კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

„პატრიოტების“ მოლოდინში

„ნატოშემომწყრალი”

 თუმცა თურქეთმა დრო იხელთა და ამ საყოველთაო არეულობაში „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ დააყარა ბომბები, ეს ამბავი მაინც არ გამოჰპარვია „ნატოს“ გენმდივნის მახვილ მზერას.
ჰოდა, რაკი არ გამოჰპარვია, ბ-ნმა სტოლტენბერგმა მოკავშირის პრემიერ-მინისტრი დაუთ ოღლუ გააფრთხილა (აი, ის კი ვერ დავადგინეთ, „წითელი“ აუწია თუ „ყვითელი“?!).
ოღონდ, მხოლოდ გაფრთხილებას არ დასჯერდა და, როგორც თურქული პრესა იუწყება, ასეთი რამეც ბრძანა: „თურქეთს დიდი ჯარი და უშიშროების ძლიერი ძალები ჰყავს, ამიტომ მომავალში თურქეთისთვის სამხედრო დახმარება საუბრის თემა არ შეიძლება იყოს. თურქეთს თავის დაცვა „ნატოს“ გარეშეც შეუძლია.“
ზემოთქმული მეტყველებს, რომ „ნატოსა“ და თურქეთს შორის მორბენალი შავი კატების რაოდენობა გაზრდილია, იმის გათვალისწინებითაც, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე მდებარე და, ზოგადად, თურქეთის ტერიტორიიდან „ნატომ“ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაიყვანა.
რაც მოწმობს იმას, რომ, „ნატოს“ ეჭვით, შესაძლოა, ზემოხსენებული რაკეტები თურქეთს საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის გამოეყენებინა, რაც აქტუალობას სძენს კითხვას: ნეტავ ჩვენ ქორწილში არ დაგვპატიჟებენ, ანუ ჩვენთან რომ განელაგებინათ აი, ის „პატრიოტები“?!

скачать dle 11.3