კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაასახელა „მიუზიკალ ამერიკამ” დუდანა მაზმანიშვილი ამომავალ ვარსკვლავად და როგორ ჩაიარა ბერლინის „კონცერტჰაუსში“ სრული ანშლაგით გია ყანჩელის იუბილისადმი მიძღვნილმა კონცერტმა

ნიჭიერი და წარმატებული პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი რამდენიმე წელია, გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის, ამავდროულად, გერმანიაში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშეა და ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებაშია აქტიურად ჩართული. დუდანა ჯერ კიდევ 2008 წელს „მიუზიკალ ამერიკამ“ ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა, მას არაერთი წარმატებული კონცერტი ჰქონდა „კარნეგი ჰოლში“, ბერლინის „კონცერტჰაუსში“, ვენის, მოსკოვის, მიუნჰენის, პარიზის, ლონდონის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. მისი პირველი სადებიუტო ალბომი კი გერმანიის კლასიკური რადიოს ჩარტებში ლიდერობდა. სულ მალე დუდანას რურის საფორტეპიანო ფესტივალზე ჩატარებული კონცერტის ლაივჩანაწერი გამოვა. ცოტა ხნის წინ კი ბერლინის „კონცერტჰაუზში“ ორი დიდი კომპოზიტორის – გია ყანჩელისა და არვო პერტისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდა, რომლის მონაწილე და ასევე, ერთ-ერთი სულისჩამდგმელი სწორედ დუდანა იყო.

დუდანა მაზმანიშვილი: Young Euro Classic –  ეს არის პრესტიჟული და ცნობილი ევროპული ფესტივალი, რომელიც  გერმანიაში ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობენ საუკეთესო ახალგაზრდული ორკესტრები ევროპიდან და არა მხოლოდ ევროპიდან. საქართველო პირველად არ ყოფილა ამ ფესტივალის მონაწილე, თუმცა აქამდე ქართველები კამერული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილები. რამდენიმე წელი ვცდილობდით, რომ ფესტივალში სიმფონიურ ორკესტრს მიეღო მონაწილეობა. როდესაც შეგვპირდნენ, რომ ჩაგვსვამდნენ 2015 წლის პროგრამაში, დავუკავშირდი ნიკოლოზ რაჭველს, რომელთანაც ხანგრძლივი თანამშრომლობა და მეგობრობა მაკავშირებს. ვისაუბრეთ პროგრამის სხვადასხვა ვარიანტზე. ძალიან გაგვახარა იმ ფაქტორმა, რომ 2015 წელი ემთხვეოდა ორი სახელგანთქმული კომპოზიტორის – გია ყანჩელისა და ესტონელი არვო პერტის 80 წლის იუბილეს. გადავწყვიტეთ, შერეული პროგრამა გაგვეკეთებინა, სადაც შესრულდებოდა მათი ნაწარმოებები და კონცერტში მონაწილეობას მიიღებდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრი, ესტონური გუნდი და სხვადასხვა სოლისტი. გვინდოდა, კონცერტი დასრულებულიყო გია ყანჩელის „სტიქსით“ ალტისთვის, გუნდისა და ორკესტრისთვის. ამ ნაწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი გიორგი ცაგარელია. ამასთანავე, ჩემი აზრით, მისი სულიერი სამყარო ძალიან ახლოა გია ყანჩელის მუსიკასთან. ამიტომაც, ფესტივალში მისი მონაწილეობა ჩემი დიდი სურვილი იყო. ბოლო მომენტში ესტონური გუნდის მონაწილეობა არ გამოვიდა და დავიწყეთ მუსიკოსების თავიდან მოძიება. აღმოჩნდა, რომ ბერლინში არსებობს დიპლომატებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც მონაწილეობაზე დაგვთანხმდა. თუმცა, ამ კონკრეტულ ნაწარმოებებს შემადგენლობა არ ყოფნიდა, ამიტომ დავამატეთ სამების საკათედრო გუნდის მომღერლები და სტუდენტები გერმანიის სხვადასხვა კონსერვატორიიდან. ჩემი გამოცდილებით, ხშირად სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებით წარმატებული გამოდის და ჩვენს შემთხვევაშიც, ასე მოხდა. პრესაშიც საოცრად დადებითი გამოხმაურება იყო. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. მელომანებმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც კონცერტებს არასდროს ტოვებენ, აღნიშნეს: ასეთი კონცერტი ბერლინის „კონცერტჰაუსს“ დიდი ხანია, არ ახსოვსო.
–  ბატონი გია საკმაოდ მოკრძალებული და მორიდებული ადამიანია. როგორ მიიღო მან ეს ყველაფერი და ალბათ, მასთან ურთიერთობა განსაკუთრებულად ემოციური იყო.
– როგორც ყველა, ვისაც რაიმე აქვს სათქმელი, ბატონი გიაც ძალიან მორიდებული და მოკრძალებული პიროვნებაა.  დიდი ბედნიერება და პატივია ჩვენთვის, რომ მან მოახერხა კონცერტზე ჩამოსვლა. ყველა მილოცვა ბავშვივით უხაროდა. არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ  მუსიკოსების მადლობელი იყო. მის გარეშე კი ამ კონცერტს სწორედ ის განსაკუთრებული მუხტი და სენტიმენტი არ მიეცემოდა, რომელმაც ასე აღაფრთოვანა ბერლინელები.
–  როგორია ახლო მომავალში თქვენი გეგმები?
– დაგეგმილი მაქვს კონცერტები სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოშიც მინდა, მოვახერხო კონცერტით ჩამოსვლა, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვასწრებ წელს. საკონცერტო და დიპლომატიური საქმიანობა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.
– როგორ ფიქრობთ, თქვენზე, როგორც პიანისტზე, ვინ მოახდინა დიდი გავლენა? როგორი იყო თქვენი ოჯახის როლი თქვენს ჩამოყალიბებაში?
– სანამ მიუნჰენში ელისო ვირსალაძესთან ჩავაბარებდი, ჩემი პედაგოგი იყო დედაჩემი, თამრიკო აფაქიძე. დედა ძალიან დახვეწილი მუსიკოსი და პედაგოგი გახლდათ. მან, ბუნებრივია, დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ჩვენ ძალიან მეგობრული და პროდუქტიული ურთიერთობა გვქონდა. ის უკეთილშობილესი პიროვნება, უაღრესად ნიჭიერი და შრომისმოყვარე  იყო. მას ყველა მონაცემი ჰქონდა დიდი საკონცერტო კარიერისთვის, მაგრამ პედაგოგიური მოღვაწეობა არჩია და იყო სრულიად გამორჩეული. ის აზროვნებით ყოველთვის უსწრებდა დროს, რაც შეეხება მამას, ის არქიტექტორი, ოპერის დიდი მოყვარული, ნამდვილი მელომანი იყო. ბაბუა, ანდრია აფაქიძე კი – არქეოლოგი. პატარა რომ ვიყავი, სულ მქონდა სურვილი, არქეოლოგიურ გათხრებს დავსწრებოდი. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ იყო ამის საშუალება. თანაც, მაშინ ჩემი თავი უფრო მეტად სერიოზული და ჩამოყალიბებული მეგონა, ვიდრე სინამდვილეში ვიყავი და ალბათ, უფრო ხელს ვუშლიდი. თუმცა, მოგვიანებით, სადაც შეეძლო, ყველგან დავყავდი.
– ალბათ, დედა იყო თქვენი პირველი შემფასებელი.
– ყველაზე მეტად სწორედ დედა მაკრიტიკებდა. კონცერტამდე, რეპეტიციამდე ხშირად ცრემლებამდე მივსულვარ. იმდენად განიცდიდა, რომ ჩემს კონცერტებზე ვერ შემოდიოდა. მხოლოდ ერთხელ დაესწრო, როდესაც მიუნჰენის ფილარმონიის დიდ დარბაზში მქონდა კონცერტი ორკესტრთან ერთად, სადაც შევასრულე მოცარტის კონცერტი. რეპეტიციებზე იყო და ალბათ, ამიტომ გაბედა და კონცერტს დაესწრო. მამა კი პირიქით – ყოველთვის დარბაზში იჯდა, მაგრამ ისე ნერვიულობდა, ალბათ, ცალკე სანახაობა იყო მისი ყურება.
– როგორც ვიცი, ბავშვობაში „კავეენის“ გუნდშიც იყავით.
– პირველი კლასიკური გიმნაზიის „კავეენის“ გუნდში ნამდვილად ვიყავი, 14 წლის ასაკში და ერთი-ორი ტური გავიარეთ, მერე კი დავმარცხდით. მახსოვს, „კავეენის“ გამოსვლიდან მოვდიოდი რეპეტიციაზე, რახმანინოვის მეორე კონცერტი უნდა დამეკრა პირველად, ჯანსუღ კახიძესთნ ერთად. ეს იყო ჩემი პირველი დიდი, მასშტაბური გამოსვლა ასეთ სახელოვან მუსიკოსთან და ორკესტრთან ერთად. პირველ რეპეტიციაზე რომ მივედი, სიცილით მითხრა – ახლა სერიოზულადო. ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი მეპყრობდა. მისი გახსენება ჩემთვის სულ მტკივნეულია... შარშან მომეცა შესაძლებლობა, თბილისში მის შვილთან, ვატო კახიძესთან ერთად დამეკრა. ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის – ამდენი წლის შემდეგ იგივე ორკესტრთან, იგივე დარბაზში შევასრულე ორი საფორტეპიანო კონცერტი. ამისთვის ვატოს ძალიან მადლობელი ვარ.
– ბევრ ცნობილ სცენაზე გამოსულხართ წარმატებულად. რომელიმეს თუ გამოყოფდით?
– ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კონცერტი „კარნეგი ჰოლში“, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში – წარმოიდგინეთ, რამხელა ემოცია და პასუხისმგებლობაა, კონცერტის წინ, იჯდე და ხელები გაავარჯიშო სწორედ იმ ოთახში და იმ როიალზე, სადაც დეკადების წინ ჰოროვიცი იგივეს აკეთებდა. ასევე, გამოვყოფდი კონცერტს მიუნჰენის ფილარმონიაში და პარიზში.

скачать dle 11.3