კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიძინეთ ,,ლევანტოს“ ფეხსაცმელი და იარეთ მყარად!

ფეხსაცმლის ქუთაისური წარმოება „ლევანტო” 2004 წელს შეიქმნა. იმერეთში თითქმის ყოველმა მეორემ იცის, სად მდებარეობს  კომპანია „ლევანტო”, როგორ დაიწყო საქმიანობა ნულიდან  და როგორ ფეხსაცმელს უშვებს ის. ჩვენ გავესაუბრეთ მოსახლეობას და როგორც ირკვევა, მომხმარებელი მის პროდუქციას განსაკუთრებულად ხარისხიანად მიიჩნევს. თუმცა „ლევანტო”, რომელმაც სტარტი ქუთაისიდან აიღო, ახლა უკვე საქართველოს მასშტაბით ცნობილი და აღიარებული ფეხსაცმლის ქართული ბრენდია. მან დაადასტურა, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქციასაც შეუძლია კონკურენციის გაწევა.
„ლევანტო“ ქართულ ბაზარზე ამჯერად განახლებული მაღაზიებითა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქციით წარდგება. სულ ახლახან კომპანია „ლევანტომ“ ორი ახალი მაღაზია გახსნა: სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“, მეორე სართულზე და გამსახურდიას გამზირზე, ნომერ 5-ში. ორივე მაღაზიაში კომპანიამ  კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტი შესთავაზა მყიდველს.
„ლევანტო“ ქართულ ბაზარზე არა მხოლოდ  იმითაა გამორჩეული, რომ ის ნატურალურ ტყავზე მუშაობს და ხარისხიან ფეხსაცმელს სთავაზობს მომხმარებელს, არამედ იმითაც, რომ მისი ნაწარმი ხელმისაწვდომია მყიდველისთვის. კომპანია ფეხსაცმელს ქუთაისში მდებარე ქართულ საწარმოში კერავს, თუმცა შესაკერი ნედლეული, ნატურალური ტყავი ესპანეთიდან შემოაქვს. ამიტომაც ფეხსაცმელი „ლევანტოს“ მარკით დიდხანს ძლებს, მყარია და ხარისხის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ფეხსაცმელი ფაბრიკაში იკერება  როგორც ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის, ასევე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
ასევე, უკვე 2 წელიწადია, რაც „ლევანტო“ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს  საკუთარი წარმოების ფეხსაცმელს, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ კი, ყაზახეთშიც ახდენს მის ექსპორტს. ყაზახურ ბაზარზე მას საკმაოდ დიდი მოწონება ხვდა წილად და მოთხოვნილება დიდია.
მოკლედ, „ლევანტო“ მყარად სიარულის გარანტიას იძლევა. შეიძინეთ მისი პროდუქცია  და თავად დარწმუნდებით, რომ ამ ფეხსაცმლით დიდხანს ივლით!

скачать dle 11.3