კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა მოვალეობები აკისრია ქრისტიანს გარეშეთა მიმართ?
პასუხი: ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს უფლის მიერ; ყველა დააყენოს საკუთარ თავზე წინ; მოთმინებით აიტანოს მათი უძლურებანი და უგუნურებანი; არავინ შეურაცხყოს; სარგებლობა მოუტანოს მათ სულისმიერი საუბრებით; ილოცოს მოყვასისთვის.
კითხვა: ჩამეთვლება თუ არა ცოდვა მიტევებულად, თუ მას მოვინანიებთ არა მოძღვართან, არამედ ხატების წინაშე?
პასუხი: არ ჩაგეთვლებათ, რადგან ეკლესიაში სინანულის საიდუმლო არსებობს მოციქულთა დროიდან და რომ არ ყოფილიყო ის საჭირო, უფალი არ დააწესებდა ამ საიდუმლოს. ცოდვა მიტევებულია მას შემდეგ, რაც აღსარების შემდეგ მღვდელმსახური წაიკითხავს შენდობის ლოცვას.
კითხვა: რას ნიშნავს გამომძიებლობის ცოდვა?
პასუხი: ეს არის ცოდვა, როდესაც ადამიანი ინტერესდება იმით, რაც მის გონებას აღემატება და რის ცოდნასაც ღმერთი მისგან არ მოითხოვს. მაგალითად, სად არის ჯოჯოხეთი (და არა იმით, თუ როგორ დავიხსნათ მისგან თავი)? როგორ მოქმედებს მადლი ხატის მეოხებით? როგორ იქცევა ზიარებისას პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად და ასე შემდეგ.
კითხვა: რა ასაკიდან უნდა ვამარხულოთ ბავშვები?
პასუხი: უნივერსალური კანონი არ არის დაწესებული ბავშვებისთვის ასაკის მიხედვით. ბავშვებმა უნდა დაიწყონ მარხვა იმ დროიდან, რაჟამს მათში გაიღვიძებს რელიგიური თვითშეგნება.

скачать dle 11.3