კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო შესთავაზა „გუგლმა“ და „ფეისბუქმა“ ქართველ ახალგაზრდებს სამსახური და კიდევ რომელ მნიშვნელოვან კომპანიებში არიან დასაქმებული წარმატებული ქართველი პროგრამისტები

წელს პროგრამისტების მსოფლიო გუნდური შეჯიბრების ფინალში ქართველი სტუდენტები მეორედ მოხვდნენ, რაც ძალზე დიდი წარმატებაა, რადგან ეს ამ სფეროში უდიდესი მასშტაბისა და სახელის მქონე კონკურსია, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას ისახავს მიზნად, ასეთებს კი მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები სამუშაოდ თავისთან იწვევენ. წელს ამ შეჯიბრებაზე საქართველო „თავისუფალი უნივერსიტეტის“ გუნდმა წარადგინა და დიდი წარმატებითაც; 2009 წელს კი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ნიკა ჯიმშელეიშვილის ლიდერობით ადგილი საუკეთესოთა შორის დაიმკვიდრა – ქართველი სტუდენტები ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

ზაზა გამეზარდაშვილი („თავისუფალი უნივერსიტეტის“ გუნდის მწვრთნელი): პროგრამირების შეჯიბრებაში მსოფლიო მასშტაბით 5 000 უნივერსიტეტი მონაწილეობს. მათგან ფინალში 128 გადის და წელს მათ შორის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ გუნდიც მოხვდა. ამ შეჯიბრებაში ყველა ის უნივერსიტეტია ჩართული, რომელიც წამყვანია მსოფლიო ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. მათ შორის: MIT, სტენფორდის, ჰარვარდის, პეტერბურგის, მოსკოვის, ვარშავის, პეკინის, ტოკიოს და სხვა ძალიან ძლიერი უნივერსიტეტები. შეჯიბრების სპონსორები კი ისეთი სახელოვანი კომპანიები არიან, როგორიცაა, Microsoft და IBM. წლევანდელი შეჯიბრება მაროკოში გაიმართა. „თავისუფალი უნივერსიტეტის“ გუნდის მწვრთნელები მე და გიორგი საღინაძე ვიყავით. მონაწილეები: ნიკა სვანიძე, რომელიც პირველკურსელია; თორნიკე მანძულაშვილი და გიორგი გულიაშვილი, რომლებიც მეორეკურსელები არიან. ამ შეჯიბრების მიზანი ნიჭიერი პროგრამისტების გამოვლენაა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილ და უძლიერეს ბევრ კომპანიას აქ თავისი წარმომადგენელი ჰყავს გამოგზავნილი და, დაინტერესების შემთხვევაში, სხვადასხვა ნიჭიერ ახალგაზრდას სამსახურს სთავაზობენ თავიანთ კომპანიებში. მაგალითად, წელს გიორგი გულიაშვილმა ერთ-ერთი წამყვანი აიტი ტექნოლოგიების კომპანიისგან – Cisco-სგან მიიღო მიწვევა და, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ მეორეკურსელია, ახლა უკვე მათთანაა წასული სამუშაოდ. სწორედ მისნაირი ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაა ამ კონკურსის დანიშნულება და ამ მიზნით იქ მთელი მსოფლიოს პროგრამისტების ელიტა იკრიბება.
– საქართველო მერამდენედ მოხვდა ამ შეჯიბრების ფინალში?
– საქართველოს გუნდი ფინალში პირველად 2009 წელს გავიდა. ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელშიც ნიკა ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი და გიორგი ლეკვეიშვილი გამოდიოდნენ (ხელმძღვანელი თემურ ზარქუა). მისი წევრები მოსწავლეთა ოლიმპიადებიდანვე ძალიან წამატებულები იყვნენ, მაგრამ, წლევანდელ ახალგაზრდებთან შედარებით, მთავარი განსხვავება ისაა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის ლიდერის – ნიკა ჯიმშელეიშვილისთვის ეს უკვე მეხუთე ცდა იყო; „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ორი სტუდენტისათვის – მეორე, ნიკა სვანიძისთვის კი – პირველი. შესაბამისად, ფინალური ორთაბრძოლისათვის მათ ნაკლები გამოცდილება ჰქონდათ და მაინცდამაინც სახარბიელო შედეგი ვეღარ აჩვენეს – 86-ე ადგილზე გავიდნენ (ჯილდოვდებოდა პირველი 12 გუნდი). თუმცა, იქ რომ მოვხვდით, ესეც უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მანამდე სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთანაც კი არ გაგვივლია შეკრება. მაგალითად, ჯიმშელეიშვილის გუნდი, ფინალში გასვლამდე რუსეთში იყო რამდენიმე შეკრებაზე და იქაურ უნივერსიტეტებთან ერთად გაიარა წვრთნები, რის შედეგადაც დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. ჩვენ ამის საშუალება არ გვქონია და, სხვათა შორის, რუსებს ძალიან გაუკვირდათ – ისე როგორ გახვედით ფინალში, რომ ჩვენთან არანაირ შეკრებაზე არ მიგიღიათ მონაწილეობაო. ისინი ამ შეჯიბრებების დომინანტები არიან – ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსულმა უნივერსიტეტებმა შვიდჯერ მოიპოვეს გამარჯვება. პირველი-მეორე ადგილები წელსაც მათ აიღეს, რაც გასაკვირი არც იყო, რადგან პეტერბურგის გუნდში გამოდიოდა ბელორუსი გენადი კოროტკევიჩი, რომელიც მოსწავლეობის დროს სამჯერ იყო მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი. ის, საერთოდ, პროგრამირების გენიად ითვლება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ასეთი პროგრამისტი არ ჰყოლია მსოფლიოს. რადგან ის იყო გუნდში, გამარჯვებულის ვინაობა მოულონელი არავისთვის ყოფილა.
– როგორც ვიცი, ბევრი ქართველი პროგრამისტია დასაქმებული ისეთ კომპანიებში, როგორიცაა „გუგლი” და სხვა.
– დიახ. ეს პროგრამისტები სასკოლო ოლიმპიადებზე გაიზარდნენ და შემდეგ საქართველოს ნაკრებში მოხვდნენ. მათგან ბევრი, მაგალითად, გიორგი ლეკვეიშვილი, „გუგლში“, კრაკოვის ოფისში მუშაობს; მარი კობიაშვილმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და წელს „გუგლის“ ნიუ-იორკის ოფისში მოეწყო; ლევან ვარამაშვილი – „გუგლის“ ციურიჰის ოფისში, რომელიც „გუგლის“ ცენტრალური ოფისია ევროპაში; ცოტნე ტაბიძე კი MIT-ში სწავლობს და თავისუფალ დროს „ფეისბუქში“ მუშაობს; რაც შეეხება ჯიმშელეიშვილს, ბოგდანოვს, მეტრეველს, ლაკირბაიას და სხვებს, ისინი სხვადასხვა „სტარტაპ კომპანიაში“ მუშაობენ. ეს ის კომპანიებია, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ და კარგ დაფინანსებას ფლობენ. მოკლედ, ვინც ოლიმპიური სკოლა გაიარა, ყველა ძალიან სერიოზულ კომპანიაშია დასაქმებული.
– ასეთი წარმატებების მიუხედავად, ამ სფეროსადმი დამოკიდებულების გამო გულისტკივილს გამოთქვამდით.
– ამ სფეროს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ქვეყანა ბევრ წარმატებულ ადამიანს შეიძენს და, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დარგს დიდი შემოსავლები აქვს, ძალიან კარგად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. თუმცა, ხელშეწყობის ნაცვლად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმატიკის ოლიმპიადა გააუქმა (სასკოლო ოლიმპიადების ჩატარება მათ ევალებათ). განათლების სამინისტრო გვერდში დაგვიდგა და ის სხვა სახით მაინც ჩაატარა, მაგრამ, რატომ მიიჩნია  გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმატიკის ოლიმპიადა ზედმეტად, ამას ვერ ვხვდები. ეს იმ დროს, როცა მნიშვნელოვანი წარმატებები გვქონდა. მაგალითად, წლევანდელი გუნდის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა სვანიძემ, შარშან, მოსწავლეთა მსოფლიო ოლიპიადაზე, მეცხრე ადგილი დაიკავა და ოქროს მედალიც აიღო. განვითარებისა და პრიორიტეტის მინიჭების სანაცვლოდ კი ამ ოლიმპიადას გაუქმება დაუპირეს. ამჟამად განათლების სამინისტრო ოლიმპიადის ნაცვლად ტურნირს ატარებს და ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გაგზავნას აფინანსებს, თუმცა ამას ეროვნული ოლიმპიადის სახე არ აქვს; არადა, ახალგაზრდებში პროგრამირებისადმი ინტერესის გასაზრდელად ბევრის გაკეთებაა საჭირო, რაც, პირველ ყოვლისა, სკოლაში ინფორმატიკის მნიშვნელობის გაზრდით უნდა დაიწყოს.
ნიკა ჯიმშელეიშვილი (2009 წელს 12 საუკეთესოთა შორის გასული თსუ-ის გუნდის ლიდერი): პირველ კურსზე ყოფნისას არ ვიცოდი, რომ ეს კონკურსი მოსწავლეებისთვის გამართული კონკურსისგან ამდენად განსხვავებული იქნებოდა. ვფიქრობდი, მზად ვიყავი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ კიდევ ბევრი რამის სწავლა მჭირდებოდა. მსოფლიო ჩემპიონატი დიდი და რთული შეჯიბრებაა. ფინალში გასვლა მეხუთე მცდელობაზე შევძელი. ძალიან კარგი გუნდი მყავდა გიორგი ლეკვეიშვილისა და ედგარ ბოგდანოვის შემადგენლობით.
ნახევარფინალში ბევრი ძლიერი გუნდი მონაწილეობდა, ფინალში კი რეგიონიდან 12 გუნდი გადიოდა. ჩვენ კარგად დავიწყეთ და რეგიონში მეხუთე ადგილი ავიღეთ, ანუ 12 საუკეთესოში მოვხვდით და ფინალში გავედით. ფინალში უკვე მსოფლიოს უძლიერესი ჯგუფები იღებენ მონაწილეობას. 100 გუნდიდან მედალს 12 გუნდი იღებს. ჩვენ შევძელით და 12 საუკეთესოთა შორის მე-11 ადგილი დავიკავეთ.
– როგორც ვიცი, უცხოური კომპანიებისგან შემოთავაზებებიც მიიღე და მათთან ახლაც თანამშრომლობ.
– ასეთ შეჯიბრებებში წარმატებას თუ აღწევ, შენით მსოფლიო წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები ინტერესდებიან. რამდენიმე კომპანიასთან მეც მქონდა გასაუბრება და ერთ-ერთის თანამშრომელი გავხდი. ესაა შედარებით ახალი კომპანია, რომელიც სან-ფრანცისკოში შეიქმნა. რამდენიმე გასაუბრების შემდეგ მათგან მომივიდა შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდი, რადგან ძალიან მომეწონა. სამუშაოდ ამერიკაში წავედი, სადაც სამი წელი ვიყავი, თუმცა, დღეს უკვე საქართველოში ვარ და აქედან ონლაინ რეჟიმით ვახერხებ მუშაობის გაგრძელებას.

скачать dle 11.3