კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტომატოლოგიური კლინიკა „დენტოკლუბი“

რა არის პოპულარული კლინიკის  ექსკლუზივი  და როგორ გახადა „მხიარულმა გაზმა“  სტომატოლოგთან ვიზიტი კომფორტული

 სტომატოლოგიური კლინიკა  „დენტოკლუბს,” რომელიც გახსნისთანავე გახდა პოპულარული, არსებობის ხუთი წლის ისტორია აქვს. ეს არის გამორჩეული კლინიკა, რომლის სახელთან დაკავშირებულია ბევრი საინტერესო ნოვაციის დანერგვა საქართველოში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „დენტოკლუბი” ქართულ სტომატოლოგიაში მაღალ სტანდარტთან, უსაფრთხო მომსახურებასა და პაციენტებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ასოცირდება. ეს კი იწვევს დიდ ნდობას როგორც ქართულ სამედიცინო სივრცეში, ასევე მათში, ვინც ერთხელ მაინც გამხდარა ამ მყუდრო და სასიამოვნო გარემოს სტუმარი.     
„დენტოკლუბი” მულტიპროფილური სტომატოლოგიური კლინიკაა, რომელიც ყველა ასაკის პაციენტს, მათ შორის ბავშვებს, სთავაზობს სტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს – თერაპიაში,  ქირურგიაში, ორთოპედიაში, ორთოდონტიაში. „დენტოკლუბი” – ეს არის უმაღლესი ტექნოლოგიები პაციენტისთვის, ადგილი, სადაც მისვლამდე ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორი კომფორტული შეიძლება იყოს ვიზიტი სტომატოლოგთან. მომსახურების რა პაკეტს სთავაზობს კლინიკა პაციენტებს, ამის შესახებ კლინიკის გენერალურ დირექტორს, ირინა ჩემიას გავესაუბრეთ.
ირინა ჩემია:  კლინიკის გახსნიდან დღემდე არ შეცვლილა ჩვენი კლინიკის მთავარი მიზანი – მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს.   ამისთვის მუშაობს მთელი ჩვენი გუნდი. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი ექიმებით, რომლებიც მუდმივად გადიან სტაჟირებას ევროპის  კლინიკებში.    ამ ხუთი წლის განმავლობაში არაერთხელ განვაახლეთ  სამედიცინო აპარატურა, რომლითაც  სრულდება სხვადასხვა სახის მანიპულაცია. დღეს კლინიკა აღჭურვილია  ფინური  კომპანიის აპარატურით. PLANMECA-PROMAX 3D აპარატი  საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ სრულყოფილი და  მაღალკვალიფიციური კომპიუტერული დიაგნოსტიკა. ეს აპარატი სპეციალური რეჟიმებით მუშაობს, გამოირჩვა მინიმალური დასხივებით და  იძლევა უზუსტეს სურათს, რის გამოც  მისი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებთან და ორსულებთან.  
– დღეს აქტუალური გახდა   უსაფრთხო  სტომატოლოგიური მომსახურება,  როგორც ცნობილია, ამ მხრივ განსაკუთრებული სტანდარტი გაქვთ.
– ჰიგიენური ნორმების დაცვას აქ გამორჩეული ყურადღება ეთმობა. ყოველი ინსტრუმენტი სტერილიზაციის რამდენიმე ეტაპს გადის. ინსტრუმენტები ქიმიურად, თერმულად და მაღალი წნევის ქვეშ  მუშავდება. ჩვენ გვაქვს ყველაზე თანამედროვე სასტერილიზაციო აპარატურა, რომელიც მუშაობს ავტომატიზებულ რეჟიმში,  რაც  აბსოლუტურად გამორიცხავს ყველა რისკს. ჩვენთან  მკურნალობა მიმდინარეობს ინდივიდუალურ კაბინეტებში. თითოეული კაბინეტი ყოველი პაციენტის მიღების შემდეგ მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით.  
– იმ ნოვაციების შესახებ მინდა გკითხოთ, რაც მუდმივად ინერგება თქვენს კლინიკაში.
–  „დენტოკლუბი” მუდმივად ცდილობს, მაქსიმალურად ფეხი აუწყოს მსოფლიოს თანამედროვე მიღწევებს. საქართველოში პირველმა დანერგა დიოდური ლაზერის გამოყენება სტომატოლოგიაში. „დენტოკლუბს” უდიდესი გამოცდილება და საუკეთესო შედეგები აქვს ღრძილების,  ტუჩის ჰერპესის მკურნალობისა და უსისხლო ქირურგიული ოპერაციების ჩატარებისას.  ჩვენთან დაინერგა ნარკოზით სტომატოლოგიური მკურნალობა. „მხიარული გაზით“ და ზოგადი ანესთეზიით მკურნალობა „დენტოკლუბის” ექსკლუზიური მომსახურებაა, რაც მრავალწლიანი მუშაობისა და ბევრი ბარიერის გადალახვის შედეგად მოვახერხეთ.  მას ბევრი უპირატესობა აქვს, ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ მეთოდის გამოყენებისას სტომატოლოგთან ვიზიტის შიში, დაძაბულობა და სტრესი სრულიად მოხსნილია. მისი გამოყენება რეკომენდებულია 5-6 წლის ასაკიდან. შესაბამისად,   ამ მეთოდს ძალიან ბევრი მშობელი მოუთმენლად  ელოდა.   მოგეხსენებათ, ჩვენს კლინიკაში ბავშვთა განყოფილება სრული დატვირთვით მუშაობს. ბავშვებისთვის განსაკუთრებით მზრუნველი გარემოა შექმნილი. ეს მეთოდი საუკეთესო გამოსავალია სტომატოლოგთან ვიზიტის შიშის მქონე  არა მხოლოდ ბავშვების, არამედ ზრდასრული პაციენტებისთვისაც. ნარკოზით მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტური და გამართლებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტებისთვის.
 კლინიკაში  პრიორიტეტულია  დენტალური იმპლანტაცია და ორთოპედიული მკურნალობა.   სერტიფიცირებული იმპლანტების ფართო არჩევანი გვაქვს.  ორთოპედიული მკურნალობისას ვიყენებთ სხვადასხვა მასალის ხელოვნურ გვირგვინებს და კონსტრუქციებს.  ვმუშაობთ  ცერეკის უახლესი ტექნოლოგიით, ბოლო მოდელის აპარატურით, რომლის მეშვეობითაც, პრატქიკულად, რამდენიმე საათშია შესაძლებელი 100 პროცენტით მოუგვარდეს პაციენტს პრობლემა და მოწესრიგდეს ვიზუალური მხარე.  ცერეკის მრავალ უპირატესობათა შორის, ერთ-ერთია პაციენტის მონაწილეობა კბილის ფორმისა და ფერის შერჩევაში. პაციენტს აქვს შესაძლებლობა, თვალი ადევნოს კომპიუტერული მოდელირების პროცესს. ცერეკის შესაძლებლობები შეუზღუდავია.
– მომსახურების რა პაკეტს სთავაზობთ პაციენტებს?
–  ჩვენი მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ყველას. მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ არსებული რეალობა და  პაციენტებს შევთავაზოთ მათთვის ხელსაყრელი პაკეტი და პიროებები. ვთანამშრომლობთ წამყვან კერძო  სადაზღვევო კომპანიებთან. პაციენტები სარგებლობენ უპროცენტო განვადებით. კლინიკას აქვს ბინაზე გამოძახების სერვისიც. გამოძახების ბრიგადა აღჭურვილია პორტატული რენტგენოგრაფითა და ბორმანქანით.
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2141814.
მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ ¹14 ა.
ვებ-გვერდი: www.dentoclub.ge

скачать dle 11.3