კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გაურბოდა შეშინებული ჯალალედინი და როგორ სამარცხვინოდ მოკლეს ის, უპატრონო ძაღლივით მარტოდ დარჩენილი

ჯალალედინმა სულ ორიოდეჯერ შეძლო მონღოლებთან ბრძოლაში წარმატების მიღწევა, ისიც, მხოლოდ მონღოლების არმიის მცირე ნაწილებთან. მაგალითად, ფარვანის ბრძოლაში მოახერხა, 80 000-იანი ჯარით დაემარცხებინა მონღოლთა მხოლოდ ერთ-ერთი, 30 000-კაციანი შენაერთი, ისიც, ვიწრო ხეობაში შეიტყუა, სადაც გარემოს კარგად იცნობდა, მონღოლები კი არ იცნობდნენ.
სამაგიეროდ, გაბრაზებულმა ჩინგიზ ყაენმა მდინარე ინდთან გაჟუჟა ჯალალედინის არმიის უდიდესი ნაწილი, მხოლოდ 4 000 მეომრით მოასწრო მდინარეზე გადასვლა ხორეზმის ყოფილმა შაჰმა... თავისი ჰარამხანა მდინარეს გაატანა, ოჯახის წევრები კი მონღოლებს შეატოვა გასაწყვეტად.
1227 წელს გარდაიცვალა ჩინგიზ ყაენი. იმპერიას 1229 წლამდე განაგებდა მისი უმცროსი ვაჟი პირველი ცოლისგან – თული. მონღოლური კანონებით, მამის იურტის (კარვის) მემკვიდრედ უმცროსი შვილი ითვლებოდა.
ამ დროისთვის მონღოლთა ჯარების ახალი ნაკადი კვლავ განაგრძობდა დაპყრობებს და მიუახლოვდა ქალაქ ნიშაბურს ჩრდილოეთ ირანში. რამდენიმე წლით ადრე, ჩინგიზ ყაენის შვილმა, თულიმ, ნიშაბური და სხვა ქალაქები მიწასთან გაასწორა და დახოცა ჯალალედინის 12 000 მეომარი. მონღოლთა დროინდელი უცნობი ქართველი ჟამთააღმწერლის თქმით, პირველ ჯერზე 300 000 ნიშაბურელს მოჰკვეთეს თავი, მეორე ჯერზე 100 000 კაცი დახოცეს, ხოლო მესამედ – 32 000. ჟამთააღმწერელი ამბობს: იქნებ, არ დაიჯეროთ, მაგრამ, მონღოლი ჩინოვნიკის, დიდი სიბმდივნის, ხოჯა შამშადინის ძმა, რომელიც შეესწრო ამ ამბებს, გადმოგვცემს ასეო. უფლისწული თული ერაყისკენ დაიძრა.
ამ დროს ჯალალედინი თბილისში იყო, აიყარა დედაწულით და ადარბადაგანისკენ გაემართა, თან წერილები აფრინა ხლათის სულთანთან, ბაღდადის ხალიფასთან და ერაყის მბრძანებლებთან, დამეხმარეთ და ამით თქვენ თავს დაეხმარეთო.
სამშობლოდან გამოძევებული ხვარაზმ-შაჰი წერდა: „თუ პირადად არ გსურთ თათრების წინააღმდეგ ბრძოლა, ჯარი მომაშველეთ, რადგან, ვიცი მათი ტაქტიკა. თუ არ დამიჯერებთ, თუ მე არ შევებრძოლები, თქვენ ვერ შეძლებთ, წინააღმდეგობა გაუწიოთო“.
ჯალალედინს თავისი არაადეკვატური ქმედებებით ისე ჰქონდა სახელი გატეხილი, რომ არავინ დაუჯერა, მეტიც, რეგიონის სახელმწიფოებმა მისი მოშორება გადაწყვიტეს.
უფლისწული თული ყაზვინამდე მივიდა და ისევ მონღოლეთში გაბრუნდა, რადგან, იმპერიის მართვის საქმეები იყო გადასაწყვეტი, რითაც ისარგებლა დევნილმა სულთანმა.
ამ დროს ქართველები, ხლათელები, იკონიელები და სხვები, შეწუხებულნი ჯალალედინის სისატიკით არა მარტო ქრისტიანების, არამედ მუსლიმანების მიმართაც შეითქვნენ და ერთად გალაშქრება დაგეგმეს ველური სულთნის წინააღმდეგ.
რუსუდან მეფემ გასცა ბრძანება და შეიყარა საქართველოს ჯარი ავაგ ამირსპასალარის, შანშე მანდატურთუხუცესის, ვარამ მსახურთუხუცესის, ცოტნე დადიანის ხელმძღვანელობით. გახსნეს დარიალის კარი და გადმოიყვანეს დაქირავებული ოსები, დურძუკები და სხვა მთიელები. 40 000 კაცი შეიკრიბა ნაჭარმაგევში.
ჯალალედინს აცნობეს ამის შესახებ. მან გადაწყვიტა, დაესწრო მოწინააღმდეგეებისთვის და ცალ-ცალკე გაენადგურებინა. ამიტომ, იჩქარა და ტფილისზე წამოვიდა.
ქართველები მარტონი აღმოჩნდნენ ჯალალის ჯარის წინაშე ბოლნისთან და იძულებული გახდნენ, მოკავშირეთა გარეშე გაემართათ ბრძოლა მათზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვან  მტერთან. ეს მოხდა 1228 წელს. ჯალალედინს უკან არ წაესვლებოდა, წინ ქართველები იდგნენ, ადრე მის მიერ უკვე დამარცხებულნი. მალე ქართველების მოკავშირეთა ჯარები შეიძლებოდა მოსულიყვნენ. ამიტომ, უბრძანა თავის მეომრებს და დაიწყო ომი.
 სულთნის ჯარმა გაიმარჯვა. ქართველებმა დიდი ზარალი განიცადეს. საკუთარი ქვეყნიდან გამოდევნილმა ჯალალედინმა ისევ დაიკავა თბილისი და არბევდა ქართლს...
შემდეგ, 1230 წლის 10 აგვისტოს, იკონიის, დამასკოსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა მბრძანებლებმა სასტიკად დაამარცხეს ჯალალედინი.
1231 წლის დასაწყისში ჯალალედინს აუჯანყდნენ განძელი მოქალაქეები. იქაც ისე გაამწარა უბრალო ადამიანები (მუსლიმანები), რომ ხელოსნებმა იკისრეს აჯანყების ხელმძღვანელობა. მართალია, ქრისტიანებისა და ერთმორწმუნე მუსლიმანების დაუძინებელმა მტერმა აჯანყება სასტიკად ჩაახშო, მაგრამ დიდი ზარალიც განიცადა.
მანამდე, 1229 წელს, ჩინგიზ ყაენის ანდერძის მიხედვით, დიდ ყაენად აირჩიეს მისი მესამე შვილი – უგედეი.
უგედეი ყაენის ბრძანებით, მონღოლთა ცენტრალური ურდოდან წინა აზიის დასაკავებლად გამოემგზავრა ოთხი ნოინი: ჩორმაღანი – ჩინგიზ ყაენის ყოფილი აბჯრისმტვირთველი და განთქმული სარდალი; ჩაღატა, იოსური და ბიჩო. თითოეულს ათ-ათი ათასი მეომარი ჰყავდა, თავისი დედაწულით. ამ ჯარსვე დაევალა ჯალალედინის სრული განადგურება.
გზად ნოინებმა გამოიარეს ჯეონი (ამუ-დარია), ხორასანი, ჩრდილოეთ ირანი. მოვიდნენ ჩვენს რეგიონში და დაიწყეს მისი დაკავება. 
შევიდნენ ადარბადაგანში. ფსიქოპათი ჯალალედინის მიერ გამწარებული თავრიზის მოსახლეობა (ასევე, ქალაქ არდაველის მოსახლეობაც) დიდი ძღვენით დახვდა თათრებს. მათ გადმოიარეს მდინარე არაქსი და მოვიდნენ ჩვენს მეზობლად, განძაში. განძელები სამი დღე არ დამორჩილდნენ ახალ დამპყრობლებს, მაგრამ  მონღოლებმა მაინც დაიკავეს განძა, ააოხრეს და მრავალი ადამიანი დახოცეს, რადგან ეზიზღებოდათ მაჰმადიანების რჯული იმდროინდელ მონღოლებს.
ჩორმაღანის 40 000 ჯარისკაცმა დაიფრინა ჯალალედინის გულგახეთქილი ხვარეზმელები და მასთან მიმხრობილი სხვა ხალხთა მელიქების მთელი არმია თუ ბრბო. ჯალალედინი ძალიან შეშინდა და დასავლეთისკენ გაიქცა. დაფრთხნენ მისი მეომრებიც. საქართველოს საზღვართან, ბასიანში, მონღოლები უკვე ეწეოდნენ ხვარაზმელებს.
ნაშაჰარ-ნასულთარი ჯალალედინი ქურთისტანის მთებში გადავიდა.
შიშით შეძრწუნებული ხვარაზმელი მეომრები – თბილისის, განძის, ხლათისა და სხვა ქალაქების გადამბუგველები და ამაოხრებლები, უდანაშაულო მოსახლეობის მჟლეტავები – მგლის დანახვაზე დამფრთხალი ცხვრის ფარასავით დაიფანტნენ და მარტო დატოვეს თავიანთი ფსიქოპათი სულთანი.
პატივმოყვარე სულთანი სულ მთლად მარტო დარჩა – არც ახლობელი, არც დაცვა, არც ერთი ჯარისკაცი მის გვერდით არ გაჩერდა – მის გვერდით ყოფნა სიკვდილს ნიშნავდა. ხვარაზმელთა უმეტესობა ახალ მბრძანებელს ეძებდა და ახალ ძარცვებზე ოცნებობდა. ვისღა აინტერესებდა უსუსური ნასულთნარის ბედი, როცა ხვარაზმელი და სხვა ქვეყნების ყაჩაღები საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ – ზოგმა იარაღი გადაყარა და ვაჭრის ტანსაცმელი გადაიცვა, ზოგი ტყეებს შეეფარა, ზოგი გულგახეთქილი აწყდებოდა უცნობ მთებს...
ოდესღაც დიდი ხვარაზმის შაჰის მემკვიდრე, ოდესღაც მრავალრიცხოვანი ბრბოს სულთანი, ოდესღაც გუმბათმორღვეული სიონის ტაძრის თავზე აღმართულ ტახტზე მჯდარი პირსისხლიანი სულთანი, რომელიც ათასობით ტფილისელის თავის მოკვეთას უყურებდა და სადისტური სიამოვნებით ტკბებოდა, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, სიკვდილამდე შეშინებული (ერთი არაბული გადმოცემით, ღატაკის დაგლეჯილ ტანსაცმელში გადაცმული).
ცხენიც დაეღალა, მუხლებში კანკალმაც უმატა ჯალალედინ მანქბურნის, ასევე დევნილი მუჰამედ შაჰის მემკვიდრეს...
ბოლოს, დაღლილი მიწვა ერთ-ერთი სოფლის მახლობლად ხის ძირში, თავქვეშ ძვირფასი თვლებით მოოჭვილი უნაგირი ამოიდო და ჩაეძინა.
იმ სოფელში მცხოვრებმა ღატაკმა ქურთმა დაინახა ხის ძირში მწოლიარე ადამიანი. მივიდა ახლოს და თვალი მოსჭრა ძვირფასმა უნაგირმა, კაპარჭმა და ქამარმა... იმ არემარეში უკვე იცოდნენ, რომ ხვარაზმელთა ყოფილ შაჰსა და მის გარემოცვას ეძებდნენ.
მივიდა ახლოს მწყემსი, სძლია სიხარბემ, ამოიღო ხანჯალი და ღორივით დაკლა ჯალალედინი. ერთ-ერთი მუსლიმანური ვერსიით, ქურთმა ჯალალედინი მოკლა შურისძიების გამო, რადგან ხვარაზმელებს მისი ძმა მოეკლათ.
არის მცირედ განსხვავებული გადმოცემებიც, თუმცა, ყველგან ჩანს, როგორი სამარცხვინო სიკვდილი ხვდა წილად მონღოლთაგან გაქცეულ ჯალალედინს, უპატრონო ძაღლივით მარტოდ დარჩენილს.

скачать dle 11.3