კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უყვარდება დათო როინიშვილს ყველა პარტნიორი ქალი, რა რეაქცია აქვს ამაზე მის მეუღლეს და როდის იზრდება მსახიობის მიმართ ვნებათაღელვა

მსახიობი დათო როინიშვილი 25 წელია, სცენაზე დგას და ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობია. მან ორჯერ მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. თუმცა, ყველაზე დიდი პოპულარობა და თან, ძალიან დიდი მასშტაბით, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ხერხეს როლმა მოუტანა. ამბობს, რომ უკვე ყველგან ცნობენ და ამის გამო, მისი თავისუფლება ცოტა შეიზღუდა კიდევაც. როგორც აღმოჩნდა, მსახიობის რეალური ცხოვრება საკმაოდ ახლოსაა ხერხეს ცხოვრებასთან და დათო როინიშვილიც სერიალში, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს თამაშობს. 

დათო როინიშვილი: სკოლა დავამთავრე თუ არა, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავირიცხე და თეატრშიც მალე მივედი. უკვე 25 წელია, ამ სფეროში ვმოღვაწეობ. ისე აეწყო, რომ ახალგაზრდებს შორის, მე ყველა სეზონზე წამყვანი მსახიობი ვიყავი. 2013 წელს და წელსაც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დამასახელეს. საკმაოდ ბევრ სპექტაკლში ვთამაშობ, ასე რომ, თეატრში საკმაოდ დაკავებული ვარ. თეატრის პარალელურად, არის კინოროლებიც, მათ შორის, ხერხეს როლი „ჩემი ცოლის დაქალებში“.
– სერიალში რეჟისორის როლს თამაშობთ. თავად არასდროს გქონიათ ამის სურვილი?
– ყველა მსახიობი რაღაც დოზით რეჟისორია, საკუთარი როლის რეჟისორი. თუმცა, რეალურად, რეჟისორობის სურვილი ბოლო დროს მართლა გამიჩნდა და ეს ქეთი დევდარიანის (სერიალის სცენარისტი) დამსახურებაა. ისე საინტერსოდ ვითარდება ჩემი პერსონაჟის გარშემო სიუჟეტი, რომ მისმა მდგომარეობამ მიმიზიდა.  თეატრალური ინტრიგების ცენტრში ყოფნა ცოტა რთულია, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ უსიამონო პროცესია. რომ ვაკვირდები, ჩემსა და ხერხეს შორის ბევრ საერთოს ვხედავ.
– თეატრში არსებული ინტრიგების ობიექტი თქვენც გამხდარხართ?
– ინტრიგები ყველა თეატრშია, მაგრამ მე ყოველთვის ვერიდები ამაში გარევას. პირადად მე, ყოველთვის ძალიან ბევრს ვშრომობდი და გარკვეულ წარმატებასაც მივაღწიე. ასეთ დროს უნდა იცოდე, რომ საფრთხის ქვეშ ხარ, მით უმეტეს, საქართველოში. ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა კიდევაც, რომ ყველაფერი, რაც მქონდა ჩემი შრომის შედეგი იყო: რას ერჩით ამ კაცს, ის ყველაზე ადრე მოდის თეატრში და ყველაზე გვიან ტოვებს აქაურობას. ძალიან ბევრს შრომობს და ახალგაზდრობის მიუხედავად, თუ იმდენი გამოიმუშავა, რამდენიც დამსახურებულმა არტისტმა, ამან არ უნდა გაგაღიზიანოთო. შეიძლება, მსახიობს თეატრში ნახევარი საუკუნე ჰქონდეს გატარებული და თვეში ორ სპექტაკლში თამაშობდეს, მაშინ, როცა მე ოცში ვიღებ მონაწილეობას, რაც ბევრ შრომას მოითხოვს და არ შეიძლება, მასზე მეტი ჰონორარი ავიღო?! მსგავსი საკითხების გამო უკმაყოფილობები ხდება, რაც, უბრალოდ, ყურში ცუდად ჩარჩენილ სიტყვებად რჩება და მეტი არაფერი.
– ხერხეს მსგავსად, სასიყვარულო ურთიერთობები თუ ასოცირდება თქვენთვის თეატრთან?
– ახალგაზრდობის წლებში, როცა ხშირად გიწევს სასიყვარულო სცენების თამაში, ამას ფლირტიც მოჰყვება. განსაკუთრებით მაშინ იზრდება ვნებათაღელვა, როცა უკვე ყურადღების ცენტრში ხარ. თუმცა, ურთიერთობა მაშინ უფრო საინტერესოა, როცა შორით წვა მიდის და ურთიერთობა ბოლომდე ჯერ არ შემდგარა. როგორც კი მას შეეხები, ყვავილივით ჭკნება. ხალხი რატომღაც ფიქრობს, რომ ფლირტი სერიოზულ ურთიერთობებში იზრდება და რადგან მსახიობი და შემოქმედი ხარ, აუცილებლად მექალთანე უნდა იყო, მაგრამ ასე არაა.
– სცენაზე პარტნიორთან სასიყვარულო ურთიერთობა არასდროს გადაგზრდიათ ნამდვილ გრძნობაში?
– პარტნიორთან სასიყვარულო ურთიერთობა ნამდვილ  გრძნობაში, რა თქმა უნდა, გადამზრდია. როცა შეყვარებულის როლს ასრულებ, თუ სიყვარულს მხოლოდ ტექნიკურად თამაშობ, მაშინ მაყურებელს ვერ დააჯერებ. ამიტომ, ეს ნამდვილად უნდა იგრძნო. თუ ბოლომდე არ  გაიხსენი და როლში ნამდვილი გრძნობა არ ჩადე, ვერც მაყურებელს აგრძნობინებ. ამიტომაცაა, რომ ეს პროფესია მსხვერპლს მოითხოვს. არ ვამბობ, რომ ოჯახი უნდა დაანგრიო, მაგრამ, როცა როლში ბოლომდე შედიხარ, პარტნიორის მიმართ აუცილებლად გაგიჩნდება გრძნობები. დღე და ღამე მასზე ვფიქრობ, მაშინაც, როცა მასთან ერთად ვარ და მაშინაც, როცა მეუღლის გვერდით მძინავს. ამიტომ, ბუნებრივია, მის მიმართ გრძნობა ჩნდება. ზუსტად მახსოვს, ერთი სპექტაკლი რომ დამთავრდა, მე მისი გაგრძელების მოლოდინით ვცხოვრობდი. ჩემი პარტნიორი იმდენად მიყვარდა, რომ მეგონა, სპექტაკლთან ერთად, ყველაფერი დამთავრდა.
– პარტნიორი ქალბატონები როგორ პასუხობენ თქვენს გრძნობებს?
– არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ დღემდე არ მყოლია პარტნიორი, რომელსაც ჩემზე ცუდი ეთქვას. ყოველთვის პირიქით ხდება ხოლმე. ზოგადად, მე პარტნიორის მსახიობი ვარ. თუ მის თვალებში სითბო არ დავინახე, ისე არ გამოვა, როგორც საჭიროა. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, პარტნიორის გარეშეც ვითამაშებ ყველანაირ როლს, მაგრამ ეს ჩემი ოცნება არაა და სიამოვნებას ვერ მივიღებ. ერთ ისტორიულ პიესაში ჩვენთან ერთად, ჩემი პარტნიორი ქალის მეუღლეც თამაშობდა. ჩვენ შეყვარებულები ვიყავით, მისი მეუღლე კი – ჩემი მტერი. ამ ყველაფერს ჩემგან გამომდინარე ვუყურებდი და ვგრძნობდი, რა დამოკიდებულება შეიძლებოდა ჰქონოდა მეუღლეს, როცა მისი ცოლი მის კოლეგასთან ერთად სასიყვარულო სცენებში თამაშობდა. ვცდილობდი, ისე მოვქცეულიყავი, რომ ეს მისთვის გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო. თან, პიესაც ხელს გვიწყობდა. მასში ვნებათაღელვას არ ჰქონდა ადგილი, წმინდა და სპეტაკი სიყვარული იყო და ჩვენ შორისაც ასეთი გრძნობა გაჩნდა. ასე რომ, სასიყვარულო სამკუთხედი რეალურ ცხოვრებაში არ გადმოვიდა. ჩემგან ძალიან ბევრი სითბო მოდიოდა, პარტნიორი ქალისგანაც და ერთ დღეს მან მითხრა, რომ ისე ვერავისთან ითამაშებდა ამ როლს, როგორც ჩემთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქმარიც ჩვენთან ერთად თამაშობდა, არანაირი კომპლექსი არ ჰქონია, მათ შორის, არც შეხებაზე.
– ამ ყველაფრის პარალელურად, თქვენი პირადი ცხოვრება როგორ ვითარდებოდა?
– მყავს ერთი ცოლი და სამი შვილი. ხერხესი ცოტა მშურს. ცოლიც ჰყავს, საყვარელიც და კიდევ ერთი ქალი ცდილობს მის მოხიბვლას (იცინის). ჩემი მეუღლე მათემატიკოსია, თუმცა შინაგანად ისიც შემოქმედია. ჩვენი სიყვარული სკოლის პერიოდიდან დაიწყო. მან ჩემთან ერთად გამოიარა ღამეების თევა, სახლში არ მისვლა, ჩხუბი, შფოთი, ლოთობა ბოჰემური ცხოვრების სხვა ელემენტები. ასეთი ცხოვრების გამო ისეთი მამა და მეუღლე არ ვიყავი, როგორიც საჭიროა. თუმცა, მან ეს ყველაფერი ჩემთან ერთად გადაიტანა, რისთვისაც უდიდეს პატივს ვცემ და მინდა, სულ ფოიერვერკებით გავახარო.
– თავიდან მითხარით, მექალთანე არ ვარო. მაგრამ, შემდეგ თქვით, რომ ყველა პარტნიორი ქალი გიყვარდებათ და ერთი იმდენად შეგიყვარდათ, რომ სპექტაკლის მოლოდინით ცხოვრობდით. მეუღლე როგორ უყურებს ამ ამბავს?
– მეუღლემ კარგად იცის, რომ მე ეს უნდა დამემართოს იმისთვის, რომ თამაში შევძლო, ცხოვრება შევძლო. რა უნდა ქნას, რომ ეს არ მოხდეს? მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და მას ეს ესმის. ვერც გავუძლებ ისეთ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს გამოეკიდება. ამ თემაზე ნაკლებად მელაპარაკება. რომ სწყინდეს, აუცილებლად მეტყოდა. იმ დონემდე რომ მივიდეს ურთიერთობა, სადაც ჩარევაა საჭირო, ჩაერეოდა კიდევაც. ისეთი ქალი არაა, რომ არ ჩაერიოს (იცინის). თუმცა, ასე სერიოზულად მეც არ გავიხდი საქმეს. იმ სპექტაკლის დროსაც ამჩნევდა, რომ მე გამოყოლილი გრძნობები მქონდა, მაგრამ მერე იმასაც გრძნობდა, რომ – გამიარა. ქალმა ამ გრძნობის გავლას ხელი უნდა შეუწყოს. ზოგმა შეიძლება, ჩხუბი მოაყოლოს, რასაც მამაკაცის მხრიდან აუცილებლად უკურეაქცია მოჰყვება. ჩხუბით ქმარს ხელს უწყობ, მეტად გაუმძაფრდეს სხვის მიმართ გრძნობა და შეიძლება, მართლა გადაწყვიტოს სხვასთან წასვლა.

скачать dle 11.3