კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ – სიახლე დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში

ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ტალანტის გამოვლენის არაჩვეულებრივ საშუალებას აძლევს. ესაა ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი”, რომელში მონაწილეობის მიღებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საკონკურსო ნაწარმოებებს პროფესიონალური და ობიექტური ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული კი მნიშვნელოვან პრიზებს მიიღებს.
თამარ ტალიაშვილი (საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე): ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი” დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში სიახლეა და წელს პირველად ტარდება. სახელწოდება საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე შეირჩა. კონკურსი თავისი მასშტაბით მრავალფეროვანი და უპრეცედენტოა, რადგან მოიცავს ლიტერატურისა და ხელოვნების არაერთ სფეროს. ესაა მცდელობა, ერთიან სახელოვნებო-სალიტერატურო დისკუსში გავაერთიანოთ კულტურის სხვადასხვა მიმართულება და გამოვავლინოთ არსებული ტალანტები. კონკურსი, რა თქმა უნდა, არ არის და ვერც იქნება მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის. ისევე, როგორც თბილისში, საქართველოს ყველა რეგიონის, ეთნიკური უმცირესობის გულისძგერა არის გაერთიანებული, ეს პროექტიც ელის ჩვენი ნიჭიერი თანამემამულეების აქტიურობას საქართველოს ყველა რეგიონიდან. განსაკუთრებით კი ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების ჩართულობა გაგვახარებს. იარების მოშუშება შორიშორს და განცალკევებულად არ გამოვა. საერთო პლატფორმაა აუცილებელი. მიმაჩნია, რომ სწორედ ხელოვნებაა ის სივრცე, რომელიც გაგვაერთიანებს და მშვენიერება, რომელიც გვიხსნის!
კონკურსი შემდეგ ნომინაციებს მოიცავს: წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები, პოეტური ნაწარმოები, სიმღერა, ფერწერული ნაწარმოები, ქანდაკება, ფოტოხელოვნების ნაწარმოები, არქიტექტურული ნაწარმოები და ბოლოს თემატური ესე „ჩემი თბილისი”. ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება სკოლის მოსწავლეებისთვისაა შესაძლებელი. დანარჩენ ნომინაციებში კონკურსანტების ასაკი და თემა შეზღუდული არ არის. მთავარია, კონკურსანტმა არ ხელჰყოს სხვისი საავტორო უფლებები და ნაწარმოები ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყოს შექმნილი. აღსანიშნავია, რომ კონკურსის სახელწოდება – „თბილისი” არ ნიშნავს, რომ კონკურსანტები მხოლოდ ამ ქალაქის მცხოვრებლები უნდა იყვნენ, თემა კი მხოლოდ ეს ქალაქი. პირიქით, ჩვენი სურვილია, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს სრულიად საქართველომ, ჩვენმა აფხაზმა და ოსმა თანამემამულეებმა. ყველა ნომინაციისთვის გათვალისწინებულია 1 500 ლარი. გარდა ფულადი ჯილდოსი, მათ სპეციალურად ამ კონკურსისთვის გამოჩენილი შემოქმედის, გია ჯაფარიძის მიერ შექმნილი პრიზი გადაეცემათ. ასევე, სპონსორები გამარჯვებულ კონკურსანტებს სიურპრიზებს უმზადებენ. დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში, თბილისობის დღესასწაულზე მოხდება.
– რა სანქციებია პლაგიატის და ნათარგმნი ნაწარმოებების შემოტანის შემთხვევაში?
– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა. სანქციებს რაც შეეხება, ამოქმედდება ის, რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. ჟიურის მხრიდან პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში, წარმოდგენილი  მასალა მოიხსნება კონკურსიდან, ხოლო ავტორი 2 წლის განმავლობაში დაკარგავს განმეორებით მონაწილეობის უფლებას.
– დაბოლოს, სად შეიძლება კონკურსზე დეტალური ინფორმაციის მიღება?
– ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციის მიღება თბილისის საკრებულოს ვებ-გვერდიდან www. tbsakrebulo. gov.ge შეუძლია. მათ კი, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ, ინფორმაცია შეუძლიათ, მიიღონ ტელეფონის ნომერზე: 555 459 643.

скачать dle 11.3