კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოსთხოვა თბილისის პოლიციის სამმართველოს მორიგეს ცნობილმა ქართველმა პოლიციელმა თურქეთის ციხეში გამომწყვდეული ქურთი ტერორისტის გათავისუფლება

გემახსოვრებათ, ალბათ, თურქეთის მთავრობამ რომ ქურთების მუშათა პარტიის ლიდერი აბდულა ოჯალანი ტერორის ბრალდებით დააპატიმრა და ციხეში ჩასვა. მაშინ, მთელი მსოფლიოს ქურთებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ორგანიზებული გამოსვლები მოაწყვეს და ოჯალანის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მსგავსი აქცია თბილისშიც მოეწყო. უამრავი თბილისელი ქურთი შეიკრიბა. მშვიდობიანი მანიფესტაციით გაემართნენ თურქეთის საელჩოსთან, თან ყვიროდნენ, ოჯალანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. იმ დღეს მე ქალაქის პოლიციის სამმართველოს მორიგე ვიყავი და ჩემი კოლეგები ქურთების მანიფესტაციას იცავდნენ, რომ ექსცესები არ მომხდარიყო. ერთი სიტყვით, სიტუაციას ვაკონტროლებდით. თუმცა ქურთები ისე გნიასობდნენ, რომ მთელი ქალაქი ფეხზე დააყენეს. მე ჩვენი ოპერები ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ მირეკავდნენ და მაწვდიდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა თურქეთის საელჩოს წინ. მე კი ამ ყველაფერს ხელმძღვანელობას მოვახსენებდი. უცებ ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და იქიდან ცნობილი ქართველი პოლიციელის ხმა მოისმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ.
– ზაურ, შენ ხარ? – მკითხა კოლეგამ.
– მე ვარ, ხომ მშვიდობაა? – ვიკითხე, რადგან ვიფიქრე, თურქეთის საელჩოსთან, ალბათ, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა-მეთქი.
– მშვიდობა კი არის, მაგრამ ამ ქურთებმა ტვინი წაიღეს. ვიღაც მაგათიანი, ოჯალანი გყოლიათ დაჭერილი და ამდენს რას აყვირებთ, „მაყუთი აახიეთ“ და გაუშვით...
ჩემი კოლეგის სიტყვებზე ენა მუცელში ჩამივარდა. ასეთ უვიცობას მისგანაც არ მოველოდი. მას ეგონა, რომ ოჯალანი პოლიციის სამმართველოში გვყავდა და ასეთი კოლეგიალური რჩევა იმიტომ მოგვცა.
ზაურ ბარამიძის ნაამბობის
მიხედვით

скачать dle 11.3