კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუბლებს მონატრებულები

სათაგურში – უფასო ყველის იმედად

 ისე მოხდა, რომ ოკუპანტებმა ჩვენებურ სეპარატისტებს დაპირებული 4 მილიარდი რუბლი არა და არ აღირსეს, თუმცა ამ უკანასკნელებმა, სწორედაც რომ, ამის ეშხით მოუწერეს ხელი ინტეგრაციის ხელშეკრულებას, რის მიხედვითაც, ლამისაა ვამბობთ აფხაზეთს, ვგულისხმობთ რფ-ს.
თუმცა „პრ.“ ხაჯიმბა სამწყსოს ამშვიდებს, რომ ხმები იმის შესახებ, რომ რუსულ-აფხაზური ურთიერთობა გართულდა,  გადაჭარბებულია და ისიც, რომ რფ არ აპირებს აფხაზეთს გაუწიოს ფინანსური დახმარება.
ზედაც,  განმარტავს (მომყავს ციტატა): „მიმდინარე წელს რუსული ფინანსური დახმარების შეყოვნების მიზეზი დაკავშირებულია დოკუმენტაციის შემოწმებასთან, რადგან 2012-2014 წლებში მილიარდ რუბლზე მეტი თანხა არ იქნა დახარჯული მიზნობრივად.“
მართალია, „პრ.-ს“ არ დაუკონკრეტებია, როდის დასრულდება შემოწმება, სავარაუდოდ კი, მაშინ, როდესაც აფხაზეთი რფ-ის ყველა მოთხოვნას შეასრულებს, მათ შორის, აფხაზეთში მიწის აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონეთათვის მიყიდვის შესახებ, იმიტომ რომ, თუმცა ენგურს გაღმა არ სურთ ამის დაჯერება, უფასო ყველი, მით უმეტეს, ფული, მხოლოდ სათაგურშია. –

скачать dle 11.3