კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მზეჩასვენებული

უძვლო უძარღვოები

 გასულ კვირას ისეთი დრამატული ამბები დატრიალდა, რომ ლარის გაბახებაც კი ლამის ყველას გადაავიწყა (მართლაცდა, აბა, სოციალური პრობლემები რა მოსატანია, როდესაც პოლიტსცენაზე ტიტანები ერთმანეთს სასიკვდილო ჩაჭიდებით შეეჭიდნენ?!).
მოკლედ და კონკრეტულად, ყოფილი და აწ წინასწარ პატიმრობაში მყოფი მერის (ბ-ნი უგულავას) ადვოკატებმა საკონსტიტუციო ნორმა გაასაჩივრეს, რომელიც იმთავითვე არაკონსტიტუციური იყო (იმთავითვე, ანუ მაშინ, როდესაც მერი მერობდა და მისი ადვოკატები ძალოვნობდნენ ხელისუფლების სათავეებთან). სავსებით ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა ანტიკონსტიტუციურად ცნო (ან კი როგორ არ ცნობდა, როდესაც აგერ უკვე მეხუთე წელია, ანტიკონსტიტუციურია), ამიტომაც ყოფილი მერი წინასწარ პატიმრობაში ვეღარ დარჩებოდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყოფილმა შს მინისტრმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და აწ ბრალდებულმა ბ-ნმა მერაბიშვილმა საქალაქო სასამართლოზე რიტორიკულად ბრძანა: „დღეს თუ გიგი არ გათავისუფლდა, არნახული ფაქტი იქნება.“
თუმცა მხოლოდ ამას არ დასჯერდა და მოსამართლეებს შეუძახა: მტკიცედ დექითო. ეს კი იმისთვის ყოფილა საჭირო, რომ, როგორც თავადვე თქვა, აქამომდე არნახული ზეწოლის ქვეშ არიან მოსამართლეებიო (იმიტომ რომ ენას ძვალი არ აქვს, თავს კი – შუბლის ძარღვი?!).
ერთი სიტყვით, ისეთი თეატრალური სცენა დაიდგა, რომელზეც მაყურებელი აუცილებლად იტყოდა, არადამაჯერებელიაო, მაგრამ, რაკი ჩვენ განა სპექტაკლს, რეალობას ვუცქერთ, ოდესის გუბერნატორმა და საქართველოს თვით ყოფილმა პრეზიდენტმა ბ-ნმა სააკაშვილმაც არ დაახანა და პირველი ხმაც შემოგვაშველა: „მივესალმები უდანაშაულო გიგი უგულავას გათავისუფლებას, 14-თვიანი აბსურდის დასასრულს და რუსი ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის დასაწყისს!“
ჩვენ არ შევუდგებით იმის გარჩევას, რომ მსგავსი ფაქტი სრულად იყო გამორიცხული აი, იმ დროს, ყოფილები რომ მოქმედები იყვნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ვწუხვართ, რომ აქამომდე ტრაგედიის მამის – უილიამ შექსპირის – მზე ჩაესვენა, რადგან ისეთები ამობრწყინდნენ, რომელთა ფონზეც უილიამი ერთი დამწყები ბალღია. –

скачать dle 11.3