კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავზარდოთ სისხლში ბედნიერების ჰორმონის შემცველობა და რატომ ხდებიან ქალბატონები სოლარიუმზე დამოკიდებულები

ენდორფინი, იგივე ბედნიერების ჰორმონი, ხელს უწყობს ადამიანის გუნება-განწყობის ამაღლებას. როცა ორგანიზმში მისი შემცველობა მაღალია, ენერგიის მოზღვავებას, ოპტიმიზმსა და ბედნიერებას ვგრძნობთ და, რაც მთავარია, ეს ჰორმონი ბლოკავს ტკივილის განცდას; ხოლო მაშინ, როცა ენდორფინის ნაკლებობას განვიცდით, ვხდებით აპათიურები და თავი ყველაზე უბედური ადამიანი გვგონია.

 მაია ლეფსვერიძე (ენდოკრინოლოგი): ენდორფინი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც თავის ტვინში გამომუშავდება. ის ხელს უწყობს მტკივნეული რეცეპტორების ბლოკირებას. ენდორფინის მოქმედება ნარკოტიკის ზემოქმედებას ჰგავს – ორივე  უწყობს ხელს მტკივნეული რეცეპტორების ბლოკირებას, ეიფორიაში მოყვანასა და კარგი განწყობის შექმნას.
– ენდორფინების რაოდენობის გაზრდას რა იწვევს?
– ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს, ძირითადად კი – გარემო ფაქტორები: შეიძლება ეს იყოს მუსიკა, რომელიც ადამიანს სიამოვნებს და კარგ გუნებაზე აყენებს, რადგან ის ხსნის სტრესსა და დეპრესიას. სისხლში ენდორფინების რაოდენობის მომატებისთვის ძალიან კარგია სპორტის სხვადასხვა სახეობა: ცურვა, მაგიდის ჩოგბურთი, სირბილი, სწრაფი სიარული და სხვა; ასევე, ექსტრემალური ქმედებები. ენდორფინების მომატებას ხელს უწყობს სქესობრივი ცხოვრება და ულტრაიისფერი სხივები, რომლსაც ადამიანი ბუნებრივ პირობებში მზის ქვეშ იღებს, ხელოვნურად კი – სოლარიუმში. ეს პროცესი შეჩვევას იწვევს და როცა ორგანიზმი მის დეფიციტს განიცდის, ნარკოტიკივით გვინდება. ამიტომ, ქალბატონები ხშირად მიმართავენ სოლარიუმს, ოღონდ, არა იმიტომ, რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ ან რუჯი უნდათ ძალიან, არამედ იმიტომ, რომ ამ დროს ენდორფინი გამომუშავდება, რაც მათ ბედნიერებას ჰგვრის და მოთხოვნილება უჩნდებათ, კიდევ განიცადონ ის. ამისთვის შესანიშნავია დილით და საღამოთი მზეზე გარუჯვა, მაგრამ ეს წელიწადის ყველა დროს არაა შესაძლებელი და ქალბატონები მას სოლარიუმით ანაცვლებენ, რასაც, ბედნიერების ჰორმონთან ერთად, ბევრი მავნებლობაც მოაქვს ორგანიზმისთვის. ქალბატონები მასზე ქვეცნობიერად ხდებიან ნარკოდამოკიდებულებივით. გარდა ამისა, ენდორფინების გამომუშავებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს დადებითად აზროვნება, სიცილი და კარგი ხასიათი. თუ ადამიანი ხშირად ეცდება, საკუთარ თავს კარგი განწყობა შეუქმნას, უკვე თავისთავად ხდება ამის შეჩვევა და ენდორფინების გამომუშავება. სიცილის თერაპიაც კი არსებობს. ბევრი უნდა ვიცინოთ, რომ ენდორფინი გამომუშავდეს და გუნება-განწყობა თავისთავად გაუმჯობესდება. ხელოვნურად შექმნილი სიცილი და დადებითი ხასიათიც კი, იმ შემთხვევაში, თუ ის დადებითად აგრძნობინებს ადამიანს თავს, აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს.
– რომელი საკვები პროდუქტებით ხდება ენდორფინის გამომუშავება?
– ძირითადად იმ პროდუქტებით, რომლებიც კარგ განწყობაზე გვაყენებს, მაგალითად, პომიდორი. მას ლამაზი ფერი აქვს და, რომ შეხედავ, უკვე გსიამოვნებს. პომიდორს ორმაგი ფუნქცია აქვს: ენდორფინების გამომუშავება და მათი ორგანიზმში დიდი ხნით შენარჩუნება. შესაბამისად, მისი მიღების შემდეგ ბედიერების შეგრძნებაც დიდხანს გაგვყვება. ენდორფინების გამომუშავებას ხელს უწყობს წითელი წიწაკაც. სხვათა შორის, წიწაკით სხვადასხვა თერაპიას იტარებენ, მაგალითად, წიწაკა  ჩილის, რომელიც ძალიან მწარეა, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს ზუსტად იმიტომ, რომ ენდორფინებს გამოიმუშავებს და მტკივნეულ რეცეპტორებს ბლოკავს. ძალიან კარგია რძის პროდუქტებიც – იოგურტი და ყველი. მნიშვნელოვანია, რომ მისი ზომიერი რაოდენობა იყოს ყოველდღიურ რაციონში. სტრესულ სიტუაციებში ხშირად მიმართავენ აგრეთვე რძიანი შოკოლადის თერაპიას, იოგურტისა და ყველის თერაპიებით მკურნალობას და მათ ძალიან კარგი შედეგი აქვს. ენდორფინების რაოდენობის ზრდისთვის, ასევე, ძალიან კარგია ბანანი. ის დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს.  ბანანს ენდორფინის გამომუშავებასთან ერთად კალიუმის მიწოდებაც შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის, რის გამოც ის ორმაგად მნიშვნელოვანია. სტრესული სიტუაციების დროს აუცილებელია, ადამიანმა დღეში ერთი ბანანი მიირთვას. ზუსტად ასევე მოქმედებს კარტოფილიც და, ამიტომაა, რომ ბავშვები მასზე გიჟდებიან და, არა მხოლოდ ისინი, კარტოფილი დიდებსაც ძალიან გვიყვარს, რადგან კარგ განწყობაზე გვაყენებს. სასარგებლო თვისებები უფრო მეტად კანიან კარტოფილს აქვს. მასში კალიუმიც შედის, მინერალებსაც ჰმატებს ორგანიზმს და ენდორფინებსაც გამოიმუშავებს. რაც შეეხება ხორცს, ენდორფინების გამომუშავებას ხელს არ უწყობს მსუქანი ხორცეული, ანუ ის, რაც დიდი რაოდენობით შეიცავს ქონს. ხოლო მჭლე ხორცი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები დიდი რაოდენობით ენდორფინებს გამოიმუშავებენ, განსაკუთრებით კი – თევზი და, ამიტომ, ძალიან კარგია, თუ მას ყოველდღიურ რაციონში შეიტანთ.
– ჭარბი კვებისა და ენდორფინის ურთიერთმიმართება როგორია?
– ენდორფინი პირველივე ლუკმიდან იწყებს მოქმედებას და გუნება-განწყობის გაუმჯობესებაც მაშინვე ხდება, მაგრამ ზომიერებაა საჭირო. მაგალითად, შავი შოკოლადი, რომელიც ენდორფინებს ყველაზე დიდი რაოდენობით გამოიმუშავებს, ძალიან გემრიელია და გვიყვარს, თუმცა, მისი ჭარბი რაოდენობა ენდორფინების გამომუშავებას ბლოკავს, ვეღარ ხდება ცილების წვა, გროვდება ბევრი კალორია და, საბოლოო ჯამში, შეიძლება, ძალიან მშვიდი და ბედნიერი სახით აღმოვაჩინოთ სარკეში, რომ წონაში მოვიმატეთ, თუმცა ამას აუღელვებლად შევხვდეთ (იცინის).
– დიეტის დროს რა ხდება?
– იმ შემთხვევაში, თუ დიეტა სპეციალისტის მიერაა დანიშნული და ის ყოველდღიური რაციონისთვის აუცილებელ ყველა პროდუქტს შეიცავს, ორგანიზმისთვის არანაირად არაა საზიანო და ენდორფინების გამოყოფაც ჩვეულებრივ მიმდინარეობს.
– ალკოჰოლის მიღების დროს თუ გამომუშავდება ენდორფინი?
– ალკოჰოლი ძალიან კარგია, ის ენდორფინებს გამოიმუშავებს, მაგრამ, მთავარია რაოდენობა. კარგია, თუ ყოველდღიურ რაციონში შევიტანთ ნატურალურ, უშაქროდ დამზადებულ შავ ღვინოს და 50-70 მილილიტრის ფარგლებში დავლევთ საღამოს ვახშმის შემდეგ – ეს ძალიან კარგად მოქმედებს სტრესებსა და დეპრესიაზე, აწესრიგებს ძილს, წვავს ქოლესტერინს და ასე შემდეგ.
– დავუშვათ, ორი ადამიანი ერთნაირ გარემოში ცხოვრობს და ერთი და იმავე პროდუქტებით იკვებება. რა იწვევს მათ ორგანიზმში ენდორფინის შემცველობის განსხვავებულობას?
– გარემო ფაქტორები. დავუშვათ, მე და სხვა ადამიანმა მივირთვით ბანანი. მე ეს ძალიან კარგ გარემოში გავაკეთე, თან, დართული იყო ჩემთვის სასიამოვნო მუსიკა, ლამაზი გარემო და გარშემო სასიამოვნო ხალხი. მე ის ნელა მივირთვი და მისი გემო ბოლომდე შევიგრძენი. ამ დროს გაცილებით მეტი ენდორფინი გამომუშავდება, ვიდრე მაშინ, როცა მეორე ადამიანმა ის მაშინ ჭამა, როცა ძალიან ეჩქარებოდა, იდგა ავტობუსის გაჩერებაზე და ისე „გადაყლაპა“, რომ გემოს გაგებაც ვერ მოასწრო.
– რა იწვევს ენდორფინების რაოდენობის დაქვეითებას და თუა შესაძლებელი, რომ ორგანიზმმა მისი გამომუშავება საერთოდ შეწყვიტოს?
– ამ ჰორმონის აბსოლუტური ბლოკირება არ ხდება. მცირე რაოდენობით ის მაინც გამომუშავდება. ქვეცნობიერი სიხარული და ჩუმი ემოცია ყველას აქვს და სწორედ შეგრძნებები და ემოციები განასხვავებს ადამიანებს სხვა არსებებისგან, მაგრამ მის დაქვეითებას ბევრი რამ იწვევს. მაგალითად, სტრესული ჰორმონი, რომელიც იწვევს ადამიანის დათრგუნვას, ძილიანობისა და სიმსუქნისკენ მიდრეკილებას; როცა მისი რაოდენობა ჭარბია, ენდორფინი ვეღარ ებრძვის, თუმცა, დანებება არ შეიძლება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბედნიერების ჰორმონი გავააქტიუროთ – ეს იქნება სპორტის საშუალებით, სქესობრივი ცხოვრების მოწესრიგებით, დადებითი ემოციებით, თეატრით, მუსიკითა თუ ჯანსაღი კვებით.

скачать dle 11.3