კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოსტაცა ხელიდან გურია და ბათუმი თურქებს გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა

გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა თავი 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში გამოიჩინა, სადაც დაიჭრა. პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. მონაწილეობდა მსოფლიო ომშიც... 1917 წლის დეკემბერში ბრუნდება სამშობლოში და ქმნის ორ ეროვნულ დივიზიას. 1918 წელს კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკან დამხევი რუსი ნაწილებისგან. „უკან დახეული ამ რუსეთის ჯარებს გზა თბილისზე ჰქონდათ. მიაღწევდნენ თბილისამდე და როგორც მტერი ალყაშემორტყმულ ქალაქს, გვიდგენდნენ სხვადასხვა მოთხოვნას...“ (მაზნიაშვილის მოგონებებიდან). ცხადია, ამ ძალებს ბოლშევიკები იყენებდნენ საქართველოს ხელში ჩასაგდებად. მაზნიაშვილმა შეძლო ამ საფრთხის არიდება ჯავშანმატარებლით და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით… „ომის დაწყების პირველი დღეებიდან თბილისის დაცლამდე, მებრძოლ რაიონებს მოწინააღმდეგის შესახებ შტაბი არავითარ ცნობებს არ  აწვდიდა… ჩემს განკარგულებაში არ იყო კავალერიის არცერთი ნაწილი, რომ შეძლება მქონოდა გამეგზავნა მტრის ბანაკის დასაზვერად… ჩემს განკარგულებაში არ იყო არცერთი ცხენოსანი კაცი, რომელიც შემეძლო, გამეგზავნა მოხსენებით შტაბში, თუ ვინიცობაა ტელეფონის ქსელი გაფუჭდებოდა, ამ დროს კი შტაბში, გარდა ცხენოსან ორდინარცებისა, იდგა რამდენიმე ავტომობილი…
ლაშქრის შტაბმა, არ ვიცი რა მიზეზით, საჭიროდ არ ჩათვალა გამოეგზავნა ჩემთვის კავალერიის ერთი ესკადრონი მაინც. ცხენოსანი ჯარი კი იდგა იმ დროს სოფელ ლილოსთან სრულიად უსაქმოდ…
მაშინ, როდესაც დ. ჭავჭავაძე რეკვიზიციის სახით ჰკრებდა დანჯღრეულ უნაგირებს ქუთაისში და სამტრედიაში, ნავთლუღის საწყობებში იყო თურმე რამდენიმე ათასი საკავალერიო ახალი უნაგირი და ცხენის სხვა მრავალი მოწყობილობა. შემდეგში საპატიმროში, პირადად გოგუას და მთავრობის ზოგიერთ დარჩენილ წევრს ხშირად ვეკითხებოდი: როგორ მოხდა, რომ საწყობებში დაგროვილი იყო აუარება ქონება, მთავრობას კი პოზიციებზე გამოჰყავდა ცუდად ჩაცმული ჯარისკაცები, სამობილიზაციო პუნქტებს კი ხშირად უარს ეუბნებოდნენ საჭირო საგნების გაცემაზე? მთავრობის წევრნი, ჩემს შეკითხვაზე მომეტებულ შემთხვევაში სდუმდნენ, ხანდახან კი იტყოდნენ: შემდეგში, როდესაც ისევ ხელისუფლებას დავიბრუნებთ, ამგვარი რამ აღარ განმეორდებაო. ასეთივე პასუხს იძლეოდა კალისტრატე გოგუა: ვცდილობდით, ეს ქონება შეგვენახა, რომ დიდხანს გვყოფნოდაო. თბილისის უბრძოლველად დატოვების ბრძანებამ ძალიან გამაკვირვა და გამაოცა. 12 საათამდე დარჩენილი იყო რამდენიმე წუთი. რამდენიმე წუთის შემდეგ გუდა-ნაბადი უნდა აგვეკრა და გავქცეულიყავით თბილისიდან. ჯერ კიდევ 24 თებერვალს საინტენდანტო და საარტილერიო საწყობებმა მოზიდეს ჩემს რაიონში სანოვაგისა და ვაზნების უამრავი მარაგი და… უცბად უკან დახევა სატახტო ქალაქიდან! ეს საშინელება იყო. რა მოხდა? რაში იყო საქმე? ყველაზე მეტად მე ერთი გარემოება მაოცებდა: თბილისის დაცლა ისეთი დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე მოჩქარებით, ასე დაუფიქრებლად ვერაფრით ამეხსნა. იმ კრებაზე, რომელზედაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამც თუ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომლებიც ფრონტს თვალით დავყურებდით, კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგისა და ჩვენი ძალები, მათი და ჩვენი სულიერი განწყობილება, არამედ არც კი შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენა არც კი ინებეს... ძნელი იყო ჩვენი დაბარება? ავტომობილებით ხომ ოთხივე ფრონტის უფროსი 5 წუთში მივიდოდით შტაბში!“ (ნაწყვეტი წიგნიდან „მოგონებანი”).
 1918 წელს თურქეთს გადაეცა აჭარა. თუმცა მათ ეს არ იკმარეს – შეიჭრნენ გურიაში და ოზურგეთს მიადგნენ. სახალხო ლაშქრის, პარტიზანებისა და საჯარო ნაწილების მობილიზაციის საფუძველზე, მაზნიაშვილმა არამცთუ გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა რა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში, ბათუმიც გაათავისუფლა. ამავე წელს ის აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. გაათავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე... 28 დეკემბერს კი, 3 500-კაციანი შენაერთით, დაღამებისას სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი... იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მას სთხოვეს, თუმცა ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა, რომ: „როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია, შენი დახვრეტა. ამიტომ, გადმოდი ბოლშევიკების მხარეს.” მაზნიაშვილმა უპასუხა: „მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი არ ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ”. მან სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა თურქები აჭარიდან... 1923 წელს ის დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ გენერალი გამოიყვანეს სიკვდილმისჯილთა საკნიდან და გადაასახლეს ირანში, საიდანაც საფრანგეთში გადავიდა. იქ სდებდნენ უსაფუძვლო ბრალს, რომ თითქოს მან აცნობა საბჭოთა ხელისუფლებას 1924 წლის ამბოხების შესახებ. ნოე ჟორდანიას ის სწერდა: „გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრე უღალატებს სამშობლოს”... სამშობლოში დაბრუნების ნებართვა ითხოვა და რამდენიმე წლის მერე, საბჭოთა ხელისუფლებასთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, მიეცა უკან დაბრუნების უფლება. სამშობლოში გენერალს უამრავი უსიამოვნება შეხვდა. არ მისცეს სამსახური, არ დაუნიშნეს პენსია. უსახსროდ დარჩენილი დასახლდა მშობლიურ სოფელში, მოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას და გლეხურ მეურნეობას მიჰყო ხელი. 1937 წლის მასობრივი ტერორისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი თავის ვაჟთან, ივანესთან ერთად დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს მამა-შვილი...
წლების შემდეგ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ვაჟი, სამამულო ომის ინვალიდი – ბორის მაზნიაშვილი ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე აგზავნის მიმართვას და ითხოვს მამის, გიორგი მაზნიაშვილის საქმის გადახედვასა და რეაბილიტაციას: „ვითხოვ, გადაიხედოს გიორგი მაზნიაშვილის საქმე და რეაბილიტირებულ იქნას. ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როგორც სამამულო ომის მონაწილისა და ასევე მისი შვილიშვილისთვის”…
ბორის მაზნიაშვილი მამის სიკვდილით დასჯას ლავრენტი ბერიას აბრალებს და აღნიშნავს, რომ ლავრენტი ბერიამ გენერალი მაზნიაშვილი სერგო ორჯონიკიძის მაკომპრომეტირებლად დააპატიმრა და დახვრიტა. „მამაჩემი სამხედრო მოსამსახურის შვილი იყო. მან იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ოფიცრის წოდება მიიღო, 1905 წელს კი რუსეთ-იაპონიის ომში მოხალისედ წავიდა. 1914 წელს იმპერიალისტურ ომში მონაწილეობდა, რომლის დამთავრების შემდეგ, მამა ოქროს იარაღით დააჯილდოვეს და გენერლის წოდებაც უბოძეს. 1917 წელს გამოცემული დეკრეტის მიხედვით, ყველა მეომარი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და, შესაბამისად, მამაჩემიც საქართველოში ჩამოვიდა. მენშევიკურმა მთავრობამ თავისი არმიის რიგებში მიიწვია. ამ პერიოდში მას ორჯერ მოუწია ბრძოლა ახალციხესა და ოზურგეთში თურქების წინააღმდეგ. გიორგი მაზნიაშვილი მენშევიკური მთავრობის რიგებში დიდი ნდობით არ სარგებლობდა, რადგან მენშევიკური პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.
საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ, გენერალი მაზნიაშვილი თავის ერთგულ პირებთან ერთად, ბოლშევიკების მხარეს გადავიდა და მეთერთმეტე არმიის კვალდაკვალ საქართველოს თურქი დამპყრობლებისგან გამათავისუფლებელ ბრძოლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა... ამის შემდეგ ამხანაგმა ორჯონიკიძემ გენერალ მაზნიაშვილს დაავალა, თბილისში სასწრაფოდ დაბრუნებულიყო და საბჭოთა საქართველოს პირველი დივიზიის ფორმირებას შედგომოდა. ორჯონიკიძის დავალებით, მას საქართველოდან გაქცეული ყოფილი მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლებისთვისაც უნდა ეხელმძღვანელა, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ...  ის დააპატიმრეს, მაგრამ როგორც უდანაშაულო, მალევე გაათავისუფლეს. 1926 წელს მამა უცხოეთში ოფიციალურად გაემგაზვრა, სადაც ორი წელი დაჰყო... სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1929 წელს ის პენსიაზე გავიდა. 1937 წელს მამა და ძმა დამიპატიმრეს... მიმაჩნია, გიორგი მაზნიაშვილი ლავრენტი ბერიას მოწოდებით დააპატიმრეს, რომელიც სერგო ორჯონიკიძის შესახებ მაკომპრომეტირებელ მასალებს აგროვებდა. გიორგი მაზნიაშვილს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ორჯონიკიძე ენდობოდა”.
ბორის მაზნიაშვილის ეს წერილი და მამის რეაბილიტაციის მოთხოვნა გახდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საქმის გადახედვის მიზეზი... საქმის მსვლელობის პროცესში დადგინდა, რომ გიორგი მაზნიაშვილი რუსეთის იმპერიის არმიის გენერალი იყო. ის საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების წინადადებით, საქართველოს მსროლელთა დივიზიის ფორმირებას შეუდგა. პარალელურად კი, კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც გენერალი მაზნიაშვილი 1921 წლის 6 ოქტომბერს დააპატიმრეს და სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა, დახვრეტა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს, საბოლოოდ კი, ამინისტიის შედეგად, 1923 წელს გაათავისუფლეს... ციხეში და გათავისუფლების შემდეგაც, კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა. ამიტომაც გენერალი კვლავ დააპატიმრეს და კვლავ დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა დახვრეტას მაზნიაშვილი ამჯერადაც გადაურჩა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, იმავე წლის მაისში, გენერალი ბაქოს გავლით თეირანში გაემგზავრა. მაზნიაშვილმა ვერ მოახერხა თეირანში სამსახურის დაწყება...
სხვა ბრალდებებთან ერთად, „ჩეკამ”, მისი პიროვნების დისკრედიტაციისთვის, ეროვნულ გმირს ბრალი, როგორც აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორს, მარადიორობასა და ქალების გაუპატიურებაშიც წაუყენა და აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემებიც მიაწერა. „ეროვნული გვარდიის მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ის გენერალ მაზნიაშვილის დივიზიამ შეცვალა და ამ წუთიდან იწყება აფხაზეთის ტრაგედია. მაზნიაშვილის დივიზია განსაკუთრებული სიმკაცრითა და შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა. დივიზიის წევრები აფხაზეთის მშვიდობიან სოფლებში იჭრებოდნენ, ძარცვავდნენ მოსახლეობას და აუპატიურებდენენ ქალებს”…
ამგვარი ინფორმაცია დევს მაზნიაშვილის საქმეში.
რაც შეეხება გიორგი მაზნიაშვილის ვაჟის მოთხოვნას,  მამის საქმის გადახედვის შესახებ, მას 1979 წლის 3 აპრილს ეცნობა, რომ გიორგი მაზნიაშვილი 1937 წელს დასაბუთებულად იქნა სიკვდილით დასჯილი და გაპროტესტების საფუძველი არ არსებობდა…

скачать dle 11.3