კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნაციონალური“ მეტრაგედიეები

თუმცა ლარი ისე მირბის, ლამისაა, ყველაზე მარდი მდევარიც ვერ დაეწიოს და ელექტროენერგიის ტარიფმაც მოიმატა, რაც საქართველოს მოქალაქეებს რეალობად უქცევს ავბედით ანდაზას: საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო, თუმცა პოლიტიკური ოპონენტების პათოსი ისეთია, რომ, ჯერ ერთი, საყველპურო სიმღერის სიუჟეტი გახსენდება: „სიკვდილი და სიღარიბე, ორნივ ერთად მოდიოდა, შევხედე და შემეშინდა, სიკვდილს სიღარიბე სჯობდა“ და, რაც მთავარია, თავადაც ასკვნი, რომ სიკვდილს მაინც სიღარიბე სჯობია. –
ასე მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ბ-ნი გაბაშვილი (გოკა) ამტკიცებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთდროულად 100 ათასამდე მოქალაქეს უსმენს და ხელისუფლება ამ მეთოდით ცდილობს, გაიხანგრძლივოს არსებობა. მართალია, მას ვერ დავწამებთ ცილს, რომ არ იცის, თუ რა შესაძლებლობების აპარატურა ჰქონდა სუსს და რამდენს უსმენდა მისი მშობელი პარტია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ  დღევანდელი მოსმენის შედეგი არ ჩანს (არადა, ვერც ჩვენს თავებს დავწამებთ ცილს, რომ არ ვიცით, რა შედეგი მოჰყვებოდა ხოლმე მოსმენებს).
როგორც უნდა იყოს, ბ-ნი გაბაშვილი უბნობს, რომ აწ საქართველოს მოქალაქეები უფრო დამონებულნი არიან. მომყავს ციტატა: „ქვეყანა მოაქციეს ერთი ადამიანის, ერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მონობის ქვეშ.“
ხოლო, ვიდრე დამონებულები გმინავენ ბორკილქვეშ, ჟურნალისტი ქ-ნი კვესიტაძე აცხადებს, რომ, ჯერ ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ხელისუფლების კონტროლის მსხვერპლი იყო (თვით შოთა უტიაშვილის მეორე ნახევარი?! – ) და, რაც მთავარია, იმისიც ღრმად სწამს, რომ „დღეს ჟურნალისტები კიდევ უფრო მეტს ლაპარაკობენ ზეწოლაზე, ვიდრე მაშინ.“
ერთი სიტყვით, შექსპირის გენია გადასახედია, რადგან „ნაციონალურმა“ მეტრაგედიეებმა უილიამის ნიჭი, ვაი რომ, უმოწყალოდ ჩააჩოჩეს!

скачать dle 11.3