კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ დიდი რაოდენობით სვამთ ლუდს, შეიძლება, ჰიპერტონიით დაავადდეთ


ალკოჰოლი, რომელსაც ლუდი შეიცავს, სისხლძარღვიდან და ქსოვილებიდან ქოლესტერინს ღვიძლში გადააქვს, სადაც ის იშლება, ხოლო მისი შემცველობა სისხლში მცირ დება. თუ წნევა მაღალია, მას ლუდი მცირედ, მაგრამ მაინც დაბლა სწევს, რადგან, სისხლძარღვებს აფართოებს. მაგრამ, თუ მაღალი წნევა გაქვთ და დიდი რაოდენობით სვამთ ლუდს, შეიძლება, ჰიპერტონიით დაავადდეთ. დღეში ერთ ლიტრამდე ლუდის დალევა ნორმალურ დოზად ითვლება.
ლუდი ის ალკოჰოლური სასმელია, რომლის მომწარო დანამატები არა მარტო სასიამოვნოა გემოთი, არამედ ადამიანზე დამაწყნარებლად მოქმედებს და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. ნორმალური რაოდენობით ლუდის სმა არ იწვევს სიმსუქნეს, უბრალოდ, აღძრავს მადას, რაც ზედმეტი ჭამის მოთხოვნას აღვივებს. ლუდში შემავალი სვიის დანამატების იზომჟავები ხელს უშლის ოსტეოქონდროზის განვითარებას. ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული სასმელია. პოზიტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და ვიტამინების მნიშვნელოვანი საბადოა. ლუდი შეიცავს ინაცინს, პანტოტენის მჟავას, პირიდოქსინს, მცირე დოზით კი თიამინსა და ბიოტინს. აღნიშნული ვიტამინები დადებითად მოქმედებს კანისა და თმის სიჯანსაღეზე. პირიდოქსინი კი ხელს უშლის სისხლძარღვების დაავადების განვითარებას.
თუ ადამიანი დღეში ერთ ლიტრ ლუდს სვამს, ის დააკმაყოფილებს თუთიის დღიურ მოთხოვნას და მიიღებს რკინას, ფტორსა და სპილენძის ნორმის ნახევარს. კალიუმი და მაგნიუმი ხელს უშლის ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ლუდის სმით ორგანიზმი იღებს მცენარეულ სახამებელ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კუჭის წვენის გამოყოფას. ლუდის სარგებლობა დაკავშირებულია ნატურალურ ნედლეულთან, ის სუფთა პროდუქტია, რომელიც შეიცავს მავნე ნივთიერებების მცირე რაოდენობას.

ეგზემით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა მიირთვან ქლიავი და მოერიდონ ნესვის ჭამას
ეგზემისთვის დამახასიათებელია კანზე სხვადასხვა ზომის წითელი ლაქებისა და  გამჭვირვალე, სითხით სავსე წვრილი ბუშტუკების გაჩენა. დაავადების გახანგრძლივებისას პროცესი კანის მნიშვნელოვან უბნებს მოიცავს და ამ ადგილებში კანი მკვრივდება. ეგზემას თან ახლავს ძლიერი ქავილი, ქვეითდება  შრომისუნარიანობა, დაავადების განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნერვულ-ენდოკრინული და იმუნური სისტემების მოშლილობა, ნივთიერებათა ცვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევა, დისბაქტერიოზი. ასევე, მდგომარეობას ართულებს სტრესები, უარყოფითი ემოციები, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვა, არასწორი კვება. ეგზემის დროს კარგია შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა, სეირნობა სუფთა ჰაერზე. რეკომენდებულია დამამშვიდებელი საშუალებების მიღება. კარგია მცენარეული ნაყენი, რომელიც მზადდება ვალერიანის ძირების, ორკბილას, გვირილის ყვავილების, კალენდულას, ძირტკბილას, უკვდავასა და ფარსმანდუკისგან. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი შეიძინეთ აფთიაქში, თანაბრად შეურიეთ ერთმანეთს, 1  სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დაახურეთ თავსახური. ნახევარი საათის შემდეგ კი მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი, დღეში 2-ჯერ.
ეგზემით დაავადებულის საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი და საკმაო რაოდენობით შეიცავდეს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ციტრუსი, მარწყვი, ჟოლო, ანანასი, ნესვი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, რძე, შებოლილი თევზი, მანანის ბურღული, მწარე და ცხარე კერძები და ალკოჰოლი. მენიუში ჩართეთ ვეგეტარიანული საკვები, საქონლის ხორცი, ჭარხალი, ნიახური,  რძემჟავა პროდუქტები, მზესუმზირის ზეთი, ბოსტნეულის სალათები, ვაშლი, ქლიავი და ალუბალი.

ხახვი, კვერცხის გული და წიწაკა პოტენციას ამაღლებს, ყავა კი საჭმლის მონელებას უწყობს ხელს
პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემა ბევრ მამაკაცს აწუხებს, თუმცა, ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან. თუ ეს სერიოზული ფიზიოლოგიური მიზეზებით არ არის გამოწვეული, იმედი არ უნდა დაკარგოთ. ყოველ დილით გადაყლაპეთ ერთი კვერცხის გული. ასევე, კარგია კვერცხისა და ხახვის სალათის რეგულარული მიღება. ასევე, ორ ჭიქა წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, გააჩერეთ 5 დღე ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ კარგად გაწურეთ და დალიეთ მეოთხედ ჭიქა წყალში გახსნილი თითო ჩაის კოვზი ნაყენი, დღეში ორჯერ, ჭამამდე.
ოხრახუშის წვენი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ჟანგბადოვანი ცვლისთვის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მასში შემავალი მიკროელემენტების თანაფარდობა ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და კაპილარების გაძლიერებას. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ოხრახუშის წვენი საკმაოდ ძლიერმოქმედია. ამიტომ, არასდროს დალიოთ 30 გრამზე მეტი. უმჯობესია, თუ მას შეურევთ სტაფილოს, მწვანე სალათას, ნიახურის ან ისპანახის წვენს. ოხრახუშის წვენი წამალია შარდსასქესო სისტემის, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების, ნეფრიტისა და თირკმელების სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მას, ასევე, იყენებენ თვალის დაავადებებისას.
უმი კარტოფილის წვენი შეიცავს შაქარს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. მათ, ვისაც აწუხებს ვენერიული დაავადებები და სექსუალურად აღგზნებულნი არიან, კარტოფილის წვენის სმა ეკრძალებათ. კარტოფილის წვენში უხვადაა კალიუმი, გოგირდი, ფოსფორი და ქლორი. სტაფილოს წვენი კი, ნიახურის წვენთან ერთად, შველის საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებსა და ნერვულ დაავადებებს. კარტოფილის, სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენები დღეში 300 მილილიტრი უნდა სვათ, რათა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისგან სწრაფად განიკურნოთ.
ტკბილი წიწაკა შესანიშნავი საკვები პროდუქტია, მწარე კი შეუცვლელი საკაზმია კერძებისთვის. ეს ბოსტნეული უნიკალური სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ტკბილი წიწაკა მდიდარია B, C და E ვიტამინებით, მასში ჭარბადაა სპილენძი და თუთია. სასურველია, თუ 40 გრამ ტკბილ წიწაკას, სხვა ბოსტნეულთან ერთად, სალათის სახით მიიღებთ დღეში ორჯერ. ის შველის სისუსტეს, უმადობას, დაბალი მჟავიანობით გამოწვეულ გასტრიტსა და თმის ცვენას. წიწაკის ჭამა, კარგია ასევე ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიისა და თრომბოფლებიტის დროს. ის შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, მიკრო და მაკროელემენტებს, C და B ვიტამინებს, ამიტომ საუკეთესო საშუალებაა სისხლძარღვთა დაავადების დროს. აუმჯობესებს არტერიების, ვენებისა და კაპილარების საერთო მდგომარეობას. მწარე წიწაკის სისტემატური მიღება კი ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს და ამაღლებს სექსუალური აქტივობის უნარს. წიწაკის ხშირი ჭამა კარგია კიბოსგან თავის დასაზღვევადაც.
ყავის შემადგენლობაში არსებული აზოტის შემცველი ნაერთები, ორგანული მჟავები და  B ჯგუფის ვიტამინები ზემოქმედებს ბევრი სასიცოცხლო პროცესის ნორმალიზებაზე. თუმცა, მისი დიდი დოზით სმა, დაუშვებელია, რადგან   შეუძლია, გამოიწვიოს უძილობა, აღგზნება, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ტაქიკარდია, გულის არითმია, კუნთების კრუნჩხვა და ასე შემდეგ. სრულიად საკმარისია, დღეში 3 ფინჯანი ყავის დალევა. კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფის ძლიერი სტიმულატორია, რაც აუცილებელია საჭმლის მონელების ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის. მაგრამ, კუჭის წყლულის დროს მავნებელია მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებების გამო.

ზღვის მარილიანი წყალი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის, საკვები მარილი კი მიკრობებს კლავს
ზღვის წყლის შემადგენლობაში შედის ბევრი სასარგებლო კომპონენტი და მთელ ამ სიმდიდრეს ჩვენ კანის ფორებიდან და კაპილარებიდან ვისრუტავთ. მინერალებითა და მარილებით გაჯერებისას კანი უფრო ელასტიკური და მკვრივი ხდება, მცირდება შეშუპება. ზღვის წყალი განსაკუთრებით სასარგებლოა პრობლემური კანისთვის. ის ასუფთავებს პათოგენურ მიკროფლორას, კანის ზედმეტ ცხიმს, ჩამოფცქვნის რქოვანა შრეს. ზღვის წყალი ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებასაც უწყობს ხელს. სასარგებლო ნივთიერებათა მაღალი კონცენტრაცია კი არეგულირებს ორგანიზმიდან ტოქსინების ინტენსიურ გამოდევნას. ამასთან ერთად, ტალღები მსუბუქ ანტიცელულიტურ მასაჟსაც აკეთებს. თუ ენერგიულად იცურავებთ, მაშინ ეგრეთ წოდებული „ფორთოხლის კანი“ თვალსა და ხელს შუა გაქრება. ასევე, იოდს, რომლითაც ზღვის წყალი და ჰაერია გაჯერებული, ცხიმის დამწველი ეფექტი აქვს.
რაც შეეხება საკვებ მარილს, ის მიკრობებს ანადგურებს და დაავადებებს ებრძვის. ასევე, ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს. ამ იონების გარეშე წარმოუდგენელია კუჭის წვენის მთავარი შემადგენლის – ტუტეებისა და მარილმჟავას წარმოქმნა. ის აუცილებელია, უჯრედების ნორმალური მუშაობისა და ქსოვილებში წყლის განაწილებისთვის. ოფლში, ნერწყვში, ცრემლში მარილის არსებობა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ორგანიზმის ცხოველქმედებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს.
კუჭში შეკრულობის დროს, გახსენით 1 სუფრის კოვზი მარილი ერთ ჭიქა წყალში და დალიეთ.
დაჟეჟილი ადგილების მოსაშუშებლად მარილიანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ.
ხოლო, თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ, მწიკვი მარილი დანამეთ და ნაკბენზე დაიდეთ. ტკივილს გაგიჩერებთ და შესიებას დააცხრობს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკვებ მარილს გარკვეული უკუჩვენებაც აქვს. მისმა დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება შაკიკის პროვოცირება მოახდინოს, ასთმის დროს კი მდგომარეობა დამძიმდეს. მისი რაოდენობის კონტროლი აუცილებელია ბუასილის დროსაც, რადგან ზედმეტი მარილი ორგანიზმსა და სისხლძარღვებში წყლის შეკავებას იწვევს, რაც ვენების შესიების მიზეზი ხდება.

ბურახი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს
ყავის მარცვალი ცხიმებს, ცილებს, წყალს, მინერალურ მარილებსა და დაახლოებით ორი ათას სხვა ნივთიერებას შეიცავს. მოხალვის შემდეგ მარცვალი წყლის დიდ ნაწილს კარგავს, მისი შემადგენლობა კი, მოხალვის ხარისხისა და ხანგრძლივობის მიხედვით იცვლება. კოფეინი იწვევს აგზნებას, რომელიც ნელ-ნელა მატულობს და სამ საათს გრძელდება, ორგანიზმში არ გროვდება და ყავის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოიყოფა. კოფეინი ტვინის იმ ნაწილებს ასტიმულირებს, რომლებიც ოპტიმალურ განწყობას წარმოქმნის. კოფეინის ძალიან დიდი დოზით მიღება იწვევს ტოქსიკოზს.
ყავა ააქტიურებს გულის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს ფილტვების მუშაობაზე, აუმჯობესებს სისხლით მომარაგებას. შეიცავს ვიტამინ PP-სა და მინერალურ ნივთიერებებს, ასტიმულირებს თირკმელების მუშაობას, ზრდის ამტანობას, აფხიზლებს გონებას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას. ვისაც უძილობა აწუხებს, მან კი ყავა საერთოდ უნდა ამოიღოს რაციონიდან.
ყავისა და ალკოჰოლის ერთად მიღება არ შეიძლება, რადგან ამ დროს სასმელი ძალიან მალე და ძლიერად მოგეკიდებათ. უზმოზე ყავა კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს, რასაც, შეიძლება, გასტრიტის, წყლულისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადების პროვოცირება მოჰყვეს. ასევე, მოერიდეთ ყავის დალევის პარალელურად, სიგარეტის მოწევას. დადგინდა, რომ ქოლესტერინის დონე ორგანიზმში ყავისა და სიგარეტის ურთიერთმოქმედების შედეგად გაცილებით იმატებს.
რაც შეეხება ბურახს, ის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს. პურის ბურახი მდიდარია B ვიტამინების კომპლექსით, კალციუმით, მანგანუმით, ფოსფორით, ცილებით, ნახშირწყლებით. მასში შედის ათი სახეობის ამინომჟავა და სასარგებლო რძის მჟავა. გარდა იმისა, რომ წყურვილს კლავს, აქვს კვებითი, მატონიზებელი და ბაქტერიოციდული თვისებებიც. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზებას. ბურახს, უძველესი დროიდან იყენებდნენ როგორც შარდმდენ და საფაღარათო საშუალებას. ის, აგრეთვე, სასარგებლოა ნაწლავების აშლილობის დროს.

скачать dle 11.3