კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად გაიპარა სასახლიდან წმინდა გრიგოლ ხანძთელი უდაბნოში და რატომ არ უნდოდა მას ეპისკოპოსობა

გრიგოლი დაიბადა 759 წლის 5 ოქტომბერს. იყო შვილი წარჩინებულ დიდებულთა, მართლმორწმუნე მშობლებისა. აღიზარდა სამეფო სასახლეში, დიდი ნერსე II ერისმთავრის ცოლის მიერ, რომელსაც ნაშვილები ჰყავდა იგი, რადგან მისი ძმისწული იყო.
იმ დროს აღმოსავლეთ საქართველოში არაბები ბატონობდნენ. ნერსე ერისმთავარი ცდილობდა არაბების განდევნას. ხალიფა მანსურმა 772 წელს ბაღდადში დაიბარა ქართლის ერისმთავარი და საპყრობილეში ჩააგდო, თუმცა 775 წელს ახალმა ხალიფამ გაათავისუფლა და სამშობლოში დააბრუნა. მას ბაღდადიდან ქართლში წამოჰყვა ნეტარი ჭაბუკი აბო ტფილელი, რომელიც თანატოლი, სულ ორი წლით უფროსი უნდა ყოფილიყო ერისმთავრის შვილობილზე.
 781 წელს ნერსე II კვლავ აუჯანყდა არაბებს, მაგრამ დამარცხდა და აფხაზეთის გავლით ხაზარეთში გადავიდა, რათა მათი ძალები მოემხრო, მაგრამ ხაზარები ვერ დაეხმარნენ ნერსეს. ერისმთავრად არაბებმა ნერსეს დისშვილი – სტეფანოზი დაამტკიცეს. შემდეგში ნერსე დაბრუნდა თბილისში და არაბებიც კი პატივით ეპყრობოდნენ, თუმცა აღარ იყო ერისმთავარი.
ნეტარი გრიგოლი დედამ ფეხმძიმობის დროსვე  შესწირა უფალს, ვითარცა სამოელ წინასწარმეტყველი და, მართლაც, მას იგივე მისია ჰქონდა ახალ ისრაელში, ახალ რჩეულ ხალხში – ქართველთა ქვეყანაში, რა მისიაც შეასრულა სამოელ წინასწარმეტყველმა ძველი აღთქმის რჩეულ ხალხში – ძველ ისრაელში.
იოანე წინამორბედის მსგავსად, გრიგოლი ბავშვობიდან მარხვით იზრდებოდა. მას არასდროს გაუსინჯავს ღვინო და ხორცი, რადგან თავი ქრისტესთვის ჰქონდა მიძღვნილი. ტანსაცმელიც მონაზონთა მსგავსად ეცვა და ჰგავდა კიდეც მონაზონს. მას არასოდეს უთამაშია საბავშვო თამაშები. ერიდებოდა ხალხთა თავყრილობებს, უყვარდა თავის სამყოფელში განმარტოება და ამის გამო „დაყუდებული” უწოდეს.
მისი სიბეჯითე განსაკვირვებელი იყო. ბავშვობაშივე შეისწავლა ფსალმუნები და საეკლესიო ლიტერატურა, რაც კი არსებობდა ქართულად. იცოდა რამდენიმე ენაზე წერა-კითხვა, ეწაფებოდა ფილისოფოსთა ნაშრომებს და, რასაც საღმრთოს ქრისტიანობისთვის მისაღებს იპოვიდა, იღებდა, ხოლო რწმენისათვის მიუღებელს – „ჯერკუალს” – განაგებდა.
ბავშვობიდან ძალიან დახვეწილად, მადლიანად საუბრობდა. ის არ ჰგავდა სხვა ჭაბუკებს, არ ახასიათებდა ქედმაღლობა, სიამაყე და ჭამა-სმის სიყვარული, მხოლოდ საგლახაკო ლუკმას სჯერდებოდა. მისთვის მთავარი იყო სულიერი საზრდო.
ამ თავმდაბალი, მაღალი, გამხდარი, ძლიერი, ჯანმრთელი და სულით უბიწო სამღვდელო ჭაბუკის სახელი მთელ ქართლში განითქვა.  
აღმზრდელებმა, ერისმთავარმა, დედოფალმა, დედამ და ხალხმა მისი მღვდლად კურთხევა მოისურვეს და უთხრეს:
 „შვილო, ყოვლად კეთილო და ქრისტეს ჭეშმარიტო მონაო. მოვიდა დრო დავით წინასწარმეტყველის მიერ ფსალმუნში თქმულის აღსულებისა – „ვინ ავიდეს უფლის მთაზე, ანუ ვინ დადგეს წმინდა ადგილას, თუ არა პატიოსანი ხელისა და წმინდა გულის მქონე! შენ გპოვა ქრისტემ პატიოსანი ხელითა და წმინდა გულით. შენ უნდა ახვიდე უფლის მთაზე და დადგე წმიდა ადგილას, შემწირველად წმიდისა და უსისხლო მსხვერპლისა, შენი ღირსებისა და ჩვენი სულებისა და ხორცის სახსნელად“.
გრიგოლი ამ დროს ალბათ, უკვე 25 წლის იყო.  მას კი უნდოდა მღვდლობა, მაგრამ, ამისთვის ჯერ მზად არ მიაჩნდა თავი და ამიტომ ასე უპასუხა:
„თქვენ იცით საღმრთო წიგნების ძალა; იცით მოციქულთა და ნეტარი მოძღვრების მიერ განსაზღვრული კანონები; იცით, რაოდენი მადლია საჭირო მღვდლობისთვის, როგორი პატიოსნება, როგორი გონიერება, მჭევრმეტყველება.
უფალმა თავისი მოწაფეები და მოციქულები დაადგინა მღვდლებად.
პატივს ვხედავ და პატიჟისაგან (ანუ ამხელა ტვირთის) მეშინიაო“.
აღმზრდელებმა და დედამ უთხრეს:
„შვილო, გამორჩეულო ქრისტეს მიერ, ღვთის შიში არის სათნოების თავი და თავი. მართალია, სიბრძნე ასაკს კი არ მოაქვს, არამედ სულიწმინდა ასწავლის სიბრძნეს ადამიანს. შენ მოგმადლა ქრისტემ გონიერება. ნუ გვეურჩები, დაემორჩილე ქრისტეს ბრძანებას და ემსახურე მას მღვდლობით“.
დამორჩილდა ნეტარი ახალგაზრდა ერისმთავრის, დედოფლისა და დედის თხოვნას და აკურთხეს მღვდლად. ხალხს ძალიან გაუხარდა ასეთი კარგი მღვდლისგან რომ შეეძლოთ მიეღოთ ზიარება – ქრისტეს სისხლი და ხორცი.
გავიდა ცოტა ხანი. ნეტარი გრიგოლი ალბათ, 30 წლის იქნებოდა, როცა სამეფო ოჯახმა მისი ეპისკოპოსად კურთხევა გადაწყვიტა, რადგან, ღვთის ანგელოზივით, ყოველი ჭეშმარიტების მშვენიერი მასწავლებელი იქნებოდა (ასეც ითვლება, რომ ჭეშმარიტი მღვდლის ბაგეებს ანგელოზი მართავს).
მაგრამ, ნეტარმა გრიგოლმა ამაში ხორციელი დიდების საფრთხე დაინახა, ძალიან შეწუხდა და გადაწყვიტა, ჩუმად გაპარულიყო სასახლიდან – წასულიყო სადმე, საითკენაც ღმერთი მოუწოდებდა.
ეს განზრახვა მან გაანდო თავის დეიდაშვილს, საბას და, ასევე, თავის მეგობრებსა და მოწაფეებს – თეოდორესა და ქრისტეფორეს.
საბა, რომელსაც მერე უწოდეს საბან, შემდეგში გახდა იშხნის ტაძრის მეორედ მაშენებელი და წინამძღვარი. ძველი ტაძრის ადგილას, იშხანში, მან ააშენა ახალი ტაძარი და გახდა იშხნის ეპისკოპოსი (ამჟამად, თურქეთში რომ მიმდინარეობს იშხნის დიდებული ტაძრის აღდგენა, ესაა საბა იშხნელის აშენებული ტაძარი).
თეოდორემ შემდეგში ააშენა ნეძვის მონასტერი და გახდა მისი წინამძღვარი. ქრისტეფორემ კი კვირიკეთის ეკლესია ააშენა და იქ მოღვაწეობდა მღვდლად.
ამ კეთილი განზრახვის აღსრულების მიზნით  დაადგნენ გზას და უფალი უძღოდა მათ. თავდაპირველად ქართლიდან გაემგზავრნენ ზემო ქართლში, კლარჯეთში და მივიდნენ ოპიზაში. იქ იმ დროს უკვე აღდგენილი იყო წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და მონასტერში მცირერიცხოვანი საძმო ცხოვრობდა. მათი წინამძღვარი იყო ამბა გიორგი. წინა წინამძღვრები, სამოელ და ანდრეა, უკვე გარდაცვალებული იყვნენ და გიორგი მესამე წინამძღვარი იყო.
ნეტარმა ამბა გიორგიმ, იხილა თუ არა მამა გრიგოლი და მისი მეგობრები, ღვთიური სიბრძნით მიხვდა, რა მადლიანი ადამიანებიც იყვნენ და სიხარულით მიიღო ისინი. ორი წელი მძიმედ შრომობდნენ მეგობრები ოპიზაში, როგორი წესიც იყო იმ დროს ბერებისთვის.
მამა გრიგოლს განმარტოებით ყოფნა, მარტოდ დაყუდება უნდოდა, რადგან იცოდა ასეთი ბერების ანგელოზებრივი ცხოვრება. ისინი იკვებებიან მხოლოდ მწვანილითა და ხილით, ზოგიერთი კი – მცირედი პურით. ზოგი მათგანის სახელი სმენოდა, ზოგიც კი – არა.
ნეტარმა გრიგოლმა მოინახულა ისინი და სწავლობდა მათგან: ზოგისგან სიმდაბლე, ზოგისგან სიმშვიდე და განურისხელობა, ზოგისგან უპოვრობა და მიწაზე წოლა ან დამჯდარი ძილი ისწავლა, ზოგისგან კი – დუმილი და რაიმე საქმის კეთება; აღივსო სულიერი ტალანტებით და დაბრუნდა თავის სამყოფელში.
ასე დაიწყო მამა გრიგოლისა და მისი მეგობრების ბერული ცხოვრება კლარჯეთში. ამ დროს, როგორც ვთქვით, აღმოსავლეთ საქართველო დაპყრობილი ჰქონდათ არაბებს. ეს იყო უზარმაზარი იმპერია, რომლის ზეობის ხანაც სწორედ იმ პერიოდში იდგა.
ნეტარმა მამა გრიგოლ ხანძთელმა და მისმა საძმომ ომი გამოუცხადეს არაბებს, საქართველოს ყველა მტერს (როგორც ეს აღნიშნა აწ განსვენებულმა მიხეილ ქურდიანმა) და საფუძველი ჩაუყარეს დიდი საქართველოს შექმნის იდეოლოგიას.
იმ დროს ხანძთაში, ოპიზასთან ახლოს, იყო მარტოდმყოფი ბერი, კაცი მართალი და წმიდა, რომელსაც ერქვა ხუედიოსი. ნეტარ ხუედიოსს ჰქონდა ხილვა, რომ, იმ ადგილას, სადაც შემდეგ ხანძთის წმიდა ეკლესია ააშენეს, ეკლესიას გარს მოდგომოდა ნათლის ღრუბელი, რომლიდანაც საკმევლის ნელსურნელება იფრქვეოდა და ღმერთამდე აღწევდა.
და ჩაესმა ხმა ნეტარ ბერს: - „აქ აშენდება წმიდა ეკლესია, ღვთისნიერი კაცის – გრიგოლ მღვდლის ხელით.” ძალიან გაუხარდა ხუედიოსს და ელოდა უწყებულის განხორციელების დაწყებას. სწორედ იმ დღეებში მივიდა ნეტარი გრიგოლი სულიწმინდის წინამძღოლობით ნეტარი ხუედიოსის სანახავად. ძალიან გაიხარეს ერთმანეთის ნახვით.
ასე დაიწყო წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობა ხანძთაში.

скачать dle 11.3