კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვოტირების მოკრძალებული ხიბლი

ანუ რაც მეტი, მით უკეთესი!

 რაკი დასავლურ გზაზე შეუქცევადად ვდგავართ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო წინადადება მოამზადა, რის მიხედვითაც, გენდერული თანასწორობის დასამყარებლად წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს (პრინციპით – რაც მეტი, მით უკეთესი!).
შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები ვალდებულნი იქნებიან, რომ საარჩევნო სიებში გენდერული ბალანსი დაიცვან, რაც, საბოლოოდ, მოგვიტანს შედეგს, რომ 2016 წლის მოწვევის პარლამენტში 25 პროცენტი ქალები იქნებიან, იქნებიან რა – ვიქნებით (თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილებების შეტანას).
ამ წინადადებას მხარი დაუჭირა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა (7 დეპუტატიდან თავი მხოლოდ ერთს შეუკავებია, იმედს ვიტოვებთ, არა ქალთმოძულეობის გამო  – ).
ინიციატივის მომხრეები ვარაუდობენ, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების აღმოფხვრას და გაზრდის დემოკრატიის ხარისხს.
პერსპექტივა, მართლაც, საშურია (ზემოთქმული თუ განხორციელდება, ქალების კვოტირება რა მოსატანია, პირადად მე სეპარატისტების კვოტირებასაც კი დავუჭერდი მხარს) და თუმცა ეს კონკრეტული იძულება (გინდა თუ არა, გყავდნენ ქალები საარჩვენო სიებშიო) ცოტა არ იყოს, სასაცილოსავითაა, მაგრამ, რაკი ისიც აშკარაა, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს ქალის ადგილი კვლავაც მხოლოდ სამზარეულოში ჰგონია, ისღა დაგვრჩენია, იმას მაინც შევაგუოთ, რომ პარლამენტის მეოთხედს კაბა უნდა ეცვას.

скачать dle 11.3