კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავეწიოთ და გავუსწროთ დასავლეთს

ანუ ჩემი ტანკი შენსას სჯობია

 

რფ-ის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა რუს და მსოფლიო საზოგადოებას აუწყა, რომ რუსულ სატანკო მრეწველობას დასავლურისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, 20 წლით გაუსწრია.
მეტიც, მისივე მტკიცებით, უცხოურ ქვეყნებს გაუჭირდებათ ისეთი ტანკის შექმნა, როგორიც რუსული საბრძოლო მანქანა „არმატეაა“!
მომყავს ვიცე-პრემიერის ციტატა: „ჯერ ერთი, დასავლეთი 15-20 წლით ჩამოგვრჩება და, მეორეც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი შეძლებენ მსგავსი ტანკის შექმნას, იმ მომენტისთვის ჩვენ უფრო უკეთესს გავაკეთებთ.“
სხვათა შორის, ზემოხსენებული „არმატეა“ წელს, 9 მაისს ჩაახრიგინეს წითელ მოედანზე და, როგორც გვარწმუნებენ, მისი ჯავშანი ისეთი მყარია, რომ ტანკის ეკიპაჟი ცოცხალი გადარჩება თვით ტანკის აფეთქების შემთხვევაშიც კი. ხოლო მის რადიოსალოკაციო სადგურს ასი კილომეტრის რადიუსში შეუძლიაო ერთდროულად აკონტროლოს 40 სახმელეთო და 30 საჰაერო მიზანი. და ეს ყოველივე ხსენებული ტანკის ღირსებების მხოლოდ ნაწილიაო.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ შემდეგი ომი ბირთვული იქნება (ყოველ შემთხვევაში, მათთან, ვისი თვალების დასაბრმავებლადაც შეიქმნა „არმატეა“), რთული სათქმელია, რა თავში იხლიან ჩრდილოეთში ტექნიკის ზემოხსენებულ ნიმუშს, რადგან ჩვენი მსგავსი მცირე-მცირე ქვეყნების დამარცხება ამდენ წვალებად არ ღირდა: გაცილებით მოძველებული ვერსიებიც საკმარისია. –

скачать dle 11.3