კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იპარებოდა თურქეთში საღამოობით მარიამ გულედანი და რა ეხმარება მას სხეულის კარგი ფორმის შენარჩუნებაში

მარიამ გულედანი 16 წლისაა. ის სამოდელო სააგენტო „ნიუ ლუქ მოდელსის“ მოდელია. ცოტა ხნის წინ მარიამი თურქეთში იმყოფებოდა და იქიდან, სხვა გოგონებთან ერთად, პრიზებითა და დიპლომებით დაბრუნდა. მოდელობის გარდა, მარიამი მოცეკვავეც არის და ამ მხრივაც არაერთი წარმატება აქვს.
მარიამ გულედანი: სკოლაში ვსწავლობ და მომავალში ვაპირებ, იურისტი გავხდე, ადვოკატი. გარდა ამისა, მოდელის პროფესიასაც ვეუფლები და მინდა, ამ კუთხითაც გავიზარდო. საკმაოდ ენერგიული ვარ და ცელქიც. ჩემი ასაკის გოგონებს ვერ ვუგებ, ბიჭები უფრო მიგებენ. ხიფათიანი ვიყავი, მუხლები სულ დაშრამული მაქვს. სამეჯლისო ცეკვებზეც დავდივარ, „სამბა” და „რუმბა” მიყვარს ყველაზე მეტად. ჩემპიონატებზე, კონკურსებზე გამოვდივარ და პირველი ადგილები და მედლებიც მაქვს აღებული, ცეკვა მეხმარება იმაშიც, რომ კარგ ფორმაში ვიყო.
– დიდი ხანია, მოდელი ხარ?
– თავიდან არც მიფიქრია მოდელობაზე. მერე რაღაც ქასთინგზე მივედი. გადავწყვიტე, ბედი მეცადა და გამიღიმა კიდეც. მეორე წელია, რაც სამოდელო სააგენტო „ნიუ ლუქ მოდელსის“ მოდელი ვარ. ძალიან მომწონს ჩემი სააგენტო –  ვარჯიშიც გვაქვს, ცეკვაც, გვასწავლიან სიარულს, მაკიაჟის გაკეთებას. სხვადასხვა კონკურსშიც ვმონაწილეობ, გავხდი „ვიცე-მის სკოლა“ და „ნიუ ლუქ მოდელსის“ სახე. ბევრი გოგონა მონაწილეობდა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
– სულ ახლახან თურქეთში იყავი, სადაც, ასევე, სილამაზის კონკურსში მიიღე მონაწილეობა.
– ყოველწლიურად თურქეთში, კერძოდ კი, ალანიაში ტარდება ფესტივალი, რომელშიც ბევრი ადამიანი მონაწილეობს. ჩამოდიან ყაზახეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ასევე, თურქეთიდან. საქართველოდან ჩვენი სააგენტო იყო სამოდელო მიმართულებით. 6 გოგონა აარჩიეს ჩვენგან და ორი დიზაინერის კოლექცია წარვადგინეთ. ერთ-ერთია ანანო ნადარეიშვილი, რომლის ფრთებიც მეკეთა და მეორე – თამთა შინდელიშვილი. ჩვენი ჯგუფი მესამე ადგილზე გავიდა. ზოგადად, ფესტივალი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მასში მონაწილეობენ როგორც მოდელები, ასევე მომღერლები, მოცეკვავეები. ჩვენ ვიყავით მოდისა და თეატრის სფეროში.
– როგორ ჩაიარა ფესტივალმა?
– ძალიან კარგად გავატარეთ დრო. საღამოობით ვიპარებოდით ნომრიდან და ვერთობოდით. კლუბშიც დავდიოდით. ფესტივალმა ძალიან კარგად ჩაიარა. პირველ დღეს თამთა შინდელიშვილის კოლექციის ჩვენება გვქონდა, მეორე დღეს – ანანო ნადარეიშვილის, მესამე დღეს იყო დაჯილდოება. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, მაგრამ ჩვენ მოვეწონეთ და მესამე ადგილზე გავედით.
– როგორ გრძნობდი ფრთებში თავს?
– ძალიან კარგად, ანგელოზი მეგონა თავი. ხალხს განსაკუთრებით მოეწონა. ყველა ჩემთან იღებდა ფოტოს. იმდენად მოეწონათ ეს ფრთები, რომ ერთ-ერთმა სასტუმრომ გვთხოვა მათთან ჩვენების გაკეთება, რის შემდეგაც დაგვაჯილდოვეს. თან, როგორც ანგელოზის ფორმაში გამოწყობილს, მთხოვეს, დიპლომები მე დამერიგებინა. ცოტა რთულია ამ ფრთების ტარება, მაგრამ ფურორი მოახდინა. ყველას მოსწონდა. გარეთ რომ გავედით ლამის სხვისი ჩვენება ჩავშალეთ, რადგან ყველა ჩვენკენ გამოიქცა: ფოტოებს გვიღებდნენ და ავტოგრაფებს გვართმევდნენ. სხვათა შორის, ჯილდო რომ მოგვცეს, ფრთიანი ქალი იყო მასზეც გამოსახული. ზოგადად, ასეთი ტიპის კონკურსები ძალიან მომწონს, ბევრი კომპლექსი მომეხსნა, უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი. ცეკვაც ბევრ რამეში დამეხმარა და მიხარია, რომ ახლა კომპლექსები არ მაქვს. სიმაღლეშიც გავიზარდე, სხეულის ფორმაც დამეხვეწა. არც საცურაო კოსტიუმით გამოსვლის კომპლექსი მაქვს. მომწონს ჩემი ტანი და რატომ უნდა მქონდეს კომპლექსი?
– თაყვანისმცემელებიც ნამდვილად გეყოლება.
– სხვათა შორის, მყავს. პატარებიც არიან და დიდებიც. უფრო დიდები ჭარბობენ – 18, 19, 20 წლისები. არცერთ ბიჭთან არ მაქვს სერიოზული ურთიერთობა, ვერიდები ხოლმე. „ფეისბუქშიც“ მწერენ: ძალიან ლამაზი ხარ და ასე შემდეგ. ჯერჯერობით ადრეა ასეთი ურთიერთობები და უცხოა ჩემთვის. ბავშვობა ბავშვურად უნდა გაატარო, ნელ-ნელა მოვა ყველაფრის დრო.

скачать dle 11.3