კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

აბი გლუკოზა

იაფად და ხარისხიანად

 მართალია, ასოცირების შეთანხმების ამოქმედებას მეტწილად იმის იმედით ველით, რომ უვიზო რეჟიმს გვიფეშქაშებენ ევროკავშირთან, თუმცა ეს ამ საქმის მხოლოდ ნაწილია. რაც მთავარია, 2014 წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესასრულებლად გარკვეული რეგულაციები უნდა მივიღოთ, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროშიც.
სახელდობრ, „წამლის შესახებ კანონშიც“ იგეგმება ცვლილებების შეტანა, იმ მიზნით, რომ წამლის რეგისტრაცია და ლიცენზირება თვით ევროპული სტანდარტებით განხორციელდეს, რაც იმის გარანტია უნდა იყოს, რომ ჩვენს მომხმარებლებამდე მხოლოდ ხარისხიანი და ეფექტიანი მედიკამენტები მივიდეს.
ამასობაში კი საქართველოს ბაზარზე დავანებულ წამლებს არავინაც არ ამოწმებს და მხოლოდ მწარმოებლებისა და ექიმების კეთილსინდისიერების იმედზეა ეს ჩვენი ავადმყოფი მოსახლეობა.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქის ჯანდაცვის ხარჯში წამლის დანახარჯი 60 პროცენტამდეა, ამ წამლების ხარისხი კი – ფრიად ბუნდოვანი, ადვილი წარმოსადგენია, რა შარში ვართ გახვეულნი, თუმცა მინისტრი გვპირდება, რომ მალე ჩვენთანაც შეამოწმებენ წამლების ხარისხს, ხოლო გლობალური ალიანსის პრეზიდენტი გვაიმედებს, რომ, „როდესაც წამლის ხარისხის კონტროლის პროცედურები დაცულია და რეგულაციები სწორად სრულდება, ეს იმას ნიშნავს, რომ, შესაძლებელია, ხარისხიანი წამალი იაფი იყოს.“
ჩვენ არ ვიცით, რა გააიაფებს წამლებს ამ ჩვენს ბედკრულ ბაზარზე, მაგრამ იმის იმედი მაინც ვიქონიოთ, რომ, ევროკავშირთან ასოცირების ეშხით, ხარისხიანს მაინც შეგვასმევენ ეს ჩვენი არც თუ უცოდველი თეთრხალათიანები. –

скачать dle 11.3