კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კორეელი „მზე“

ნეტარი, ანუ მზეზე მაღალი

თუკი აქამომდე მხოლოდ მზის დაპყრობითა და საკუთარი მოქალაქეების, თანამდებობის პირების თამადობით, საჯარო დასჯით იყო გართული, გასულ კვირას ჩრდილო კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა, საბედნიეროდ, ნახევრადო.
„ბი ბი სი“ იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეის უგვირგვინო მეფემ ქვეყნის არმიას ომისთვის მზადყოფნის ბრძანება მისცა. ეს გადაწყვეტილება კი ნეტარს მას შემდეგ მიუღია, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან ორმხრივი სროლა ამტყდარა.
როგორც ხდება ხოლმე, სეულის განცხადებით, ცეცხლი ჩრდილო კორეელებმა გახსნეს და მათ მხოლოდ უპასუხეს. და თუმცა 1950-1953 წლების ომის შემდეგ ეს ორმხრივი ცეცხლის პირველი შემთხვევა არ არის, სამხრეთ კორეამ საზღვრისპირა რაიონებიდან მოსახლეობა გამოიყვანა.
მართალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფხენიანმა სეულს ომი გამოუცხადოს, მაგრამ ჩრდილო კორეა რომ მთლად საღ ჭკუაზე ვერ არის, დღესავით ნათელია.
თუ გავიხსენებთ, რომ ჩრდილო კორეის საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, ჩრდილო კორეელი ასტრონავტები მზეზე გადასხდნენ (ბუნებრივია, ღამით, რომ სიმხურვალეს არ გაეთანგა), ვფიქრობ, ოპტიმალური იქნებოდა, თუკი ფხენიანის ელიტა, საერთოდაც, მზეზე გადასახლდებოდა: დედამიწაც დაისვენებდა და მზეც გაიხარებდა, რაკი თავისივე ცხრავე თვალით მეორე „მზეს“ (ვგულისხმობ – მზეზე მაღალ კიმ ჩენ ინს) იხილავდა. –

скачать dle 11.3