კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ელუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელუა.
აქედან მომდინარეობს გვარები: ელიაშვილი, ელაძე, ელიავა. 1727 წელს მოიხსენიება დათუნა გერმანოზიშვილის ყმა – გოუა ელუაშვილი.
საქართველოში 65 ელუაშვილი ცხოვრობს: გორში – 37, თბილისში – 9, თეთრი წყაროში – 5. არიან სხვაგანაც.
დოხნაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დოხნა.
ივანე ჯავახიშვილის აზრით, თანამედროვე სიტყვა თოხის წინარე სახე – თოფიანი უნდა ყოფილიყო. დოხნაძეში წარმოდგენილი ფუძე ემთხვევა თოხის სავარაუდო არქაულ ფორმას.
საქართველოში 632 დოხნაძე ცხოვრობს: თბილისში – 260, ამბროლაურში – 116, ტყიბულში – 56. არიან სხვაგანაც.
ბაციკაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი ბაციკა.
ბაციკაძეები 1941 წელს სოფელ კორტიდან ასურეთში გადასახლებულან საცხოვრებლად.
ამავე ძირისაა გვარები: ბაცანკალაშვილი, ბაცანიძე, ბაცანაძე, ბაცაცაშვილი, ბაცელია, ბაცელაშვილი, ბაციაშვილი, ბაცილავა და ბაცაცია.
საქართველოში 468 ბაციკაძე ცხოვრობს: თბილისში – 151, გორში – 101, ქარელში – 76. არიან სხვაგანაც.
ჯაშიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯაშა. სოფელ მუხათში გვხვდება, ქალის მეტსახელი ჯაშია.
1698-1712 წლების ვენახის  ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ელიკა ჯაშიაშვილი.
1873 წლის კამერული აღწერით, მოიხსენიებიან ენაგეთის ახალშენში მცხოვრები ჯაშიაშვილები.
საქართველოში 1 339 ჯაშიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 436, თბილისში – 362, თეთრი წყაროში – 267. არიან სხვაგანაც.
მალიშავა
გვარის ფუძეა მეტსახელი – მალიშა.
მალიშავას გვარის მეორე ვარიანტია – მალიჩავა. მსგავსი შემთხვევა ბევრია ქართულ გვართა წარმოქმნის ისტორიაში. მალიჩავები ცხოვრობენ ალერტკასში, დიდ ნეძში, სენაკში. ტოპონიმებია: სამალიჩო – უბანი ყულიწყალსა და ოკულეს შუა.
გადმოცემის თანახმად, ილორიდან გამოქცეულა სამი ძმა მალიჩავა. ერთი ნეძში შეჩერებულა, მეორე – ხეციაში, მესამის ამბავი კი უცნობია. ცნობილია, რომ მალიჩავების „ჯინჯი ხატი” ილორი იყო და, ამიტომაც, ამ გვარიდან ილორის ეკლესიის მნათეებს ირჩევენ.
საქართველოში 235 მალიშავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 122, თბილისში – 31, ხობში – 13. არიან სხვაგანაც.
შემაზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შემაზა.
1721 წელს, სამღერეთში მოიხსენიება გიორგი შემაზაშვილი. შემაზაშვილები იყვნენ მებატონეებიც. 1721 წლის აღწერით, მებატონე შემაზაშვილებს ჰყავდათ ყმები სოფელ კარაქაში.
საქართველოში 99 შემაზაშვილი ცხოვრობს: ასპინძაში – 31, რუსთავში – 26, გორში – 14. არიან სხვაგანაც.
ჩიფირაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – ჩიფა.
ჩხიკვთაში მცხოვრებმა ზაქარია ჩიფირაშვილმა 1874 წელს, დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა შვილი, ნინო. მიმრქმელი იყო ჩხიკვთელი დიმიტრი საგინოვი.
1873 წელს სოფელ ჩხიკვთაში მოიხსენიება სოლომონ ჩიფირაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ჩიფარაშვილი და ჩაფაშვილი.
საქართველოში 46 ჩიფირაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 30, თბილისში – 4, თელავში – 2. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3