კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მივბაძოთ ვარსკვლავებს

დღეს შემოგთავაზებთ მსოფლიო მეგავარსკვლავების დიეტისა და თავის მოვლის რეცეპტებს. რომ წაიკითხავთ, დარწმუნდებით, რომ მათი მიბაძვა სულაც არ არის ძნელი.
ამბობენ, რომ ძროხის რძე დიდად სასარგებლო არ არის ზრდასრული ადამიანებისთვის, რადგან მათი ორგანიზმი ძნელად ითვისებს მის ცილებს, მაგრამ კემერონ დიასმა ის მთლიანად მაინც არ ამოიღო მოხმარებიდან, ანუ მისი გამოყენების ალტერნატივა მოძებნა: კვირაში ერთხელ ის მშრალი რძით (რძის ფხვნილით) იკეთებს პილინგს. როგორც ვარსკვლავმა დაადგინა, მასში შემავალი რძემჟავა გლიკოლისა და ხილის მჟავაზე უკეთესადაც კი წმენდს კანს. დიასი ჯერ მინერალური წყლით იწმენდს სახეს, ყელსა და დეკოლტეს, შემდეგ კი 3 ჩაის კოვზი რძის ფხვნილით (1 კოვზი – სახეზე, 1 – ყელზე, 1 – დეკოლტეზე) წრიული მოძრაობით იკეთებს პილინგს. მსახიობი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სახის T ზონას (შუბლი, ცხვირი და ნიკაპი), რადგან ამ ადგილებში კანი ყველაზე მეტად გამოიმუშავებს ცხიმს და, შესაბამისად, ეს უბნები ყველაზე ხშირად არის ხოლმე გასაწმენდი, რათა ფორები არ ამოივსოს მტვრითა და კანის ცხიმით. შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვათ თქვენი მკვებავი.
პროდუქტებიდან კი, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, კემერონ დიასი უპირატესობას ანიჭებს უმ ხილსა და ბოსტნეულს, თუმცა, ხანდახან გემრიელი კერძებითაც ინებივრებს ხოლმე თავს, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, მომდევნო დღეს მხოლოდ ერთი სახეობის ხილს ან ბოსტნეულს მიირთმევს, ანუ განტვირთვის დღეს იწყობს.
ნიკოლ კიდმანი დიდ პატივს სცემს ცილებს საკვებშიც და თავის მოვლის საშუალებებშიც, განსაკუთრებით კი – ქოქოსის რძეს. მაგალითად, თუ ის ფოტოსესიაზე ან წვეულებაზე აპირებს წასვლას, ჩვეულებრივი, თუნდაც უმაღლესი ხარისხის ბალზამის ნაცვლად, ის თმაზე ქოქოსის რძეს ივლებს და ამტკიცებს, რომ ამ ბუნებრივი პროდუქტის წყალობით, მისი ლოკონების ბზინვარებას მაშინვე ამჩნევენ.
ყველამ ვიცით, რომ ბიონსე არასდროს „ჩამოდის“ მაღალი ქუსლებიდან. მისი სხეულის სილამაზის საიდუმლო ზომიერ კვებაშია, ფეხებში სიმძიმისა და დაღლის არქონის საიდუმლო კი – ერთ მარტივ რეცეპტში: 1 ჩაის ჭიქა ზღვის მარილის, 1/3 ჩაის ჭიქა ნუშის ზეთის, 10 წვეთი პიტნის ეთერზეთისა და 5 წვეთი ლავანდის ზეთის ნარევით გააკეთეთ სკრაბი და კვირაში ორჯერ წაისვით ფეხებზე.
სინდი კროუფორდს ძალიან უყვარს კარტოფილი და მას არა მარტო ვახშმად მიირთმევს (კანიანად გამომცხვარს, ზღვის მარილით), არამედ, ქუთუთოებისთვისაც იყენებს: როდესაც უძილობისგან ან დაღლილობისგან თვალების გარშემო მუქი წრეები უჩნდება ან ქუთუთოები უშუპდება, ორ განიერ რგოლად მოჭრილ უმ კარტოფილს 15-20 წუთით იდებს დახუჭულ თვალებზე და – პრობლემა თვალსა და ხელს შუა ქრება.
ცნობილი რუსი მომღერლის – ვარვარას თმის სიძლიერისა და სილამაზის საიდუმლოც ერთ უბრალო რეცეპტში მდგომარეობს: ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით (2-3 სადილის კოვზი) შეურიეთ თალგამისა და აბუსალათინის ზეთები და A, D და E ვიტამინების 10-10 წვეთი. ეს ნარევი 70 გრადუსამდე გააცხელეთ წყლის აბაზანაზე, გააგრილეთ და შეიზილეთ თმის ძირებიდან ღერების ბოლოებამდე. დაიხურეთ ცელოფნის ქუდი და გაიჩერეთ 2 საათი. ჩამოიბანეთ კვერცხის შამპუნით, ორჯერ.
განსაკუთრებულ დიეტას კი ვარვარა არ იცავს, უბრალოდ, გვიან ჭამას ერიდება.
კეტრინ ზეტა-ჯონსი ჰოლივუდური ღიმილის საკუთარ რეცეპტს გთავაზობთ: იმისათვის, რომ ამა თუ იმ საკვების ან სასმლის წყალობით გამუქებულ კბილებს მომენტალურად დაუბრუნდეს ბზინვარება, პასტის ნაცვლად, გასაწმენდად კენკრის (მარწყვის, ჟოლოს) ცოცხალი პიურე უნდა გამოიყენოთ. კბილების გათეთრებასთან ერთად, თქვენი სუნთქვაც გაცილებით სურნელოვანი გახდება.
რაც შეეხება დიეტას, კეტრინი ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ არასდროს არღვევს კვების საათობრივ რეჟიმს და შეძლებისდაგვარად ხშირად იტარებს წყლის პროცედურებს; დილით და საღამოთი წავარჯიშება ან თუნდაც ფეხით სიარული კი მას სხეულის სილამაზისა და ჯანმრთელობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიაჩნია.

скачать dle 11.3