდი, ის გავაკეთოთ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება.
გოგო: ვაიმე, ნულზე გავყოთ?!
***
ცხრა ძმიდან ერთი ცოლს მოიყვანს და დანარჩენები ეტყვიან: რა თხილივით გოგო არისო.
***
სვანი მეკობრეობას გადაწყვეტს... თვალს ამოითხრის.
***
ბიჭი ეუბნება გოგოს:
–  ვაიმე, როგორ ჰგავხარ მამაშენს ხასიათით, თვალებით, მკერდით...
–  იდიოტო, სად აქვს მამაჩემს მკერდი?
–  ზუსტად მაგას ვგულისხმობ.

скачать dle 11.3