კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუმკლავდა თავისი სკანდალური კლიპით გამოწვეულ აგრესიას ლიკა ზენდერი და როდის არ გადის ის სახლიდან

ლიკა ზენდერი ქართულ შოუ-ბიზნესში წლების წინ გამოჩნდა თამამი კლიპით, სახელწოდებით – „სექსი გინდა.” საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის გამო მომღერალი საშინლად გააკრიტიკა, რის შემდეგაც მან თავი დაანება სიმღერას. სამაგიეროდ, არც ისე დიდი ხანია, რაც საკუთარ თავში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა – ფუნჯის ნაცვლად ნაფიქრი შიშველი ხელებით გადააქვს ტილოზე  და დღეს ამ საქმით აქტიურად არის დაკავებული. გარდა ამისა, მისი თქმით, აქვს უნარი, წინასწარ განჭვრიტოს მომავალში მოსახდენი კონკრეტული მოვლენები. ლიკას  მეუღლე შვეიცარიის კულტურის ყოფილი მინისტრი და დიპლომატია. დღეს წყვილი შვილებთან ერთად საქართველოში ცხოვრობს, მათი ცხოვრების საინტერესო ისტორიებს და მომღერლისა და მხატვრის უცნაური წინათგრძნობების შესახებ თავად ლიკა ზენდერი გვესაუბრა.

 – ლიკა, რატომ აღარ მღერი?
– ვმღერი ჩემთვის, ჩემს საახლობლოში. ის ჩემი ცნობილი კლიპი, რატომღაც, ცუდად მიიღო მაყურებელმა. წლების წინ,  როცა გიგა კუხიანიძემ შემომთავაზა მასთან ერთად მუშაობა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი – ნიჭიერი ადამიანია და, ვიცოდი, ცუდს არ გააკეთებდა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იყო ხუმრობის დონეზე და რეალურად არც ისეთი სცენები იყო კლიპში, რასაც შეიძლებოდა ასეთი აღშფოთება გამოეწვია. საერთოდ, არც მიფიქრია, ჩემი ეს ნაბიჯი საყოველთაო განსჯის და განხილვის საგანი  თუ გახდებოდა. მე მამის მხრიდან ბერძენი ვარ და ამით ვხსნი ჩემს თამამ ხასიათს – ნაკლებად მაქვს ქართული კომპლექსები. ამ შემთხვევაში ჩემი შვილების გამო დავიხიე უკან და მომღერლის კარიერას თავი დავანებე.
– ოჯახის წევრებმა როგორ მიიღეს კლიპი?
– ჩემმა შვილებმა ძალიან განიცადეს კლიპის შედეგად გამოწვეული მითქმა-მოთქმა. ჩემი უფროსი ქალიშვილი ამ კლიპის მერე ისეთ დეპრესიაში იყო, სკოლიდან სკოლაში გადამყავდა, რომ ჩვენ ირგვლივ არსებული აგრესია ამერიდებინა.
– მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა კლიპზე და თქვენ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?
– ჩემმა მეუღლემ ძალიან ჩვეულებრივად მიიღო, არანაირი პრობლემა არ ყოფილა ოჯახში, პირიქით, სულ მეუბნებოდა, არ მიაქციო ყურადღებაო. მაგრამ, უცხო ადამიანებისგან იმდენად დიდი აგრესია მოდიოდა, რომ ძალიან განვიცადე. ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია. 22 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი, ის ჩემზე 37 წლით უფროსია და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ერთად ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ: ბევრი წლის წინ, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ჩვენს სახლში შემოვიდა ხუთი ადამიანი, რომლებმაც დაგვაყაჩაღეს და წაიღეს ბევრი ნივთი, მათ შორის კამერები და ჩემი მეუღლის საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემს მეუღლეს მიაყენეს ფიზიკური ზიანი და მაშინ მან დამისვა საკითხი, გვიღირდა თუ არა ჩვენ აქ ცხოვრება. მაშინ მე მას პირობა მივეცი, რათა ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ ჩვენ აქ უსაფრთხოდ გვეცხოვრა და საბოლოოდ მაინც დავრჩით საქართველოში.
– ხატვა როდის დაიწყე?
– რამდენიმე წელია, რაც ვხატავ, მანამადე საერთოდ შეხება არ მქონია ხატვასთან. ერთ მშვენიერ დღეს კი, გავიღვიძე და გადავწყვიტე, რომ უნდა დამეხატა – შინაგანად რაღაც ძალა მთხოვდა ამას. მეგობარს დავურეკე და ვთხოვე, დავეკვალიანებინე, სად შეიძლებოდა საღებავების შეძენა და ასე შემდეგ. რომ გაიგო ხატვას ვაპირებდი, ძალიან გაუკვირდა. თავიდან მეც ცოტა დაბნეული ვიყავი, მაგრამ თანდათან ძალიან გავიხსენი და მას მერე თავი არ დამინებებია ხატვისთვის.
– შენს წინათგრძნობებზე მოგვიყევი...
– ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკიდან მაქვს ეს წინათგრძნობები – ბავშვობაში არ მქონდა, უფრო მერე დაიწყო. ძირითადად, წინასწარ ვიცი სტიქიური უბედურებების შესახებ, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა სახის მოვლენებსაც ვხედავ. ჯერ კიდევ 2006 წელს ვამბობდი, რომ ვხედავ ტანკებს და უცნობი ჯარისკაცების საფლავებს-მეთქი და ორი წლის თავზე ომიც მოხდა.
– ვის უზიარებ ხოლმე შენს წინათგრძნობას?
– ყველასთან არ ვლაპარაკობ ამაზე, მხოლოდ ჩემს ახლობლებთან. როცა რაღაცას ვხედავ, ვცდილობ, მოვერიდო იმ სახიფათო ადგილს, სადაც საფრთხეს ვგრძნობ და გარშემო მყოფებსაც ვაფრთხილებ. რამდენიმე წლის წინ, მეგობრებთან ერთად საღამოს კაფეში მივდიოდი, მთელი დღე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი ქალიშვილი, მარიამი, საფრთხეში იყო და ვუთხარი, თავს გაუფრთხილდი, ტვინის შერყევა არ მიიღო-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ჩემი სახლში არყოფნის დროს დაცემულა და გონება დაუკარგავს. წყალდიდობებს ვხედავდი,  ამიტომ, ზღვაზე არ წავედი და არც ბავშვები გავუშვი.
– ეკლესიურად ცხოვრობ?
– რა თქმა უნდა, დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მოძღვრის შუამავლობის გარეშეც შემიძლია პირდაპირ ღმერთთან საუბარი. რატომ უნდა ვუთხრა მამაოს ჩემი ცოდვები, როცა ღმერთმა ისედაც ძალიან კარგად იცის, ვის რა ცოდვა გვაქვს?!
– რომელიმე სასულიერო პირისთვის თუ მოგიყოლია შენი ხილვების შესახებ?
– რამდენიმე წლის წინ ზურგზე მქონდა რაღაც ნიშნები, ერთ დედაოს ვაჩვენე და მან მითხრა, რომ ამაში ცუდი არაფერია. ხომ არ შეიძლება, ყველაფერი ბოროტი ძალებისგან მოდიოდეს?! ჩემმა მამაომ მითხრა, რომ ეს ხილვები შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. საერთოდ, მამაოები ცოტა არარეალურად უყურებენ ხოლმე ასეთ შემთხვევებს მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ასეა. ლურჯი მონასტრის გვერდით რომ რუსული ეკლესიაა, ადრე იქ დავდიოდი, ერთხელ მივედი მამა გიორგისთან და ვუთხარი, რომ ხილვები მაქვს და ამ ეკლესიაში ცეცხლს ვხედავ-მეთქი, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მე თვითონ შევესწარი, როგორ გაჩნდა ამ ტაძარში ცეცხლი.
– რთულია, როცა იცი წინასწარ რა შეიძლება შეგემთხვას?
– ძალიან რთულია, იმდენად საშინელებაა, როცა წინასწარ იცი, რა შეიძლება დაემართოთ გარშემო მყოფებს რომ, გადავწყვიტე ღმერთისთვის მეთხოვა, დამთავრებულიყო ჩემს ცხოვრებაში ეს პერიოდი. ასეც მოვიქეცი და ახლა ისეთი სიხშირით აღარ მაქვს ეს ხილვები, მაგრამ, მაინც შემომრჩა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ხატვის დაწყებაც, რაც მოულოდნელად მოხდა ჩემს ცხოვრებაში.
– შენ თვითონ თუ ითვალისწინებ ხოლმე, ანუ, ისე თუ იქცევი, რომ თავიდან აირიდო მოსალოდნელი ცუდი?
– უკვე იმდენი რამე ახდა ჩემი ნათქვამი, რომ გარშემო მყოფებმაც დაიჯერეს, რომ ეს სიმართლეა. მეც, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ, ვიცი, როდის უნდა გავიდე სახლიდან და როდის არა.
– ძირითადად რა პერიოდში გაქვს ხოლმე ხილვები, როცა მარტო ხარ?
– საერთოდ, ზაფხულობით, ცხელ პერიოდში უფრო აქტიურდება. სიტუაციას კი არ აქვს მნიშვნელობა – შეიძლება, ბევრი ადამიანის გარემოცვაში ვიყო, შევხედო რომელიმე მათგანს და ვუთხრა, რა ელის მას. თუმცა, უცხოებისთვის ვერიდები ხოლმე ამის თქმას.

скачать dle 11.3