კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სანქციაასახსნელი

მოხერხებული და ყურებზე მოსიარულენი

 არაფერია მუდმივი მზისქვეშეთში იმას გარდა, რომ ზოგისთვის ეს წუთისოფელი დედაა, ზოგისთვისაც – დედინაცვალი. ამ თუ სხვა მიზეზთა გამო, ისე მოხდა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, შეაჩეროს სანქციები, რომლებიც თავის დროზე დაადო ბელორუსს.
დაადო (სანქციები, რასაკვირველია) შემდეგი მიზეზებით: 2004 წლის არჩევნების დარღვევებით ჩატარება, ადამიანთა უფლებების დარღვევა, ბელორუსის დაახლოებით 200 მოქალაქის მიმართ დადებული კი (სანქციები, რასაკვირველია) შემდეგში გამოიხატებოდა, უფრო ზუსტად, გამოიხატება: ბელორუსის მოქალაქეებს შეუჩერდათ ევროპული ვიზების გაცემა და გაეყინათ აქტივები.
მაგრამ, „როიტერის“ ცნობით, როგორც მოგახსენეთ, შესაძლოა, ბ-ნი ლუკაშენკოს კოჭი ალჩუზე დაჯდეს. სახელდობრ კი, ამ უკანასკნელს მიეცეს უფლება, შევიდეს ევროპის ტერიტორიაზე, როცა გაუხარდება.
ეს ყოველივე კი იმას უკავშირდება, რომ გასულ თვეს ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილმა პოლიტპატიმრები შეიწყალა. მეორე მხრივ, ჩვენ ლამისაა ყურებზე გავიაროთ, რომ მოწყალე დასავლური თვალით გადმოგვხედონ, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ გვაქებენ და გვაგულიანებენ (მხრებზეც კი ხელებს გვიტყაპუნებენ), მაგრამ, როგორც ჩანს, ბედნიერი ფინალი მაინც მხოლოდ დროისა და მომენტის შერჩევაზეა დამოკიდებული. –

скачать dle 11.3