კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ლასურიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლასური.
გვარის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ წყაროებში.
„კუმურდოელი იოანე ლასურიძე ერთგულების პირობას აძლევს მცხეთის კათალიკოსს დავითს.”
საქართველოში 216 ლასურიშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 143, თბილისში – 54, საგარეჯოში – 19.
პატარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პატარა.
ეს სახელი 1202 წელს თამარ მეფის სიგელშია მოხსენიებული.
ამავე ძირისაა გვარები: პატარავა, პატარაია, პატარაძე, პატარიძე.
1873 წლის აღწერაში, სოფელ ენაგეთში მოიხსენიება პაშა პატარაშვილი.
საქართველოში 263 პატარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 74, თბილისში – 68, თელავში – 37. არიან სხვაგანაც.
გოგლიძე-გოგილიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგოლა.
გოგლიძეები 1941 წელს ამბროლაურის რაიონიდან, სოფელ უყეშიდან ასურეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ამავე ძირისაა გვარები: გოგილიძე და გოგლიაშვილი.
საქართველოში 874 გოგლიძე ცხოვრობს: თბილისში – 522, გორში – 92, ონში – 78. არიან სხვაგანაც.
158 – გოგილიძე.
მუჯირიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა – მუჯირი.
მუჯირიშვილები ცხოვრობენ ქვემო ქართლში, გომარეთში, დმანისის რაიონში, ბოლნისის რაიონში, თბილისში და სხვაგანაც.
მუჯირიშვილი დაწინაურებული საგვარეულო იყო.
1666 წელს ზებია მუჯირიშვილსა და გიორგი მუჯირიშვილს შორის სადავო ყმა-მამულის წიგნში მოიხსენიება ქაიხოსრო ციციშვილი.
1680 წელს უშუკა მუჯირიშვილს, რომელიც საწვერისში ცხოვრობდა, ზაზა ციციშვილის ყმისთვის კარაპნის ადგილი თავად აუშენებია.
საქართველოში 433 მუჯირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 284, დმანისში – 60, ბოლნისში – 43. არიან სხვაგანაც.
ქარჩხავა
გვარის ფუძეა სიტყვა ქარჩხა, თუმცა ეს სიტყვა ლექსიკონებში არ გვხვდება. ქართულ წყაროებში დაფიქსირებულია სიტყვა ქარჩი, ქარჩა, რაც კუთხურად ბრტყელი პირის მქონე წერაქვს ნიშნავს.
ასევე, გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელი ქარჩა, საიდანაც ნაწარმოებია გვარები: ქარჩაიძე, ქარჩავა და ქარჩილავა.
ისტორიულ მასალებში გვარი ქარჩხავა იშვიათად გვხვდება. ვინმე ქარჩხავა მოხსენიებულია მეცხრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში.
საქართველოში 599 ქარჩხავა ცხოვრობს: ქუთაისში – 233, ვანში – 207, ბაღდათში – 71. არიან სხვაგანაც.
ბოჟაძე
ამ გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში, საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვხვდება.
აბანოში მცხოვრები ბოჟაძე მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში.
ბოჟაძე ზაქარია მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში.
საქართველოში 305 ბოჟაძე ცხოვრობს: ხარაგაულში – 49, თბილისში – 34, ზესტაფონში –  34. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3