კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონების დაგროვების საშუალება მისცა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილს სამი მთავრობის მოხელეობამ

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი 1966 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო, ეკონომიკის ფაკულტეტზე (1983-1990 წლებში). მოგვიანებით კი 1992-1994 წლებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაც დაამთავრა. მისი სამუშაო გამოცდილება 1991 წელს დაწყებულა ისნის რაიონის აღმასკომის  წამყვან სპეციალისტად, 1993 წელს კი მთავარი სპეციალისტიც გამხდარა; 1993–1994 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად გადაუნაცვლებია. 1994 წელს კი ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ეკონომიკურ სამსახურში გადაუყვანიათ. 1995 წელს ბოლნისის რაიონის გამგებლის პირველ მოადგილედ დაუნიშნავთ; 1996 წელს – მადნეულის გენერალური დირექტორის მოადგილედ; 1997 წელს – ბოლნისის გამგებლად; 1998 წელს კი – ფინანსთა სამინისტროს ქვემო ქართლის საფინანსო ადმინისტრაციის უფროსად. 2000-2001 წლებში კონტროლის პალატის მეოთხე დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, 2001-2003 წლებში – მარნეულის გამგებლის პირველ მოადგილედ; ხოლო 2003-დან 2006-მდე  მარნეულის გამგებლის მოვალეობასაც ასრულებდა. 2006 წლიდან 2014-მდე შპს „ჯი-თი აგროს” დირექტორად იმუშავა, 2014 წლის იანვრიდან საქართველო-ირანის სამრეწველო პალატის თავმჯდომარედ, 2014 წლის 31 ივლისიდან კი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა.
გოჩა ცოფურაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2000 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კონტროლის პალატის მეოთხე დეპარტამენტის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, ნინო რეხვიაშვილი და ორი შვილი: 1990 წელს დაბადებული გიორგი და 1991 წელს დაბადებული აკაკი. ოჯახის უძრავი ქონება – ორი ბინა თბილისში, 10 000 და 50 000 ლარად ღირებული – გოჩა ცოფურაშვილის საკუთრება იყო. რაც შეეხება შემოსავლებს: 2000 წლის განმავლობაში გოჩა ცოფურაშვილმა, როგორც ფინანსთა სამინისტროს ქვემო ქართლის საფინანსო ადმინისტრაციის უფროსმა, 420 ლარი აიღო; როგორც კონტროლის პალატის მეოთხე დეპარტამენტის უფროსმა, 550 ლარი, ხოლო, როგორც მარნეულის გამგებლის მოადგილემ, 510 ლარი. მართალია, ბ-ნმა ცოფურაშვილმა ჩინოვნიკობის პირველი ეტაპი 2006 წელს გაასრულა, თუმცა იმ პერიოდში მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, რომელიც მან მარნეულის გამგებლის პირველი მოადგილის ამპლუაში შეავსო და იმავე წელს შეეძინა მესამე შვილი – ანი. ოჯახის უძრავ ქონებას – საცხოვრებელ ბინას თბილისში, გოჩა ცოფურაშვილი ფლობდა, ხოლო მოძრავს – 15 000-ლარიან ავტომანქანას, მისი მეუღლე. რაც შეეხება შემოსავლებს:  2003 წლის განმავლობაში გოჩა ცოფურაშვილმა, როგორც მარნეულის გამგებლის მოადგილემ, ხელფასად 900 ლარი მიიღო.
სულ ბოლო დეკლარაცია კი ბ-ნმა ცოფურაშვილმა 2014 წელს შეავსო, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და მისი ოჯახის წევრების რაოდენობა უცვლელია. რაც შეეხება უძრავ ქონებას:  გოჩა ცოფურაშვილის საკუთრებაა ორი ბინა თბილისში, ტაშკენტის შესახვევში (ფართობი 164 კვ. მ.) და ჭავჭავაძის გამზირზე (ფართობი 80 კვ. მ.). გიორგი ცოფურაშვილს კი აქვს ბინა ჩოლოყაშვილის პირველ კვარტალში (ფართობი 70 კვ. მ.).
ოჯახში სამეწარმეო საქმიანობას მხოლოდ გოჩა ცოფურაშვილი ეწევა: ის არის 2006 წელს დაფუძნებული „ჯი თი აგროს” პარტნიორი, თუმცა, დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს მისთვის ამ საქმიანობას არანაირი შემოსავალი არ მოუტანია.
2013 წლის განმავლობაში სახელფასო შემოსავალი მხოლოდ გიორგი ცოფურაშვილს ჰქონია: მას, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ოპერთანამშრომელს, 10 148 ლარი აუღია. თუმცა 2014 წლის სექტემბერში გოჩა ცოფურაშვილს „პროკრედიტბანკიდან” სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანისთვის 79 709 ლარის ოდენობის სამწლიანი სესხი აუღია. და იმავე წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან (ალბათ, პროდუქციის რეალიზაციიდან) 35 065 ლარი მიუღია.

скачать dle 11.3