კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აბა, დამაცადე“

და „ესროლე პირდაპირ ფეხებში“!

 როგორც დიდი ლევ ტოლსტოი ამბობს, ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი კი უბედურია თავისებურადო. ჰოდა, თუკი ჩვენთან ისეთი ამბები ხდება, თვით დიდი უილიამ შექსპირიც კი გაყუჩებულია (ასეთ სიუჟეტს მეც კი ვერ მოვიფიქრებდიო), რფ-ში აბსურდის თეატრი იკრებს ძალას.
სახელდობრ, რუსეთის „დუმის“ ქვედა პალატაში განსახილველადაა შესული კანონპროექტი სახელწოდებით: „რფ-ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ უცხოური სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების საწინააღმდეგოდ კულტურის სფეროში“. ცვლილებების ავტორია, ვინ თუ არა, ვლ. ჟირინოვსკის „ელ დე პე ერი“ და ადამიანურ ენაზე ეს ორი სათაური ნიშნავს, რომ რფ-ში უნდა აიკრძალოს უცხოური ფილმები და მულტფილმები.
კერძოდ კი, რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ული, ევროკავშირული, ავსტრალიური და კანადური მხატვრული ფილმებისა და მულტფილმების ჩვენებისთვის უნდა დაწესდეს ჯარიმა – 50 000 რუბლი!
დოკუმენტის უშუალო ავტორი „ელდეპე ერელი“ ეგორ ანისიმოვი განმარტავს, რომ ფილმებისა და მულტფილმების შემქმნელებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი ხელისუფლებების ნამოქმედარზე! უნდა აგონ, რასაკვირველია და, ვფიქრობ, მხოლოდ ფულადი ჯარიმა ფრიად რბილი სასჯელია – ადგილზე დახვრეტის გარდა ამ საქმეს არაფერი უშველის.
მეორე მხრივ კი, იბადება რიტორიკული კითხვა (პათოსით: წიგნები ნაკლები მავნებლობაა?!): განა კი აწ გარდაცვლილმა დასავლელმა კლასიკოსებმა არ უნდა აგონ პასუხი?!

скачать dle 11.3