კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო ღვინის სმაში შეჯიბრება ქართველი კაცისთვის დაუშვებელი და რატომ არიან ქართველები სექტემბერში უფრო მგრძნობიარენი

ქართველი კაცი უძველესი დროიდან ყოფიერებასთან დაკავშირებულ საკითხებში განსაკუთრებულად განსწავლული იყო და ბევრ საინტერესო ინფორმაციასა და ტექნოლოგიას ფლობდა. დღეს მათი უმეტესობა დავიწყებულია და ბევრს მათ შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. იყო პერიოდები, როდესაც ქართველი კაცი თესვასაც ერიდებოდა და მოსავლის აღებასაც, ყურძენსაც თავისებურად ინახავდა და წურავდა. ამ საკითხის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება, კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი:

 – ქართველმა კაცმა კარგად იცოდა, რომ მთვარე უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე და ზღვის მიმოქცევებზეც მოქმედებს. ახალი მთვარის დროს არ ღირს რაიმეს დათესვა, იმიტომ რომ, შეიძლება, დალპეს. კახურად მას „დამპლის კვირასაც“ ეძახდნენ. ის, ვინც სავსე მთვარის დროს ძალიან მგრძნობიარე იყო, თავისებურ ფსიქოშეშფოთებას განიცდიდა ექვსი თვის შემდეგ. უფრო მგრძნობიარე ხდებოდა და უფრო მეტად შეიცნობდა იმას, რაც მის გარშემო ხდებოდა. ანუ, ვინც აპრილის პერიოდს განსაკუთრებულად განიცდის, უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდება ხოლმე სექტემბერში. ბუნიობის პერიოდში – 23 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში – 23 აპრილამდე, ძველად ხალხი ელოდებოდა სავსე მთვარეობას. ეს შეიძლება ყოფილიყო მარტის 23-ში, ან აპრილის, ანუ ამ ერთი თვის განმავლობაში. თუმცა, ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარია, ყოფილიყო სავსე მთვარე. ისინი ამას აღიქვამდნენ, როგორც ახალი წლის დასაწყისს – გაზაფხულის „სიცოცხლის წელს“ უწოდებდნენ ამ პერიოდს. სავსე მთვარის რიტუალი, რომელიც მარტ-აპრილში იწყებოდა, მთელი ქართული აზროვნების ერთ-ერთ სპეციფიკურ თვისებას ქმნიდა და ამტკიცებდა. 6 თვის შემდეგ სწორედ სექტემბერია ქართველებისთვის ფსიქოლოგიური გამოცდების ხანა. შესაბამისად, ეს თვე მძიმეა ქართველებისთვის. სიმძიმე იმ წინააღმდეგობების გადალახვაშია, რომელიც ჩვენ გვხვდება.
– ამიტომაც არის სექტემბერი რთველისთვის საუკეთესო პერიოდი, რათა ქართველებმა ახალი ეტაპით გადალახონ გამოცდების პერიოდი?
– ქართველი კაცი ხმარობს სიტყვას: „ჭირნახული“. ანუ, ეს არის ბარაქა, რომელმაც ჭირი ნახა და ჩვენ ამ ჭირს უნდა გადავაბიჯოთ. ეს კი სწორედ სექტემბერში ხდება და რის შესანიშნავი ფუძეც არის რთველი და მისი რიტუალი. რთვლით ქართველი კაცი თითქოსდა თავისუფლდებოდა იმ ჭირისგან, სირთულეებისგან, რაც მას მთელი წლის განმავლობაში შეხვდა. ქართველმა კაცმა ზუსტად იცოდა, რომ ყურძნის მოსაკრეფად, დასაწურად ყველაზე კარგი ტემპერატურაა, დაახლოებით, 23-დან 25 გრადუსი. საქართველო ისეთ ზონაში იყო, რომ რთველიც დაახლოებით ამ პერიოდს მოერგებოდა ხოლმე. მაგრამ, ბუნებას ამ ყველაფერს ვერ შეუკვეთავ. ამ პერიოდში ზოგჯერ უფრო ციოდა და ზოგჯერ უფრო ცხელოდა. ამ შემთხვევაში, ქართველ გლეხს გამომუშავებული ჰქონდა თავისი ტექნოლოგია. საწნახელში აწყობდა ყურძენს. მას კი ასეთი თვისება აქვს – როდესაც ერთმანეთსაა ჩახუტებული, თავისით თბება. გლეხმა კი იცოდა, რამდენ ხანს უნდა ჰქონოდა ის საწნახელში, რომ სითბო 23-25 გრადუსამდე ასულიყო. როდესაც ცხელოდა, ამისთვის სპეციალურად სხვენზე შენახული ჰქონდათ სურნელოვანი ვაშლები, რომელსაც ჩამოიტანდნენ, გარშემო შემოუწყობდნენ ყურძენს და ასე აგრილებდნენ მას საჭირო ტემპერატურამდე. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ვაზის რქა იყო ძალიან საინტერესო გეოპათოლოგიური, საეკლესიო ზონების მიმკვლევი, ანუ, სადაც ხდებოდა ადამიანის სულიერი განწმენდა. სრულიად ბუნებრივია, რომ წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი ჰქონდა. ანუ, ვაზის რქა, როგორც გზამკვლევი, ისე იყო. მას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც წმიდა ნინოს ჯვარს. თუმცა, წმიდა ნინოს ჯვარი უფრო ამაღლებული და ზეციურია. ყანწსაც უძველესი დროიდან სხვა დანიშნულება ჰქონდა.
– რა დანიშნულება ჰქონდა?
– ბიბლიაში წერია: ყანწი თუ ამ მხარეს არის მობრუნებული, მაშინ იმ ქვეყნის საქმე კარგად არის, ან – პირიქით. ყანწი, ასევე, იყო სიმბოლო სიუხვისა, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში სახლებში ჰქონდათ ჩამოკიდებული და ეს მიუთითებდა ამ ოჯახის სიძლიერესა და სიმდიდრეზე.  სამწუხაროდ‚ ჩვენთან ეს ფუნქციები დავიწროვდა და ყანწი ღვინის სმაში შეჯიბრების სიმბოლოდ იქცა. ქართველებს სად ეცალათ იმისთვის, რომ ერთმანეთს სმაში შეჯიბრებოდნენ?! როგორც წესი‚ საღვინე ჭურჭელიც კეთდებოდა ვერცხლისგან ან თიხისგან, ანუ, ეს იყო ვერცხლის თასი და თიხის ფიალა. ორივეს არაჩვეულებრივად საინტერესო დანიშნულება ჰქონდა. ვერცხლის თასში ჩასხმული შავი ღვინო, რომელსაც დღეს წითელ ღვინოს ვეძახით, ანუ – მთვარე და ღამე, საოცარ ჰარმონიას ქმნიდა და ღვინის სმა საკულტო რიტუალამდე მიდიოდა. ბუნებრივია‚ ღვინის სმა ვერ იქნებოდა შეჯიბრება – ეს დაუშვებელი იყო, რადგან ის იქცეოდა რიტუალის მიმართ მკრეხელურ დამოკიდებულებად. რამდენად მისაღები იქნებოდა ეს უკვე ქრისტიანობის დროს, როდესაც ღვინო ქრისტეს სისხლი გახდა, ადამიანები კი ერთმანეთს ქრისტეს სისხლის სმაში ეჯიბრებოდნენ – ესეც საშინელი მკრეხელობაა. ანუ‚ ძველად საქართველოში ღვინის სმის სულ სხვა კულტურა იყო.  რაც შეეხება თიხის ფიალას, ის არ კეთდებოდა ჩვეულებრივი თიხით. აუცილებლად სამკურნალო თიხა უნდა ყოფილიყო. არა მხოლოდ უძველესი თიხის ჭურჭელი, არამედ, ის კრამიტები, რომლებითაც სახლებია გადახურული, ფხვნილად რომ ვაქციოთ, ისიც კუჭის სამკურნალოდ გამოიყენება, ოღონდ, სხვადასხვა რაღაცეების შეზავების შემდეგ. ადამიანიც ხომ თიხისგან შეიქმნა, ამიტომ, ადამიანისთვის ის თიხაც მარგებელი უნდა ყოფილიყო და არა მხოლოდ ჭურჭელი, რომელშიც სასმელს ჩაასხამდნენ. პირდაპირ კი არ წურავდნენ ღვინოს, ჯერ სამხიარულო რიტუალს ჩაატარებდნენ, გახალისდებოდნენ და ამ ჟივილ-ხივილში იწყებდნენ დაწურვას, რომ ცუდი განწყობა არ გადასულიყო ჯერ ღვინოზე, შემდეგ კი – ღვინიდან იმ ადამიანებზე, ვინც მას დალევდა. ქართველი გლეხი, ასევე, დიდ ყურადღებას აქცევდა იმას, თუ როგორ ქვევრში უნდა დაწურულიყო ყურძენი და შენახულიყო ღვინო.  მას ქვევრში ჩახედვის შესანიშნავი საზომი ერთეული ჰქონდა: ვაზი კვირტს რომ გამოიბამდა, მაშინ უნდა ენახა ქვევრი. ზოგჯერ ქვევრს წყალი „სწყურია“. ასეთი გამონათქვამიც არსებობს: წყალი თუ არ ჩაასხი, ღვინო დაიწვებაო და, მართლაც, შეიძლება, ღვინოს ტრუსის სუნი აუვიდეს. ასე რომ, ღვინო სათუთად მოსავლელი რამ  არის.

скачать dle 11.3