კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ხრიკაძე
ეს არის სიტყვა ხრიკიდან ნაწარმოები გვარი. ხრიკი ნიშნავს ხერხს რამის მისაღწევად, ასევე, შესაკრავ კავს, დუგმას. ხრიკას კუთხურად ქვევრიდან ღვინის ამოსაღებ ჭურჭელსაც უწოდებენ.
ვარაუდით, ხრიკაძეთა წინაპრები ორშიმოს ხელოსნები იყვნენ და სწორედ ამის მიხედვით გაუგვარდათ სიტყვა ხრიკა. აღმოსავლეთ მთიანეთში ხშირად გვხვდება სახელი ხრიკა.
ხრიკაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ჩანან თეთრი წყაროს რაიონში.
საქართველოში 283 ხრიკაძე ცხოვრობს: ბორჯომში – 105, თბილისში – 65, ახალციხეში – 24. არიან სხვაგანაც.
ეგრისელაშვილი
გვარის ფუძეა გეოგრაფიული სახელი ეგრისი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ძველი სახელწოდებაა და ეგრისის ტომის სახელიდან მომდინარეობს.
ეგრისი იყო სოფელი ბედრუჯის, დღევანდელი ბოლნის-დმანისის მხარეში.
„1721 წელს საგაჩვეთს მოიხსენიება გიორგი ეგრისელაშვილი”.
საქართველოში 185 ეგრისელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 127, დმანისში – 43, ბოლნისში – 5. არიან სხვაგანაც.
ბალბანაშვილი-ბალაბანოვი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბალაბანა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება – ბალ და ბანა. სულხან-საბას მიხედვით, ბალა „დაძველებულს“ ნიშნავს.
ბალა ღანუკელი მოხსენიებულია 1559 წელს კახთა მეფის, ლეონ მეორის მიერ მცხეთის ეკლესიისადმი მიცემული ყმების შეწირულობის წიგნში.
1721 წელს საგინაშვილ-ინდოშვილის ყმად ჩხიკვათში მოიხსენიება შავერდა ბალაბანაშვილი.
ბალაბანაშვილები დღეს ბალაბანოვებად და ბერძნებად არიან ჩაწერილები.
ამავე ძირისაა გვარი ბალაბანიშვილი.
საქართველოში 26 ბალბანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 14, ადიგენში – 11, მარნეულში – 1.
ჩეკურაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩეკურა.
ჩეკურა ჩეკურაშვილი ერწოში, ამილღაბარ გოსტაბაშვილის ყმების ნუსხაში მოიხსენიება მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში.
საქართველოში 147 ჩეკურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 47, მცხეთაში – 39, გარდაბანში – 27. არიან სხვაგანაც.
პოჩიკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პოჩიკა. 
პოჩიკაშვილი მოიხსენიება სოფელ კოდაში 1851 წელს. კამერული აღწერის ამავე სიაში არიან მოსე და საქულა პოჩიკაშვილები. 1873 წელს ერთ-ერთ პოჩიკაშვილს ერქვა ყვავილა. 1886 წლიდან კი ჩნდება გვარი ყვავილაშვილი. გვხვდება ვარაუდი იმის შესახებაც, რომ თუში იჭარაული კოდაში გადასულა და პოჩიკაშვილის გვარი მიუღია.
საქართველოში 31 პოჩიკაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 28, რუსთავში – 2, თბილისში – 1.
კარიჭაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კარიჭა.
1729 წელს ატენელი ზაქარია გიორგაშვილის მიერ იორამ თარხნიშვილისადმი გაცემულ პირობის წიგნში მოიხსენიება ბერი კარიჭაშვილი. 1721 წელს სამღერეთში მოიხსენიება ბაბაჯანა კარიჭაშვილი.
საქართველოში 259 კარიჭაშვილი ცხოვრობს: გორში – 191, თბილისში – 65, რუსთავში –   3.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3