კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისლამური სახელმწიფოს რამდენი ტერორისტია საქართველოს ტერიტორიაზე და რა საფრთხე ემუქრება საქართველოს თურქეთის ჩართვით სამხედრო ოპერაციებში

ახლო აღმოსავლეთი კარგა ხანია, ერთ დიდ ცხელ წერტილად იქცა, თუმცა ახლა უკვე ჩვენი უშუალო მეზობელი თურქეთი ჩაება სამხედრო მოქმედებებში: თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე შეიჭრნენ, სადაც არა მხოლოდ ისლამური სახალიფოს მებრძოლებს, ქურთებსაც ანადგურებენ, იმას გარდა, რომ საკუთარ ტერიტორიაზეც არიან დაპირისპირებულები ქურთ სეპარატისტებთან. მეორე მხრივ, ქურთები შეადგენენ ისლამურ სახალიფოსთან მებრძოლ ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალას, ამდენად, სავარაუდოა, რომ მათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც უთანაგრძნობს. რას ცვლის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში თურქეთის აშკარა სამხედრო ჩართვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში და როგორ შეიძლება ეს აისახოს საქართველოზე, – თემას იოსებ ზაალიშვილთან ერთად განვიხილავთ.

 – თურქეთი ჩვენი უშუალო მეზობელია, ანუ ცეცხლის ხაზი მოგვიახლოვდა?
– გეთანხმებით, რომ თურქეთი მართლაც კარგა ხანია, ჩართულია ისლამურ სახელმწიფოსთან  დაკავშირებულ პროცესებში, იმიტომ რომ, მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხული დაიწყო, თურქეთი იმთავითვეა მონაწილე. მოგეხსენებათ, თურქეთს ძალიან დიდი ამბიციები აქვს. პრეზიდენტ ერდოღანსა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ დავით ოღლუს უნდათ, რომ აღადგინონ ოტომანთა იმპერია და ისინი ამას არც მალავენ. არაერთხელ უთქვამს ეს დავით ოღლუს და პრეზიდენტ ერდოღანსაც.
– ერდოღანის მიერ ნათქვამი არ მომისმენია.
– სულ ბოლოს თქვა ბოლო არჩევნების შემდეგ. ოტომანთა იმპერიის აღდგენაში კი მათ ხელს უშლის კომპაქტურად დასახლებული ქურთული დასახლებები, რომლებიც არის საკუთრივ თურქეთის ტერიტორიაზე და, ასევე, სირიის, ირანისა და ერაყის ტერიტორიებზე. რატომ უშლის ეს დასახლებები ხელს თურქეთს?! ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი აიარაღებდა ქურთებს, რომ დაპირისპირებოდნენ თურქეთს, რომელიც „ნატოს“ წევრი ქვეყანა იყო. და ეს ორი მხარე დღესაც დაპირისპირებულია ერთმანეთთან. თურქეთის ბრძოლა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ განპირობებულია ერთი რამით: მათ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციაში ჩართვით მიიღეს ტერორიზმთან აშკარად ბრძოლის უფლება ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ამას იყენებენ ქურთების წინააღმდეგ საბრძოლველად. დაახლოებით ორი თვის წინათ ჩაება თურქეთი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში და რომ შევადაროთ, რამდენი ქურთი და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი გაანადგურა თურქეთმა, ვნახავთ, რომ ქურთი უფრო მეტი ჰყავთ დახოცილი. ანუ თურქეთმა გამოიყენა მათთვის კარგად ცნობილი ისლამური ფანდი: მოატყუე კაფირი, მათ მოატყუეს დასავლეთი, აიღეს ამ ოპერაციაში ჩართვის უფლება და ახლა ამ ოპერაციას იყენებენ სათავისოდ, ქურთების წინააღმდეგ  საბრძოლველად.
– მაგრამ ქურთები ხომ არის ძალა, რომელიც ებრძვის ისლამურ სახალიფოს და ერთ პერიოდს საერთოდ მარტონი ებრძოდნენ?!
– სწორედ ესაა: ისლამური სახელმწიფოს მოქმედება სირიის ტერიტორიაზე შედის  თურქეთის სახელმწიფო ინტერესში, იმიტომ რომ, ისლამური სახელმწიფო ასუსტებს ბაშარ ასადის რეჟიმს, რომლის დამხობაც უნდა ერდოღანს. მეტიც, ისლამური სახელმწიფოსა და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა როგორც სირიასთან, ისე ქურთებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რომ ერაყელი ქურთები სახლობენ ერაყის ნავთობით ყველაზე მდიდარ ტერიტორიაზე, „ფაინენშალ თაიმსში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სახელმწიფო ნავთობის 75 პროცენტს შეიძენს ქურთებისგან, ანუ ფინანსურად ეხმარება ქურთებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც „არაბული გაზაფხული“ დაიწყო, მაშინვე ალაპარაკდნენ ქურთული სახელმწიფოს შექმნაზე, რაც არ არის ხელსაყრელი არც თურქეთისთვის, არც ირანისა და არც სირიისთვის. რადგან მთლიანად შეცვლის გეოპოლიტიკურ სიტუაციას, ანუ ნავთობით მდიდარ ტერიტორიაზე შეიქმნება კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელიც ოპოზიციაში იქნება  სალაფიდებთან და ისლამურ მოძღვრებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ქურთების დიდი ნაწილი მუსლიმანია, მათ სხვანაირი ისლამი აქვთ –  გაჯერებული ქურთული ელემენტებით, ისევე, როგორც კავკასიური ისლამი განსხვავდება ნამდვილი ისლამისგან. ნამდვილი ისლამი არის ის, რასაც სალაფიდები მისდევენ და ასწავლიან. ამდენად, თურქეთის ინტერესი იმთავითვე იყო ისლამური სახელმწიფოს გაძლიერება და თურქეთი ამას აკეთებდა კიდეც.
– მაგრამ ამ დროს აშშ-ის სახელმწიფო  დეპარტამენტის ანგარიშში ხვდებოდა საქართველო, როგორც ისლამური სახალიფოს ტერორისტებით მომმარაგებელი; რუსული პრესა პანკისს ლამის ტერორისტების მთავარ ბუდედ აცხადებდა და თურქეთზე დუმდა ყველა, თითქოს ერაყს საქართველო ესაზღვრება და არა –  თურქეთი. რატომ იბრმავებენ თავს?
– რა თქმა უნდა, თურქეთზე ყველა დუმს, იმიტომ რომ, თურქეთის სახმელეთო ძალები „ნატოს“ სახმელეთო ძალების ყველაზე მრავალრიცხოვანი შენაერთია. ბოლო ორი წელია, ინგრევა „ნატოს“ თავდაცვითი სისტემა და ეს გააკეთა ობამამ. მან მოახერხა ის, რომ დაანგრია „ნატოს“ თავდაცვითი სისტემა.
– რატომ დაანგრია? რადგან თურქეთი შორდება „ნატოს“?
– ამ მოვლენების დამთხვევამ გააძლიერა თურქეთში ისლამი. არადა უამრავი ფული ჩაყარა ამერიკამ თურქეთში და ახლა, სამი კვირის წინათ, მოუწიათ თურქეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტის“ გაყვანა. რადარები დარჩა, მაგრამ რაკეტების ჩამოგდების სისტემა აღარ არის, მაგრამ ამაზე საქართველოში არავინ საუბრობს. ასევე, გაჰყავთ ამერიკელებს საჰაერო თავდაცვის სისტემა იორდანიიდან. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ხვდება, რომ თურქეთი გადის დასავლური ცივილიზაციის არეალიდან და არ უნდათ, რომ დაუტოვონ მათ თანამედროვე იარაღი. ის, რომ თურქეთი დასავლური ცივილიზაციის მტერია, გამოჩნდა მიგრანტების კრიზისის დროს, რომელიც შეიქმნა ევროპაში. ფრანგულმა ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუმანიტარული ისლამური ორგანიზაციები სწორედ თურქეთის მთავრობასთან შეთანხმებით ყიდულობენ გემებს, რომლებშიც სხამენ ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტებს, მიგრანტებს და უშვებენ ევროპაში. ანუ თურქეთმა დაიწყო ევროპის დაპყრობა. დაახლოებით, მილიონ-ნახევრამდე ლტოლვილი შეუშვეს ევროპაში. ამდენად, თურქეთი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის.
– სანამ ამაზე ვისაუბრებთ. ობამას რა კავშირი აქვს ისლამის გაძლიერებასთან თურქეთში? არასწორი პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში გასაგებია, მაგრამ ეს რატომ ბრალდება მას?
– ამერიკაში არის ასეთი თანამდებობა: მიგრაციის სახელმწიფო სამსახური, რომელიც გასცემს ვიზებს, მწვანე ბარათებს და ამ სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ქალი, რომელიც დღესაც ჰიჯაბით დადის. ანუ ობამას, რატომღაც, შეექმნა არასწორი წარმოდგენა, რომ ისლამური ხალხები არიან ჩაგრულები და მას შეუძლია, ცივილიზაცია შეიტანოს მათში და შეცვალოს ისინი, მაგრამ არ გამოუვიდა. უნდოდა ლიბიაში შეეცვალა ცუდი კადაფი, მაგრამ მიიღო უფრო უარესი, იგივე მოხდა ეგვიპტეშიც, მაგრამ იქ გადატრიალების შედეგად ისევ სამხედროები მოვიდნენ. იგივე ხდება თურქეთში,  სამი ათასამდე გენერალია დაჭერილი.
– დიდი ეგზეკუცია მოუწყო ერდოღანმა სამხედრო ელიტას.
– 2002-2003 წლებში რომ დაიწყო სამხედროების დაჭერები, მას შემდეგ გრძელდება. იგივე ვითარებაა ტუნისში, ყველგან. როგორც გითხარით, აპირებენ, „პატრიოტის“ სისტემა გაიყვანონ იორდანიიდანაც. რაც ნიშნავს, რომ იორდანიაშიც რაღაც პროცესებია მოსალოდნელი. ისლამურ სახელმწიფოს  უკვე აქვს თავისი საფრენი აპარატები; ობამამ მოახერხა ის, რომ მებრძოლი ისლამი გააძლიერა ახლო აღმოსავლეთში, ასევე, გააძლიერა ირანი, რომელსაც დღე-დღეზე მოუხსნიან ემბარგოს, ან შიიტები; გააძლიერა სუნიტებიც თურქეთის სახით და სალაფიდებიც, ანუ ისლამის ყველა მიმდინარეობა გააძლიერა იმ დონეზე, რომ საუბარია, ამ ხალხმა შეიძლება, ხელში ჩაიგდოს ბირთვული იარაღი. ის, რომ ისლამური სახელმწიფო იყენებს ქიმიურ იარაღს, ყველამ იცის, მაგრამ ოღონდ ატომური იარაღი არ ჩაიგდონ ხელში და ამაზე ყველა თანახმაა. ვერც სახმელეთო ოპერაციას ატარებენ, იმიტომ რომ, 120 000-დან 170 000-მდე მებრძოლია იმ ტერიტორიაზე. თან, ეს ხომ არ არის ის არმია, როგორიც სადამ ჰუსეინს ჰყავდა?! ძალიან რთულია ისლამური სახელმწიფოს გაჩერება და ამიტომ ყველას ინტერესია, რომ ეს კონფლიქტი რაღაცნაირად მაინც მოაგვარონ. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ გერმანიამ, რომელიც შეერთებული იყო ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციას, დატოვა ეს კოალიცია და თქვა, შეიძლება, რომ ჩვენ რუსეთთან ერთად ბაშარ ასადთან დავიწყოთ მოლაპარაკებაო. ანუ ასადი უნდა წავიდეს, მაგრამ არ უნდა მოვიდნენ ისლამისტები. ობამამ ისიც მოახერხა, რომ რუსეთი, რომელიც საერთოდ იყო გამოთიშული ახლო აღმოსავლეთის პროცესებს, ჩართო ამ პროცესებში.
– აქ, ჩვენთვის ერთი ძალიან უსიამოვნო დეტალია: თურქეთი უკვე უშუალო მეზობელია.
– ჩვენთან, სამწუხაროდ, მედია არ ავრცელებს ინფორმაციას, რამდენი მიგრანტია შემოსული საქართველოში. თბილისში ვხედავთ, რომ ხალხი დადის ჰიჯაბებით და არც კი ვიცით, ქალები არიან თუ კაცები?! ასევე, დადიან ნავარჯიშები ყმაწვილები ისლამური გარეგნობით. მათ ამოწმებს ვინმე, იღებდნენ თუ არა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში? არიან თუ არა ისინი ტერორისტები?! თუ ისლამური სახელმწიფო აცხადებს, რომ ევროპაში, დაახლოებით, 4 000 მებრძოლი ჰყავს შეგზავნილი, ამდენი არ ეყოლებათ, მაგრამ, ვთქვათ, არის 500, ესეც ხომ საკმარისია?! ჩვენ ხომ არ ვიცით, ჩვენთან რამდენია შემოსული?! თან, გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ საქართველოში არიან ტურისტები, მაგალითად, რუსები. რუსებმა კი დაიწყეს ბრძოლა სირიაში, 1 000 მეომრამდე კორპუსია შეყვანილი, რომლებიც ეხმარებიან ასადის არმიას მოჯაჰედების განადგურებაში. გვინდა, რომ აქ ვინმემ ავნოს რუს ტურისტებს, რომ შემდეგ რუსეთი შემოვარდეს საქართველოში?! თურქეთისთვის ეს, ანუ არეულობა ხელსაყრელია, იმიტომ რომ, ერდოღანს მძიმე სიტუაცია აქვს: ერთი არჩევნები ვერ მოიგო, რიგგარეშე ნოემბერშია დანიშნული და მას უნდა, შექმნას განწყობა, რომ მის გარეშე დაიქცევა თურქეთი და ამიტომ ხელს აძლევს დაძაბულობა საქართველოში თუ სადმე სხვაგან, მაგალითად, საბერძნეთში. სხვათა შორის, საბერძნეთში შეუშვა 300 000 ლტოლვილი. გასულ კვირას ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აღარ მიიღებენ მიგრანტებს და გააბრუნებენ იქ, საიდანაც ისინი მოდიან. იმას მიაღწია თურქეთმა, რომ შენგენის ხელშეკრულებაც კი საფრთხის ქვეშ დააყენა; საფრთხე შეუქმნა ევროპის ეკონომიკას. თურქეთმა და ისლამურმა სახელმწიფოებმა მოახერხეს ის, რომ ევროპა დადგა ეკონომიკური კოლაფსის მოლოდინის წინაშე, იმას გარდა, რომ იქ მიგრაციული კოლაფსია და ამ ფონზე, წარმოიდგინეთ, ჩვენ რა გველის?! თუმცა ჩვენთან კიდევ კარგი, მასობრივად არ შემოდიან. ჩვენთან უფრო სხვა დავალება აქვთ, ჩემი აზრით: რუსეთისთვის საფრთხის შექმნა. ამიტომ გავიხსენოთ ისიც, რომ ამ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დიდი თანამდებობის პირი არის ომარ ალ-შიშანი.
– უკვე მეორედ აგორდა ჩვენთან ტალღა, რომ უნდა მივიღოთ ლტოლვილები. პირადად მე უადგილო გულჩვილობად მიმაჩნია, მოსალოდნელი საფრთხეების გაანალიზების გარეშე, თორემ ერთი ღატაკი მეორე ღატაკს რით უშველის?
– სულ არ არის ღატაკი ისრაელი, მაგრამ მათ თქვეს, რომ არც ერთ ადამიანს არ მიიღებენ. პოლონეთში გაიმართა მიტინგი და 30 000-მა პოლონელმა გაანცხადა: „ფაქ იორ ისლამ“. აღარაფერს ვამბობ, თუ რა ხდებოდა გერმანიაში, სადაც ძალიან გაიზარდა ანტიისლამური ორგანიზაციის რეიტინგი ბოლო პერიოდში. ანუ იქ ხალხი ხედავს, რომ ეს არის საფრთხე. ამას გარდა, საფრთხეა ისიც, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში არის ლიბერალური კანონმდებლობა და ლტოლვილები ორ წელიწადში მიიღებენ მოქალაქეობას. თუ საქართველოში ქართველ ლიბერალებს უნდათ, რომ ჰყავდეთ ამომრჩეველი, ის ხალხი იქნება მათი ამომრჩეველი, მაგრამ ვისაც ჭკუა აქვს, უნდა მიხვდეს, რომ, როდესაც არაბი შემოვა საქართველოში, ის თავის წეს-ჩვეულებას შემოიტანს, რადგან აქ ხომ არ არის ლაპარაკი ტრადიციულ კავკასიურ ისლამზე?!
– იმას ვამბობ, რომ ჩვენთან ეს პროცესი გარედან მართული მგონია.
– გარედან მართულია. მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ლტოლვილების შეშვება არ შეიძლება, მაშინ, როდესაც ობამა ამბობს, 10 000 ლტოლვილი უნდა მივიღოთო. არადა, რატომ არ მიდიან საუდის არაბეთში?!
– არ იღებს ლტოლვილებსო.
– მიიღოს. შიიტები წავიდნენ ირანში, სუნიტები –   თურქეთში დარჩნენ. ლიბიაში ხომ დემოკრატიაა? და წავივდნენ იქ, დუბაიში, ტუნისში, საქართველოში რა უნდათ?! კულტურული ერთობა გვაკავშირებს მათთან?! ევროპაში ლტოლვილებად მცხოვრები მოჯაჰედები ახლა ამოიცნეს და დაიჭირეს, ბევრი მათგანი ყალბი პასპორტითაა შესული. ისე არ აღმოჩნდეს, რომ როგორც 2008 წლის ომში თითქოს საქართველომ გადააადგილა პირველმა ჯარი და რუსეთისგან მიიღო არაპროპორციული პასუხი, ახლაც ტერორისტები რომ დაიწყებენ აქედან რუსეთში გადაადგილებას, რუსებმა არ იმოქმედონ შესაბამისად. ხომ უნდა მიხვდე ამდენს და რატომ უნდა გაუკეთო ამ თემას პროვოცირება?!

скачать dle 11.3