კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწინასწარმეტყველეს ზურა ნიჟარაძეს სომხეთში ძეგლის დადგმა და როგორ „მოკლა“ მან ქალი

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც მაყურებლის დიდ ყურადღებას იმსახურებს, მერაბ დარჩიაა. მან თავისი ხასიათით, ქცევით, მეუღლითა და მისი ნათესავებით, მალევე შეძლო მაღალი რეიტინგის მოპოვება და, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე,  მათ გარშემო კამათი და აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა: ზოგს მოსწონს, ზოგს არა; ასევე  სხვადასხვაგვარია მისი როლის შემსრულებლის მიმართ დამოკიდებულებაც. ამ როლს ყველასთვის კარგად ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ზურა ნიჟარაძე ასრულებს და, როგორც თვითონ გვითხრა, საკმაოდ განიცდის იმ მდგომარეობას, რომელშიც მის გმირს ცოლი აყენებს.

ზურა ნიჟარაძე: ცოტა ხნის წინ სვანეთში ვიყავით და „მაიტა ნასოსის“ მეორე ნაწილი გადავიღეთ. გარდა ამისა, ოქტომბერში იქნება პრემიერა ფილმისა, რომელშიც „ბელარუსია-აზერბაიჯანფილმმა“ მთავარ როლში გადამიღო. „აზერბაიჯანფილმმა“ კიდევ ერთ ახალ პროექტში შემომთავაზა მთავარი როლი, რადგან მითხრეს, რომ ჩემთან მუშაობა ძალიან მოეწონათ. ვნახოთ, რა იქნება.
– როგორც ჩანს, აზერბაიჯანში პოპულარობა მოიპოვეთ.
– დიახ, მაგრამ, დიდი სიყვარულით არ მიყურებენ (იცინის). იმიტომ, რომ ფილმში სომეხი კაცის როლს ვთამაშობ და მეც სომეხი ვგონივარ ხალხს. სომხებისა და აზერბაიჯანელების ურთიერთობა კი კარგად მოგეხსენებათ (იცინის). ჩემი პერსონაჟი ცოტა მშიშარა კაცია, მაგრამ ერთხელ ტყვედ („პლენად“) ჩავარდება და იქ საკმაოდ მამაცურად იქცევა. ტოლს არავის უდებს. მისი სიტყვები ისეთი ემოციით წარმოვთქვი, როგორი ემოციაც უნდა ჰქონდეს გამწარებულ და თავის გადარჩენისთვის მებრძოლ კაცს. რეჟისორმა მითხრა: შენ ქართული აზროვნებით უდგები, სომეხი ასე არ იტყოდაო. სომხებს რა, ვაჟკაცები არ ჰყავთ-მეთქი?! მთხოვდა, რომ ნაკლებ ვაჟკაცურად მეთამაშა. ბევრი ვიკამათეთ და ოცი დუბლის გადაღება დაგვჭირდა. ბოლოს მაინც ისე გავაკეთეთ, როგორც მე მინდოდა და მითხრა: ნიჟარაძე, შენ ისეთი კაცი ხარ, სომხეთში ძეგლს დაგიდგამენ, მე კი ბაქოში დედას მიტირებენო (იცინის). საინტერესო ხალხია. ხომ გამორიცხულია, რომ აზერბაიჯანელმა სომხის როლი შეასრულოს, სომხებსაც არ სთხოვენ ამას და ამიტომ შეგვარჩიეს ქართველები. მაინც კავკასიელები ვართ და თითქოს ვგავართ კიდეც ერთმანეთს.
– „ჩემი ცოლის დაქალებში“ თუ იქნება ისევ თქვენი პერსონაჟი – მერაბ დარჩია?
– ამბობენ, რომ კიდევ იქნება. მაყურებლის უმეტესობისთვის მე სინამდვილეშიც მერაბ დარჩია ვარ და, ზოგი მეუბნება – შენ გენაცვალე, ქართველი მოქეიფე ვაჟკაცი ხარო; ზოგი კი ამბობს – შენ რა დღეში ხარ, ძმაო, მაგათი დედაცო... ვისაც რა უჭირს და უყვარს, იმის მიხედვით აფასებს. ისე, მერაბი რამდენჯერაც გამოჩნდა კადრში, იმდენჯერ სუფრასთანაა და სვამს. ამას სულ ვაპროტესტებ – რა უბედურებაა ამდენი ღვინო, მომაშორეთ-მეთქი (იცინის).
– როგორც ვიცი, განიცდით თქვენი გმირის მდგომარეობას და ითხოვთ, რომ ერთხელ მაინც გაგაცემინონ საკადრისი პასუხი ცოლისა და მისი ოჯახისთვის. მასთან რამე საერთო თუ გაქვთ?
– ჰო, მერაბს ისეთ დღეში აგდებს ცოლი და მისი ოჯახი, რომ, სულ მინდა, ერთხელ მაინც თქვას: თქვენი დედა ვატირეო (იცინის). ის ცუდი კაცია არ არის, მაგრამ, არაფრის მაქნისია. მყარი ფსიქოლოგიაც არ აქვს, რაც ნატო კაკაჩიასთან ურთიერთობაშიც ჩანს, მაგრამ, ვხედავ, რომ მათ ერთმანეთი უყვართ. სინამდვილეში, მე და ნატა ბერეჟიანი ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მაგრამ, კადრს მიღმა ხუმრობით სულ ერთმანეთს ვამწარებთ, ერთმანეთს რაღაცეებს ვუგონებთ ხოლმე. სტუდენტობიდან ერთად მოვდივართ. „იმედზე“ იყო გადაცემა – „რომ გადახვალ, გააჩერე” – იქაც ერთად ვიყავით; მერე „მაესტროზე“ – „თქვენი გადახდილია“ და „ტვ 11-ზე“ –  „სადღეგრძელოები“ – ყველგან მასთან ერთად მიწევდა თამაში და, „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ რომ ნატა მომიყვანეს ცოლად, ვუთხარი: რა არის, რას დამდევ, ვინ ხარ? შენ გარდა ქვეყანაზე ქალი აღარ არსებობს-მეთქი (იცინის)? სადაც წავედი, ჯვარდაწერილებივით, სულ ერთად ვართ (იცინის). რაც შეეხება მერაბთან მსგავსებას, მას, ალბათ, მხოლოდ სიკეთით ვგავარ. მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გამკეთებელია, კეთილი გული აქვს.
– მთავარი განსხვავება ისაა, რომ თქვენ რეალურ ცხოვრებაში მეუღლე არ გყავთ და არც გყოლიათ.
– ჰო, მე თავიდან ბოლომდე შემოქმედებაში ვარ გადავარდნილი და ცოლის მოყვანა მავიწყდება (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ, ისე, ვფიქრობ, დიდი სიყვარული უნდა გეწვიოს, ოჯახი რომ შექმნა. თან, ახლა უკვე დიდი ბიჭი ვარ, 33 წლის და ბევრ რამეს ვაკვირდები. ამ ასაკში ქალმაც და კაცმაც უკვე იციან, რა უნდათ; მათი ხასიათი ჩამოყალიბებულია. თუკი 17 წლის ასაკში ვინმეს ან რამის გავლენით შეიცვლები, ამ დროს ასე აღარ ხდება. ამიტომ, ისეთი ადამიანი უნდა იპოვო, რომელიც ზუსტად ისეთს მიგიღებს, როგორიც ხარ. მე ისეთ ქალს ვეძებ, რომელიც გამიგებს – მთავარი ესაა.
– დიდი სიყვარული არასდროს გწვევიათ?
– დიდი სიყვარული ორჯერ მეწვია: პირველად როცა შემიყვარდა, მაშინ 17 წლის ვიყავი და ეს ისეთი გრძნობა იყო, მასზე ოდესმე აუცილებლად დავწერ, თუმცა, ისე მოხდა, რომ ერთმანეთს დავშორდით. მეორედ 25 წლის ასაკში შემიყვარდა, მაგრამ ეს ურთიერთობა ძალიან ცუდად დამთავრდა. შემდეგ იყო მოწონებები, ხელჩაკიდებული სიარულები და ამბორი, მაგრამ, სერიოზული არაფერი.
– რომანტიკული სიურპრიზები არ გაგიკეთებიათ საყვარელი ქალბატონისთვის?
– რა თქმა უნდა, გამიკეთებია და, ქალებს, მგონი, ჩემი წაკითხული ლექსები უფრო უყვართ, ვიდრე მე (იცინის). ერთხელ, სამეგობრო ვიყავით შეკრებილი და სუფრაზე ძალიან ლამაზი და კარგი ქალი გავიცანი. იმ საღამოს რამდენიმე ლექსი წავიკითხე. მეორე დღეს ისევ შევიკრიბეთ და მან მითხრა – ლექსებს საოცრად კითხულობო. ქალი რომ ამას გეტყვის, ის შენგან კიდევ ელოდება ლექსს, ჰოდა, მეც კიდევ წავიკითხე. მას ვუკითხავდი, მაგრამ, მხოლოდ ერთხელ გავაპარე თვალი მისკენ, შევხედე და მივხდი, რომ ის გოგო „მოკვდა“. ისე მოხდა, რომ შევუყვარდი. მე არ მიყვარდა, რადგან ვხედავდი, რომ მას ჩემში მარტო ლექსი უყვარდა და ამას ვეუბნებოდი კიდეც. ვეკითხებოდი: ლექსი რომ არ წამეკითხა, გეყვარებოდი-მეთქი? საოცრად მიპასუხა: მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ორ ქალს ეყვარები – დედას და მეო. ურთიერთობა არ გამოვიდა, მაგრამ მე მისთვის გული არ მიტკენია, პირიქით, დიდ პატივს ვცემდი. სულ იმას ვამბობ, რომ, როცა ადამიანს უყვარხარ, მის გრძნობას პატივი უნდა სცე, მაგრამ ზღვარი უნდა იცოდე – ძალიანაც არ უნდა შეაყვარო თავი, რომ მერე შენმა უარმა არ გააღიზიანოს და თვითმკვლელობამდე არ მიიყვანოს. ეს ქალი მერე გათხოვდა და ახლა ძალიან ბედნიერია, ასეთი ამბები კი, უბრალოდ, ლამაზ მოგონებად რჩება, რომელიც ცხოვრებას გილამაზებს.
– მერაბ დარჩიამ ერთხელ მეუღლეს საკმაოდ რომანტიკული სიურპრიზი მოუწყო – იმ მომენტს ვგულისხმობ, მეგობრებთან ერთად რომ მიაკითხა და ხურცილავამ ლექსები რომ წაუკითხა. მსგავსი რამ ჩაგიდენიათ?
– როგორც გითხარით, რომანტიკული ვარ, მაგრამ ლექსების წაკითხვას მე სხვას არ ვთხოვ, ყოველთვის თვითონ ვკითხულობ (იცინის). თუ გოგოს, რომელიც მომწონს, ლექსი უყვარს, აუცილებლად მე წავუკითხავ. ერთხელ ძმაკაცს წავყევით შეყვარებულისთვის სერენადის სამღერად. ჩოხებში გამოვეწყვეთ, ხელში ფიალები გვეჭირა და დავიწყეთ სიმღერა. შევასრულეთ ერთი სერენადა, მეორე, მესამე... აივნებზე ამ გოგოს მეზობლები გამოვიდნენ: ბიჭებო, ჯიგრები ხართ, თქვენ გენაცვალეთო – გვეუბნებიან. ამოვწურეთ სერენადები და ახლა „მრავალჟამიერზე“ გადავედით, რომელიც, მოგეხსენებათ, ხმამაღლა იმღერება. არადა, ღამის სამი საათია; ჰოდა, გადმოგვასხეს კიდეც მდუღარე წყალი (იცინის). გოგომ, რომელსაც სერენადას ვუმღეროდით, გარეთ არც კი გამოიხედა (იცინის). მოგვიანებით გავიგეთ, რომ სახლში მხოლოდ მამამისი ყოფილა და ჩვენ ზუსტად მისი ფანჯრის ქვეშ ვმდგარვართ (იცინის). 
– ახლა თუ მოგწონთ ვინმე?
– ახლა ჩემს ცხოვრებაში არავინაა ისეთი, ვისზედაც ვიტყვი – სიგიჟემდე ვარ შეყვარებული-მეთქი. ადამიანს ცნობიერებაში ყოველთვის ჰყავს ვიღაც და ჩემს შემთხვევაშიც ასეა, მაგრამ ამას სერიოზული სახე არ აქვს. ზოგადად, ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. მე ვერ შევიყვარებ ადამიანს, თუ ჯერ მის თვალებსა და სულში არ ჩავიხედე, თუნდაც გარეგნულად ძალიან ლამაზი იყოს. ლამაზთან ერთად, ხომ შეიძლება, ბოროტიც იყოს? ამიტომ მე სულსა და ადამიანურობას უფრო ვეძებ, ვიდრე გარეგნობას, ფინანსებსა და განათლებას. თუმცა, წინასწარ არავინ იცის, როგორ ცოლს მოიყვანს და, მათ შორის, არც მე.


скачать dle 11.3