კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო ტიროდა 13 წლის დათო კენჭიაშვილი ექვსი თვე

დათო კენჭიაშვილი საკუთარ გულშემატკივრებს ბევრ სიახლეს და დიდ სიურპრიზს უმზადებს. მომღერალი, გარდა იმისა, რომ დიანა ღურწკაიასთან ერთად მუშაობს ალბომზე, სულ ცოტა ხანში, ახალი და სრულიად განსხვავებული ამპლუით წარდგება მაყურებლის წინაშე. როგორც თავად გვითხრა, გადაწყვიტა, მომღერლობის გარდა ძალები სხვა საქმეშიც მოესინჯა და შემოთავაზებას – შეესრულებინა ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში, სიხარულით დათანხმდა. ამ დროისთვის გადაღებები თითქმის დასრულებულია და პრემიერასაც მალე ვნახავთ. მანამდე კი, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მისმა სიმღერამ „რამდენი მალოდინე“ რვა მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

 დათო კენჭიაშვილი: „რამდენი მალოდინე“ რომ ჩაიწერა, კი ვფიქრობდი, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდოდა, მაგრამ ასეთ შედეგს არ ველოდი. მან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და არა მხოლოდ საქართველოში, მთელ კავკასიაში გავრცელდა. მინდა, ამის გამო თეონა ქუმსიაშვილს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რადგან ეს მისი სიმღერაა.  
– მართალია, რომ ერთ-ერთ თურქულ სერიალშიც ჟღერს თქვენი სიმღერა?
– ამის შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა თურქეთიდან ნამდვილად ჩამოვიდა ტელევიზია სპეციალურად ჩემზე სიუჟეტის მოსამზადებლად. მითხრეს, რომ ჩემი შემოქმედება თურქეთშიც უყვართ. უნდოდათ, სიუჟეტი საქართველოზე გაეკეთებინათ და საქართველოს სახე თურქეთისთვის მე აღმოვჩნდი. ეს სიუჟეტი უკვე გავიდა ეთერში. მომდევნო წელს კი მათთან ფესტივალი ტარდება, უხეშად რომ შევადაროთ, ის თურქეთის „ევროვიზიაა” და იქაც მიწვეული ვარ.
– როგორც ჩანს, უკვე თურქეთშიც პოპულარობით სარგებლობთ?
– ბაქოშიც, დაღესტანშიც და ჩეჩნეთშიც (იცინის). ბაქოში კონცერტის გამო ჩავედი. მანქანამ გაიარა და ჩემი სიმღერა ჰქონდათ ჩართული. ძალიან მესიამოვნა და შემართება მომემატა (იცინის). დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში არ ვყოფილვარ, თუმცა, იქიდან ხშირად მწერენ, რომ ძალიან უყვართ ჩემი სიმღერები და ჩემი მიწვევა უნდათ. ყველაზე მეტად მიხარია, როცა აფხაზეთიდან მწერენ. ბევრი აფხაზი მეუბნება: არ ვიცით, სიტყვები რას ნიშნავს, მაგრამ იმდენად ლამაზი მელოდიაა და კარგად ჟღერს, თავი სამოთხეში გვგონიაო.  აფხაზეთში ჩემი სიმღერის შესრულება ჩემთვისაც ძალიან დიდი ოცნებაა. ზოგადად კი, ძალიან მინდა, მსოფლიო მასშტაბებზე გავიდე, რისთვისაც ძალიან ბევრს ვიმუშავებ.  
– ბოლო დროს დიანა ღურწკაიასთან ერთად მუშაობთ. საქმე ერთ სიმღერას ეხება თუ ალბომს?
– დიანა ღურწკაია უპირველესად, ჩემი მეგობარი და უსაყვარლესი ადამიანია. ის ძალიან უშუალო, თბილი და კეთილია. მე მისმა პროდიუსერმა მითხრა, რომ დიანამ ჩემთან მუშაობის სურვილი გამოთქვა. ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი იყო დუეტი „დღე დამიღამე.“ დიანას ყველას მიმართ სუფთა, ადამიანური მიდგომა აქვს. კარგად მახსოვს, პირველივე შეხევედრისას მითხრა: დათო, ძალიან გთხოვ, არ დავიწყოთ საქმით, დავიწყოთ მეგობრობითა და სიყვარულითო. ამ სიყვარულიდან გამომდინარე, ყველაფერი გამარტივდა და ერთ ლამაზ სივრცეში მოექცა. მე მისი მდგომარეობის გამო, ურთიერთობისას, თავიდან, ცოტა შინაგან კომპლექსს განვიცდიდი. თუმცა, მან თავისი იუმორით ეს ყველაფერი გადამალახვინა. მახსოვს, ურთიერთობა ახალი დაწყებული გვქონდა და ტექსტს ვწერდით. მე ვუმეორებდი – ახლა ეს თქვი, ახლა ეს და დიანამ: ბოლო-ბოლო, მომეცით ტექსტი და წავიკითხავო. ჩვენი დაკავშირება ამის შემდეგაც მისი სურვილით მოხდა. შემომთავაზა, რომ მისთვის ქართული ალბომი ჩამეწერა. ეს ტანდემი შედგა – ამ დროისთვის, 7-8 სიმღერა უკვე ჩაწერილია და მუშავდება. სურვილი აქვს, რომ საქართველოში ძალიან დიდი პრეზენტაცია მოაწყოს. ალბათ, კონცერტიც იქნება, თუმცა, როდის, ჯერ არ ვიცით. ჯერჯერობით ძალიან დატვირთული გრაფიკით ვმუშაობთ. ჩემთან, სტუდიაში მოდის და საღამოს ცხრაზე რომ დავიწყებთ მუშაობას, დილის ექვსამდე არ ვისვენებთ. მერე, მეც და იმასაც ორი დღე გადაბმულად გვძინავს (იცინის). გვინდა, ყველაფერი ძალიან ხარისხიანად გავაკეთოთ, რაც სხვანაირად არ გამოდის.
– თქვენც ხომ არ გეგმავთ რუსეთში კარიერის გაგრძელებას?
– მოსკოვიდან გარკვეული შემოთავაზებები იყო, მაგრამ უარი ვთქვი. შინაგანი მდგომარეობა არ მიშვებს. მგონია, რომ იქ თუ ჩავალ, არ მომეწონება. თავს გაცილებით კარგად ისრაელში ვგრძნობ. საქართველოს არასდროს დავტოვებ, მაგრამ იქ ხშირად დავდივარ და გამორჩეულად მახსოვს კონცერტი, რომელზეც ათი ათასი ქართველი ებრაელი მოვიდა. ეს იყო ყველაზე დიდი მუხტი, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. სხვათა შორის „რამდენი მალოდინე“ არაბებსაც ძალიან უყვართ (იცინის).
– აქტიური კარიერის პარალელურად, რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– ახლა არაფერი. ჩემი სიყვარული ჩემი სიმღერაა (იცინის). ჩემი აზრით, ოჯახი ადამიანისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და თუ შევქმნი, მაშინ მასზე გადავერთვები. დრო აღარ დამრჩება და მომიწევს კარიერაზე უარი ვთქვა. რაც ჯერჯერობით არ მინდა, პირიქით, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და ახლა სულ მასზე ვფიქრობ. ახლის შექმნა და უცნაური ექსპერიმენტების კეთება მიყვარს.
– რა იყო ყველაზე დიდი ექსპერიმენტი?
– ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ფოლკლორისა და ოპერის სინთეზი იყო, რომელიც იტალიაში მოღვაწე თეონა დვალთან ერთად გავაკეთე. თეონა „ლა სკალას” სოპრანოა და ვფიქრობ,  საინტერესო სინთეზი გამოგვივიდა. საინტერესო იყო ფოლკლორისა და რეპის დუეტიც, რომელიც მე და ლექს-სენმა ჩავწერეთ.  არის კიდევ ერთი ექსპერიმენტი, რომლის შესახებაც ბოლოს გეტყვით.
– კარგი, პირად ამბებს დავუბრუნდეთ. არასდროს ყოფილხართ იმდენად შეყვარებული, რომ ოჯახის შექმნაზე გეფიქრათ?
– ოჯახის შექმნაზე არ მიფიქრია, მაგრამ ძალიან შეყვარებული 13 წლის ასაკში ვიყავი (იცინის). დედამ ზღვაზე წაგვიყვანა და იქ ჩემი ასაკის ბავშვი გავიცანი. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის პირველი სიყვარული იყო, ყველაფერი ძალიან მძაფრად აღვიქვი. დედამისმა რომ წაიყვანა, მას შემდეგ ექვსი თვე ვტიროდი (იცინის). ასე, ყურებამდე შეყვარებული აღარასდროს ვყოფილვარ. ფლირტი ყველას აქვს, მაგრამ ისეთი  გრძნობა, რომლის გამოც ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას მივიღებ, არ მქონია და ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას კიდევ დიდხანს არ მივიღებ.
– მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონებში პოპულარობით სარგებლობთ?
– მართლა? (იცინის) მე, ცოტა არ იყოს, კომპლექსიანი ვარ და ვიღაც რომ კომპლიმენტებს მეუბნება, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, აღარ ვიცი, თავი სად ჩავყო (იცინის). ერთხელ მანქანაში ჩამიხტა ერთი გოგო და მე გადმოვხტი (იცინის). ძალიან გთხოვთ, ახლა ამას ნუ გამიკეთებთ-მეთქი. ლამის მოვკვდი, ადგილზე გავქვავდი. გაოგნებული სახით მიყურებდა, თითქოს მის წინ კენჭიაშვილი კი არა, სტინგი იდგა. იყო შემთხვევა, ჩემს მეგობრებთან ერთად სადღაც ვყოფილვარ და გოგონა მოსულა, შემდეგ დაქალი გამოუშვია, მერე რაღაცაზე დაგვპატიჟეს და ამაზე ხომ მოვკვდი საერთოდ (იცინის). „ფეისბუქზეც“ მწერენ: „ჩემი თუ არ გახდები, ვერავისი იქნები“ და მსგავსი გიჟობები (იცინის).
– ოჯახის წევრები არ გაძალებენ დაქორწინებას?
– კი. ოჯახის მხრიდან წნეხის ქვეშ ვარ (იცინის). მამაჩემს უნდა, რომ შვილიშვილი ნახოს, ბებიაჩემს – შვილთაშვილი.
– საუბრისას კიდევ ერთი ექსპერიმენტი ახსენეთ, რას გულისხმობდით?
– ეს ექსპერიმენტი არცაა. ფილმში მიღებენ. „მაიტა ნასოსი“, ალბათ, ყველამ იცის. ახლა მისი მეორე ნაწილი „რაის ნასოსი“ გამოდის და ერთ-ერთ მთავარ როლს მე ვასრულებ. ინიციატივა პროდიუსერების მხრიდან წამოვიდა და სხვა სფეროში გადანაცვლების იდეა მეც მომეწონა. თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს მსახიობობაზე განაცხადი არაა, უბრალოდ, მინდა ჩემი თავი შორიდან დავინახო და შევხედო, რა შედეგი გამოიღო ჩემმა მუშაობამ. გადაღებები თითქმის დამთავრდა და ოქტომბრის ბოლოს, ალბათ, პრემიერაც იქნება.

скачать dle 11.3