კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ირჩევენ ქალბატონები გინეკოლოგ მადონა ჯუღელთან ვიზიტს

ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვაკის ფილიალი თბილისში, აბაშიძის ქუჩა ¹65-ში, 2014 წლიდან ფუნქციონირებს და მან უკვე მოახერხა, მცირე დროში მყარი ადგილი დაეკავებინა ქართულ სამედიცინო სფეროში, რაც განაპირობა მაღალპროფესიულმა კადრებმა და პაციენტზე ორიენტირებულმა მიდგომამ.
კლინიკის დირექტორი სამედიცინო დარგში გახლავთ ექიმი-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი მადონა ჯუღელი. კლინიკაში, ქალბატონი მადონა ჯუღელის ხელმძღვანელობით, წარმატებით მუშაობენ ქართული მედიცინის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები, ენდოკრინოლოგები, დერმატო-ვენეროლოგები, უროლოგები, ნევროლოგები, გასტროენტეროლოგები, ანესთეზიოლოგები, რადიოლოგები. კლინიკაში ფუნქციონირებს ფსიქოლოგის კაბინეტი.
საშვილოსნოს ყელის დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და თანამედროვე სამედიცინო ლაბორატორიით, რასაც კვალიფიციური პერსონალი ემსახურება.  კლინიკაში დანერგილი DYSIS საშვილოსნოს ყელის სკანირების სისტემა გამოიყენება მსოფლიოს მასშტაბით. აპარატს მიღებული აქვს CE და ISO სერტიფიკატები და FDA კვლევა. დიდ ბრიტანეთში NICE (National Institute For Health and Care Excellence) მიერ არის რეკომენდებული.
თავად ქალბატონი მადონა კი, ჩვენი მკითხველების გამოკითხვის შედეგად,  იმ ექიმთა რიცხვშია, ვინც წლის წარმატებულ პროფესიონალ გინეკოლოგადაა აღიარებული.

  მადონა ჯუღელის მინი-დოსიე:
განათლება: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი – 1984-1990 წლები.
ქალაქ უმეოს საუნივერსიტეტო კლინიკა. შვედეთი. დიპლომის შემდგომი განათლება – 1992-1995 წლები.
ქალაქი უფსალა, შვედეთი. საუნივერსიტეტო კლინიკის რეპროდუქტოლოგიის განყოფილება – 1995 წ.
სახელმწიფო სერტიფიკატი რეპროდუქტოლოგია, მეან-გინეკოლოგია – 2002-2012 წლები.
მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი – 2009 წ.
2014 წელს, ქალბატონმა მადონამ, ბ. ტყეშელაშვილისა და ლ. ზაქარაიას თანაავტორობით, გამოსცა მონოგრაფია, ილუსტრირებული ატლასი სახელწოდებით:
„საშვილოსნოს ყელის, საშოსა და ვულვის დაავადებათა კოლპოსკოპიური დიაგნოსტიკა და მართვის საფუძვლები“.
ეს მეცნიერული ნაშრომი ერთადერთია საქართველოში და ანალოგი არ მოეპოვება.
– ქალბატონო მადონა, როგორ აფასებთ ამ გადასახედიდან თქვენს განვლილ პროფესიულ  გზას?
მადონა ჯუღელი: ეს გახლდათ საკმაოდ რთული გზა, შრომატევადი და ევროპული სკოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება. საბჭოთა კავშირის დროს, ევროპისკენ გეზის აღება და იქ მიღებული ცოდნის საქართველოში ჩამოტანა, ბევრ რისკს უკავშირდებოდა. თუმცა, სურვილმა გადაწონა ყველა შეფერხება და შვედეთის სამედიცინო ბაზაზე მივიღე უდიდესი გამოცდილება. აქ პირველად მაშინ გავიგე გაიდლაინების სისტემისა და მტკიცებითი მედიცინის შესახებ. ყველანაირი მენეჯმენტი განსაზღვრული უნდა იყოს ამ გაიდლაინებით. ამ სკოლის საფუძველზე არის აგებული ჩემი ქმედება პაციენტთან და დღემდე ამ სკოლის გავლენა გრძელდება. მე ვფიქრობ, რომ პაციენტსა და ექიმს შორის მერკანტილური ფაზა არ უნდა არსებობდეს. არ უნდა იყოს ჩადებული სხვა პრიორიტეტები. პოსტსაბჭოთა  პერიოდში ეს მიდგომები ვეღარ კონტროლდებოდა. პირველი ჩემი მნიშვნელოვანი პოსტულატი პაციენტთან ურთიერთობისას არის იმის დადგენა, თუ რატომ განვითარდა პათოლოგია და ერთგვარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. პაციენტის დაავადებასთან მხოლოდ სიმპტომატურად მიდგომა, ჩემის აზრით, დროებითი შედეგია. ხშირად პაციენტს ეჩქარება, სწრაფად უნდა, დადგეს შედეგი. თუმცა, მე უფრო კომპლექსურად ვუდგები საკითხს. ძალიან ხშირად, ფსიქოსომატური პრობლემების რეალიზაციის შემდეგ, ხდება ძირითადი პრობლემების გამოვლენა. ასევე, ხშირად ქალბატონების დაავადება განპირობებულია მათი სოციალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობითაც. მოკლედ რომ ვთქვათ, აუცილებელია ყველა ნიუანსის გათვალისწინება.
– რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები თქვენს კლინიკაში?
– პაციენტების დიდი ნაწილი ჩვენთან მოდის საშვილოსნოს  ყელის გასინჯვისა და პროფილაქტიკის მიზნით, ნაწილი – უკვე დასმული დიაგნოზით, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სამკურნალოდ. ასევე, არსებობს პაციენტების კატეგორია, რომელიც მოდის სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემით, როგორიც არის ჰორმონალური დარღვევები და სხვადასხვა ტიპის გართულებები. ჩვენ ვახდენთ კომპლექსურ დიაგნოსტირებას. პაციენტებს ვურჩევთ, ჩაიტარონ კლინიკური კვლევა დინამიკურ-სპექტრული კოლპოსკოპით და ოფისის დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია STORZ-ის აპარატით. ეს პროცედურები სრულიად უმტკივნეულოა, ხანგრძლივობა შეადგენს მხოლოდ 10-20 წუთს და შესაბამისად, არ მოითხოვს პაციენტის კლინიკაში დაყოვნებას. საჭიროების შემთხვევაში, ვახდენთ საშვილოსნოს ყელის ექსციზიო-კონიზაციას CO2 ლაზერის ქირურგიული აპარატით ან მაღალი სიხშირის რადიოტალღებით, რადიოსიხშირული რადიოქირურგიის აპარატი „ATMOS Strobo 21 LED-ის“ გამოყენებით.
საშვილოსნოს ყელის კიბო ევროპაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ზოგადად, ევროპის გადმოსახედიდან, ყოველწლიურად 60 000  ქალს უვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო და 30 000 ამ დაავადებით კვდება. ხოლო ქალების რიცხვი, რომლებიც ცხოვრობენ საშვილოსნოს ყელის კიბოთი (მიუხედავად იმისა, ჩატარებული აქვთ მკურნალობა თუ არა) დროის ნებისმიერ მონაკვეთში 175 000-ს  აჭარბებს. ალბათ,  საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ დაავადება და მისგან გამოწვეული სიკვდილი ვითარდება. მიუხედავად იმისა,  რომ შესაძლებელია, შემთხვევათა უმრავლესობის პრევენცია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგითა და ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით. მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული აზრი იმის შესახებ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორგანიზებული პროგრამებით, შემთხვევათა 80 %-ის პრევენცია  ხდება. ამასთანავე, არსებობს ორი ვაქცინა, რომელიც ძალზე ეფექტურად იცავს პაციენტს ორ, ყველაზე გავრცელებულ კარცენოგენური ტიპის ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფექციისგან და შეუძლია საგრძნობლად შეამციროს საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელება. ორგანიზებული სკრინინგის პროგრამებში ვაქცინის გამოყენება უზრუნველყოფს თანაბრად მოიცვას მიზნობრივი მოსახლეობა.
– ქალბატონო მადონა, პაციენტებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– ვცდილობ, ყველასთან უშუალო ურთიერთობა მქონდეს, მათ ენაზე ვესაუბრო, მათი პრობლემები გავითავისო. ექიმს უნდა უყვარდეს თავისი პაციენტი. ისინი გრძნობენ ექიმის დამოკიდებულებას. მე პაციენტებს მხოლოდ ნახევარ საათს კი არ ვუთმობ, ხშირად საათზე მეტხანს, საგულდაგულოდ ვმუშაობ მათთან. ზერელე მიდგომა და სიჩქარე არ მიყვარს, მით უმეტეს, როცა საქმე პაციენტის ჯანმრთელობას ეხება. მე მათთან ურთიერთობის ლიმიტს ვერ დავაწესებ. ისინი ჩემთვის უმთავრესია.
მისამართი: ჟორდანიას ინსტიტუტის ვაკის ფილიალი. აბაშიძის ¹65.
ტელეფონები: 599 10-73-14;
2-24-34-34, 2-24-32-32.

скачать dle 11.3