კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აჩი ფურცელაძის ანეკდოტები

კახელს პატრული გააჩერებს, დააჯარიმებს, მიაწვდის ქვითარს და ეტყვის:
– თუ შეიძლება, ხელი მომიწერეთ!
– არ მოვაწერ! – გაჯიუტდა კახელი.
– რომ გეუბნები, მოაწერე! – „აწვება” პატრულის თანამშრომელი.
– დამანებე, თუ კაცი ხარ, თავი, შარს ეძებ? ვისაც ხელი მოვუწერე, ენდე, ყველა სახლში მიზის ცოლათა.
***
გამოუცდელმა ჯიბის ქურდმა მსხვერპლი ორგაზმამდე მიიყვანა.
***
გურული ნაზიკია გადმოდგა ფანჯრიდან და ყვირის:
– ნანუკია, ნანუკია, ჩემი ქმარი მაქანეა?
– არა, ნაზიკია, არა!
– ლალია, ლალია.. ჩემი ქმარი მაქანე ხომ არაა, ცა?
– უი, არა, ნაზიკია!
– დედა, გადევირიე ქალი! აპა სა წევიდა აი კაცი?  წერილი კი დოუტოვებია, ბოზებში მივდივარო და...
***
ზარია ტელეფონზე:
– დედა, ქმარმა მაწყენინა, შენთან მოვდივარ.
– არა, შვილო, ის უნდა დაისაჯოს! ხუთ წუთში ჩავალაგებ ჩემოდანს და ათ წუთში მანდ ვარ!
***
განცხადება: „დავკარგე ქალიშვილობა... მარა, მაგარი იყო“.
***
სიდედრი სიძეს ეკითხება:
– ხომ არ იცი, ბიჭო, გველები რამდენ ხანს ცოცხლობენ?
– რა იყო, ცუდად გრძნობ თავს?

გიორგი გაგლოევის ანეკდოტები
– ვგიჟდები ჰოროსკოპების კითხვაზე.
– რატომ?
– ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მაქვს ბევრი ფული და შესანიშნავი ურთიერთობები.
***
სომეხმა გიტარისტმა – ნამეტანი გაძვირდა დენიო და... ელექტროგიტარა გაზზე გადაიყვანა.
***
ტიპი ეუბნება ქუჩაში მიმავალ გოგოს:
– აუ, გოგონი, რა ლამაზი ტან-ფეხი გაქვთ.
– ცურვაზე დავდიოდი! კიდევ რა გაინტერესებს?
– რა მაინტერესებს და... იმ წყალში თავს არ გაყოფინებდნენ?
***
მარო გაიღვიძებს და მიხოს გადახედავს:
– მიხო, გძინავს, ძვირფასო? რა რომანტიკული ხარ, ეს რა საღამო მომიწყვე: მე, შენ და, ზემოთ კიდე – ვარსკვლავები...
– რაა?! მაროვ, რომანტიკული კი არა... დროზე წამასწიე წელი, შე შობელძაღლო, ხედამ, ამ უღრან ტყეში კარავი მოგვპარეს...
***
ძმაკაცები საუბრობენ:
– ბიჭო, იმ გოგოზე რა ქენი?
– რავი, ტელეფონის ნომერი გამომართვა, სახლში რომ მივალ, დაგირეკავო.
– მერე?
– რა მერე? მგონი უსახლკაროა ეგ ჩემისა.
***
თბილისელმა „სვეტსკმა“ გოგონებმა გადაწყვიტეს ზღვაზე, პლაჟზე წამოწოლილი ქუთაისელის გაბანძება და, დაუძახეს:
– ეე, ყანა..
ქუთაისელი არ დაიბნა:
– რაია, გოგონებო, ტაროზე მიცანით?
***
ბაბუაჩემის გასვენებაში იმდენი ხალხი მოვიდა, მოგვერიდა და ბებიაჩემიც თან გავაყოლეთ.
***
ტიპი თათბირზე ზის, უცბად რეკავს ტელეფონი. ცოლი რაღაცას უხსნის. ტიპი თავს იკავებს და ბოლოს ეტყვის:
– ძვირფასო, მოგვიანებით გადმოგირეკავ, ახლა ვერ შევიგინები!
***
მიხო: ოპერაში ვიყავი და, მგონი სვანების აშენებული უნდა იყოს ეს შენობა.
– კი მაგრამ, რატომ?
– ბალკონები შიგნით აქვს!

скачать dle 11.3