კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

უმადურობა ბუმერანგივით დამიბრუნდა
ახალგაზრდობაში კონფლიქტი მომივიდა მშობლებთან – რატომღაც, ვიეჭვიანე, რომ მე და ჩემს დას არათანაბრად გაგვინაწილეს ქონება, ანუ მე ნაკლები მომცეს. ეს ძალიან მეწყინა და წესიერად არც კი გამირკვევია სიტუაცია, მხოლოდ უხეშად მივახალე, ყველაფერი გასაგებია-მეთქი და იმის მერე ხმაც არ გამიცია არცერთისთვის. მართალია, მაშინ ცოლ-შვილი უკვე მყავდა, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და ჭკუა არ მეყო, სხვანაირად მოვქცეულიყავი. ეს წყენა ჩემმა ცოლმა ტვინის ბურღვით კიდევ უფრო გამიღრმავა. ახლა ვაღიარებ, რომ იმ პერიოდში ჩემი მშობლები არც მიყვარდა და არც მედარდებოდა, როგორ იყვნენ, განიცდიდნენ თუ არა ჩემს საქციელს. უფრო მეტიც, მინდოდა, ისე განეცადათ, რომ დატანჯულიყვნენ, რადგან, მეგონა, რომ მე ვიყავი მათთან მართალი; ანუ, ეს იყო ჩემი ერთგვარი პასიური შურისძიება. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ჩემი მშობლები და მე ჩემი ცოლ-შვილით ერთად ვცხოვრობდით. ამიტომ, გვინდოდა თუ არ გვინდოდა, ერთმანეთს ფეხებში ვებლანდებოდით და ამით კიდევ უფრო მეტად მეშლებოდა ნერვები. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემს ცოლს შენარჩუნებული ჰქონდა კარგი ურთიერთობა ჩემს მშობლებთან და მაშინ ვფიქრობდი ხოლმე, რა კარგი ადამიანია, რომ წყენას არ იდებს გულში; სხვა რძალი მის ადგილას სკანდალებს არ გამოულევდა დედამთილ-მამამთილს-მეთქი. ახლა კი ვხვდები, რომ საერთოდ ყველაფერი ჩემი ცოლის ბრალი იყო თავიდანვე და ბოლომდე ეშმაკურად იქცეოდა: მე გამაღიზიანა, გამაგიჟა, დედ-მამისა და დის წინააღმდეგ განმაწყო, რითაც ჩემიანებისგან აბსოლუტურ იზოლაციაში მომაქცია, თვითონ კი ყველასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა, რადგან დედაჩემი და მამაჩემი მისი და მისი ოჯახის მარჩენლები და მონა-მოსამსახურეები იყვნენ და ასეთ ერთგულ, უფასო და უენო მონებს სხვაგან სად იპოვიდა?! ამ ყველაფრის პარალელურად, იმდენი მეჩიჩინა, რომ, მე სულელი, ავყევი, დავუჯერე და მშობლებს საჭმლის ფულის მიცემა შევუწყვიტე – ჩემს დას ჩემზე მეტი რომ არგუნეს, ახლა თვითონ გვარჩინონ მაინც-მეთქი. ვიცოდი, რომ ორივეს პენსიის გარდა არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა, მაგრამ, იმდენად ვიყავი გაბოროტებული, იმდენად ვყავდი ეშმაკს შეპყრობილი, რომ, უკაცრავად და, ფეხებზე მეკიდა, როგორ რას მოახერხებდნენ. ასე გაგრძელდა დიდი ხნის განმავლობაში. წლები რომ გავიდა და დავფიქრდი, მივხვდი, რომ არ ვიყავი მართალი, მაგრამ უკვე ძალიან გამიჭირდა შესარიგებელი ნაბიჯის გადადგმა. მერე ისიც გავიგე, ჩემს ცოლს ერთ ჩვენს ახლობელთან რომ დაუტრაბახია – ერთი პატარა მანევრი გავაკეთე და ქმრიან-დედამთილიან-მამამთილიანად, ყველა მუჭში მყავს გამომწყდეული, ჩემს ჭკუაზე ვატრიალებ, ერთმანეთს ვეღარ იტანენ, ჩემზე კი მზე და მთვარე ამოსდითო. ეს რომ გავიგე, ცოლი შემძულდა, მაგრამ უფრო მეტად შემძულდა საკუთარი თავი.
მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემს მშობლებს საყვედურის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ ჩემთვის და ეს უფრო მიკლავდა გულს, მაგრამ, უკვე იმდენად დაგვიანებული იყო, აღარ ვიცოდი, როგორ მომეხადა ბოდიში და თანდათან უფრო და უფრო ვშორდებოდი მათ. განსაკუთრებით მეცოდებოდა და მენატრებოდა დედა, რომელსაც მხოლოდ თვალებში ეხატა მუდმივად ენით აუწერელი ტკივილი, რასაც ვეღარ ვშველოდი.
ჩვენი უსიამოვნებიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ ჩემი მშობლები სოფელში გადავიდნენ საცხოვრებლად, რის შემდეგაც ჩემი პირადი ოჯახი, შემიძლია ვთქვა, დაიშალა. ბავშვები უკვე დიდები არიან და საერთოდ არანაირი კონტაქტი არ აქვთ ჩვენთან. მეუბნებიან, ბებოს და ბაბუს გაზრდილები ვართ, თქვენ მხოლოდ გაგვაჩინეთ და არასდროს გიზრუნიათ ჩვენზე. ამიტომ, ვალდებულები არ ვართ, თან გადაგყვეთო. აი, ასე ბუმერანგივით დამიბრუნდა ჩემი უმადურობა და უხეშობა, მაგრამ, ვიცი, რომ ამას აღარაფერი ეშველება.
დათო, 44 წლის.

скачать dle 11.3