კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩეულობის ტვირთი

ანუ „შენ რომ გიყვარდა“

 რაკი პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი გამოთავისუფლდა, საგარეჯოში შუალედურ არჩევნებს „ქართული ოცნებაც“ შეუერთდა და კანდიდატად თამარ ხიდაშელი წამოაყენა. ეს უკანასკნელი გვპირდება, თუმცა ჩვენ რა, თავის ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მთავარი საზრუნავი ყოფილი მაჟორიტარის, თინა ხიდაშელის მიერ რაიონის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების ბოლომდე მიყვანა.
და არც შეთავაზებაზე (მაჟორიტარობის კანდიდატად) დათანხმების მიზეზს გვიმალავს: სახელდობრ, ეს ყოფილა კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკელების“ ღირებულებათა დამთხვეულობა.
თუმცა ისიც მოგვახსენა, რომ არც გადაწყვეტილების მიღება ყოფილა მარტივი, მაგრამ, რაკი მიუჩნევია, რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოსულიყო, რათა უშუალოდ სახელისუფლო სადავეებით ეცადა, გაეკეთებინა ის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა (ადამიანის უფლებებს ვიცავდიო), ამ შემოთავაზებას დაჰყაბულებია.  –
ჩვენ არ ვიცით, სად არის იმაზე კომფორტული პირობები, ვიდრე საქართველოს პარლამენტში, თუმცა განმარტება – კომფორტის ზონიდან უნდა გამოვსულიყავიო, გვაფიქრებინებს, რომ მოტივი ანეკდოტურია: ქვრივმა ქალმა ახედა გადიდებული ქმრის სურათს, შემდეგ გადახედა საყვარელს და სურათს შესტირა: შენ რომ გიყვარდა ასეთები, თორემ მე ახლა ამის გული მაქვსო?! –

скачать dle 11.3