კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჰქონდა ელდარ შენგელაიას აკრძალული მამის ფილმების ნახვა

„არაჩვეულებრივ გამოფენაში“ თეთრი ხიდიდან გადახტომის  სცენა მამას მივუძღვენი, მას უყვარდა ამ ხიდიდან გადახტომა,“ – ამბობს ელდარ შენგელაია „თავისუფლების დღიურებში“. ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას შვილებმა რეჟისორობა რომ აირჩიეს, ალბათ, გასაკვირი არავისთვის ყოფილა. ვინმეს წარმოუდგენია ქართული კინო ძმები შენგელაიების გარეშე?! მაგრამ, მაშინ მათ ჩანაფიქრს თურმე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დედა. ქვეყანას უჭირდა, ფულს კინოზე აღარ ხარჯავდნენ და არ უნდოდა, მისი შვილები რეჟისორები  გამოსულიყვნენ, ფული არ ექნებათო. ელდარს ბავშვობაში არ უყვარდა დედასთან ერთად ქუჩაში გასვლა, რადგან, დედასთან ერთად, მასაც აუცილებლად ეუბნებოდნენ კომლიმენტს: „არ მომწონდა, დედას რომ ეუბნებოდნენ ჩემზე – რა  ლამაზი ბიჭიაო;“ არც ის უნდოდა, თეატრალურ ინსტიტუტში დედის გავლენით მოხვედრილიყო და დედას სთხოვა, მისაღებ გამოცდებზე არ მისულიყო – თუ მოხვალ, იცოდე, წამოვალო. ერთხელ მაინც მივიდა ქალბატონი ნატო. გადაირია ელდარი და  დედას უთხრა, წავალო.   მშიერი ხარ, წამოდი, რამეს გაჭმევ და მერე მიბრუნდი გამოცდაზეო.  ქალბატონ ნატოს, როგორც კახელ ქალბატონს,  სადილზე ერთი ჭიქა ღვინის დაყოლება ჰყვარებია და ხანდახან შვილებსაც ასმევდა. არაყი რომ დაინახა, ელდარს გაუკვირდა, მაგრამ, თურმე შვილისთვის მოუტანია – დალიე და გამოცდას უკეთ ჩააბარებო.
პირველი სიყვარული „ვგიკში” სწავლისას ეწვია და ცოლად ულამაზესი გოგონა – არიადნა შეირთო, რომელიც შემდეგ „თეთრ ქარავანსა“ და „შერეკილებში“ გადაიღო. „შერეკილები“ და „ცისფერი მთები“ ის ფილმებია, რომლებიც თავად რეჟისორსაც ყოველი ნახვისას აღაფრთოვანებს. არიადნა შენგელაია „ევგენი ონეგინში“ თამაშის შემდეგ ძალიან პოპულარული რომ გახდა, უკვე ელდარს ეკითხებოდნენ, არიადნასი ვინ ხარო.
„შერეკილების“ გადაღებისთვის რეჟისორი მზად იყო, რომ პრობლემებს წააწყდებოდა – ეს სირთულე ცათმფრენის გაკეთება იყო, რაშიც გენერალი ნათესავი დაეხმარა – მან გასცა ბრძანება, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო, რისთვისაც მოსკოვში წასვლა მოუწია. „ორსართულიან შენობაში შევედით და ლიფტით ქვევით ჩავედით და იქ დაგვხვდა კონსტრუქტორი, გვარად სატაროვი. ვაჩვენეთ თენგიზ მირზაშვილისა და თვითონ რეზო გაბრიაძის დახატული „ცათმფრენის” ესკიზები. დაგვპირდა, ერთ კვირაში გავაკეთებო და, მართლაც, ერთ კვირაში რკინის ჩონჩხი მზად იყო. კონსტრუქცია თბილისში ჩამოვიტანეთ. ჩუბჩიკას მამამ, რეზო მირზაშვილმა, წებოთი დააწება ყველა დეტალი, ასე მივიღეთ ცათმფრენი და ჩავიტანეთ თელავში აეროდრომზე. მოვიდა გენერალი. ეს უნდა აფრინდესო? – ეჭვის თვალით გადმოგვხედა. მერე, როცა დაინახა, რომ აფრინდა, გადაირია კაცი. ფილმი თეირანის კინოფესტივალზე აჩვენეს. დედოფალმა რომ ნახა, ძალიან მოეწონა.  იქ ყოფნის პერიოდში ძალიან კარგ სასტუმროში და საუცხოო პირობებში ვცხოვრობდი. წამოსვლის დღეს საწოლზე ანგარიში დამხვდა – ათასობით დოლარი ეწერა. კინაღამ მოვკვდი ნერვიულობით,   მთელი ღამე არ მიძინია. რომ გათენდა, საელჩოს თანამშრომელი მოვიდა და  მეუბნება – ამ თანხით კიდევ შეგიძლიათ, რესტორნებით ისარგებლოთო.“
კინოში ასეთი კარიერის შემდეგ ბატონი ელდარის ცხოვრებაში დიდი გაანსცდელი დგება – მოხდა ტრაგედია, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მესამე ქალიშვილი, 22 წლის ელენე (მეორე ქორწინებიდან),  ავტოავარიაში დაეღუპა. „ელენე მაშინ დაიბადა, როცა „ცისფერ მთებს“ ვიღებდი, ამიტომ, ეს ფილმი მას მივუძღვენი”... რეჟისორმა თავისი ცხოვრების კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პერიოდი გაიხსენა: „საერთოდ, პოლიტიკაში არ მინდოდა მისვლა, მაგრამ, 9 აპრილმა რაღაცნაირად იმოქმედა. სობჩაკის კომისიაში აღმოვჩნდი, უფრო მეტად პოლიტიკოსი გავხდი, მოვიპოვე ხალხის გარკვეული ნდობა და თვითონ ხალხმა მოითხოვა, რომ პოლიტიკაში წავსულიყავი. შეიძლება, დიდხანს არც დავრჩენილიყავი, მაგრამ, შევხვდი ზურაბ ჟვანიას – არაჩვეულებრივ ადამიანს, ძალიან ჭკვიანს, განათლებულს... ზურაბი ჩემზე უმცროსი იყო, თუმცა, ყოველთვის ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ის ჩემზე უფროსია... – ასეთი ადამიანი იყო. მისი დაღუპვის მერე დადგა მომენტი, რომელმაც ერთგვარად ნიადაგი შეუმზადა პოლიტიკიდან ჩემს წასვლას, ჩემი შვილის დაღუპვის შემდეგ კი პოლიტიკა საბოლოოდ მივატოვე.”
***
1920-იანი წლებიდან კინოში და თეატრში ძალიან საინტერესო რაღაცები ხდებოდა. კინოში მოვიდა ახალი პლეადა: რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე... შემდეგ მოვიდა ჩვენი პლეადა: ლანა ღოღობერიძე, ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი, საშა რეხვიაშვილი, მიხეილ კობახიძე და ჩვენ – ჩემი ძმა გიორგი და მე. დაიწყო ბრძოლა ცენზურასთან: ხანდახან ცენზურა იმარჯვებდა, ხანდახან – ჩვენ. რაღაც ხრიკებსაც მივმართავდით ხოლმე და, საბოლოოდ, ჩემი აზრით, ქართულმა კინომ უფრო ადრე მოიპოვა დამოუკიდებლობა, ვიდრე ჩვენმა ქვეყანამ – სახელმწიფოებრიობა... ყველა ხელოვანი ეძებს თავის ხელწერას. მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ლიოშა სახაროვმა მოსკოვში დავდგით ორი ფილმი: „ლეგენდა გაყინულ გულზე“ და „ზამთრის ზღაპარი“. „ზამთრის ზღაპარი“ რაღაცნაირი მიახლოება იყო იმ ხელწერასთან, რომელსაც მოგვიანებით მივაგენი. იმ ფილმში თამაშობდა ევგენი ლეონოვი, რომლისთვისაც ეს  როლი პირველი იყო. მერე გულმა თბილისის კინოსტუდიისკენ გამიწია. დავწერე განცხადება, მაგრამ მთელი ერთი კვირა არ მიშვებდნენ, მეუბნებოდნენ: ყველა „მოსფილმში“ მოხვედრას ნატრობს, შენ კი აქედან მიდიხარო?! მე მაინც დაჟინებით ვუთხარი, წასვლა გადაწყვეტილი მაქვს-მეთქი. ერთი კვირის მერე განცხადებაზე ხელი მომიწერეს და ჩამოვედი თბილისში. მალე მე და თამაზ მელიავამ, რომელთან ერთადაც ვსწავლობდი მოსკოვში, დავდგით ფილმი მერაბ ელიოზიშვილის მოთხრობის – „გზები და გზაჯვარედინების“ მიხედვით. მაშინ ჩვენი კინოსტუდიის დირექტორი იყო მიხეილ კვესელავა – უაღრესად განათლებული ადამიანი. სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნიურნბერგის პროცესზე, ის თარჯიმნად მუშაობდა. ჩვენს დასახმარებლად მან მოიყვანა მთელი იმდროინდელი მწერლობა, რომელსაც ხელისუფლება დიდად არ სწყალობდა: ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი, გურამ ასათიანი... ნოდარმა თქვა, არ მომწონს ეს „გზები და გზაჯვარედინები“, მოდი, „თეთრი ქარავანი დაარქვითო“. აი, ასე, ნოდარის წყალობით, ამ სურათს ჰქვია „თეთრი ქარავანი“.
„ჩვენთვის ნათელი იყო, ვისთან უნდა გვებრძოლა – მტერი იყო საბჭოთა კავშირის რეჟიმი. ჩვენი ბრძოლა იგავის ფორმით ხდებოდა. ჰემინგუეი ამბობს, ხელოვნებაში აისბერგის ზედაპირი ბრწყინავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც წყალქვეშ არისო. სადაც ასე არ არის, იქ არც ხელოვნებააო, დღეს არის და ხვალ გაქრებაო. იგავი  ამის საშუალებას გაძლევს. მაგალითად, ცენზურამ „შერეკილები“ მიიღო, როგორც ზღაპარი. ის, რაც „წყალქვეშ“ იყო, ანუ, სწრაფვა თავისუფლებისკენ – ვერ გაიგეს და ამგვარად ფილმი ეკრანებზე გამოვიდა. საერთოდ, ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა რეზო გაბრიაძემ. რეზოსთან მოვნახე ის ხელწერა, სადაც იუმორია, სევდიანი იუმორი და, ამავე დროს, ეს წყალქვეშა შრეც არის: ვინც გაიგებს – გაიგებს; ვინც ვერა – ვერა. სხვათა შორის, თითქმის ყველა ჩემი სურათის რედაქტორი იყო რეზო ჭეიშვილი, მერე კი ჩვენ ერთად დავდგით სამი სურათი: „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები“ და „ექსპრეს-ინფორმაცია“. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ცისფერი მთები“. შეიკრიბა ძალიან კარგი დასი: რამაზ გიორგობიანი, ძალიან კარგი მსახიობი და რეჟისორი; თემიკო ჩირგაძე, ჩირგო (რომელმაც, ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი სახე შექმნა და ბევრი რეპლიკა თვითონ მოიგონა (მაგალითად, „ძალიან კარგი!“) და, რა თქმა უნდა, სესილია თაყაიშვილი! მისი გადაღება რომ გადავწყვიტე, ვესტუმრე სახლში, მივეცი სცენარი და ვუთხარი, მინდა, ეს როლი შეასრულოთ-მეთქი. შენ გიჟი ხომ არა ხარ, ხვალ-ზეგ საიქიოს გზას უნდა გავუყვე, რაღა დროს ჩემი თამაშიაო! მე ვუთხარი, რატომ, მშვენივრად გამოიყურებით, მაგრამ, თუ არ გინდათ, რას ვიზამ, სხვას მოვძებნი-მეთქი. სცენარს მაინც დაგიტოვებთ, წაიკითხეთ და, რომ მოვალ, მირჩიეთ, ვინ გადავიღო-მეთქი, – ვუთხარი დამშვიდობებისას. რამდენიმე დღეში ჩემს სახლში გაისმა ტელეფონის ზარი – ქალბატონი სესილია რეკავდა. მითხრა, მოდი ჩემთანო. მივედი და დამხვდა ზუსტად ისეთი, როგორიც „ცისფერ მთებშია“! ვუთხარი, დეიდა სესილია, მე ზუსტად ეს მინდა-მეთქი! ჰო, რა ვიციო... დავპირდი, არ გაგაწვალებთ, სულ რამდენიმე წუთში გადაგიღებთ-მეთქი და დავითანხმე. მართლაც ასე იყო: ლევან პაატაშვილი, არაჩვეულებრივი ოპერატორი, აწყობდა მიზანსცენას, აყენებდა სინათლეს, ყველაფერს ამზადებდა და, მხოლოდ ამის შემდეგ მოგვყავდა ქალბატონი სესილია, რომელიც უკვე საავადმყოფოში იწვა. ექიმების თანხლებით მოდიოდა, სულ ათ წუთში გადავიღებდით და ისევ საავადმყოფოში წავიყვანდით ხოლმე. დადგა პრემიერის დღე. ქალბატონ სესილიას ძალიან არ უყვარდა ხალხში გამოსვლა და კინოს სახლში სცენაზე არც გამოსულა; იჯდა პარტერში და, როცა სცენიდან მისი გვარი გამოვაცხადე, ხელის დაქნევით დამემუქრა – მე შენ გაჩვენებ სეირს, რატომ გამომაცხადეო. სურათი რომ დამთავრდა, მითხრა, ვერაფერი ვერ გავიგეო – ცოტა ყურთ აკლდა. მე ვუთხარი, ძალიან ცუდი ასლი იყო, ხვალ გამოგივლით და კარგ ასლს გაჩვენებთ-მეთქი. მართლაც, ხმას ისე ავუწიეთ, რომ ხალხი ლამის დაყრუვდა... მერე კიდევ ერთი ჩვენება იყო ფილარმონიაში, სადაც ახლა საკონცერტო დარბაზია. ძლივს დავითანხმე, რომ მოსულიყო. მოსვლით მოვიდა, მაგრამ, მკაცრად გამაფრთხილა, ხმის ამომღები არა ვარო. მთელი ჯგუფი გამოვიდა, ყველა სათითაოდ წარვადგინე და ბოლოს ვთქვი, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა გელით-მეთქი... და, გამოვიდა ქალბატონი სესილია! ხალხი წამოდგა, ატყდა ტაში! ძალიან უყვარდა ყველას! მიართვეს ვარდები... მერე ჩავსვით მანქანაში და წავიდა ჩვენგან, წავიდა ცხოვრებიდანაც – სულ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა”.
„მე მამაჩემის ფილმები ნანახიც არ მქონდა, რადგან, თითქმის ყველა აკრძალული იყო: „ელისო“, „26 კომისარი“, „ნარინჯის ველი“. იმ ფილმებში თამაშობდა მიხეილ გელოვანი, რომელიც მოგვიანებით სტალინის როლს ასრულებდა. როგორც კი გელოვანმა სტალინის თამაში დაიწყო, ყველა მისი ადრინდელი ფილმი აიკრძალა. ამიტომ, „ელისო“ მხოლოდ მაშინ ვნახე, როცა „ვგიკში” ჩავაბარე. ახლა ყველაფრის საშუალება არის“.

скачать dle 11.3