კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სხვის ომში ბრძენები

ანუ თავმოჭრილების „თავის მოჭრა“

რაკი ქირქილი და დაწუნება ჩვენი ხასიათის თვისებებია, სავსებით ბუნებრივია, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს დამწუნებლებიც გამოუჩნდნენ მომწონებელთა გვერდით და არც ისეთების ნაკლებობა იყო, ხარვეზების ჩხრეკით რომ იყვნენ გართულნი (ნაცვლად იმისა, მოდუნებულიყვნენ და სასიამოვნო სასარგებლოსთვის შეეთავსებინათ).
თუმცა ყველაზე დიდი ვნებათაღელვა, ლამის ტანზე შემოხევამდე, ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობა-არჩაქრობის თემამ გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარვე იყო ცნობილი, ოლიმპიური ცეცხლი თითქოს ჩაქრებოდა და მოულოდნელად კუს ტბაზე აგიზგიზდებოდა.
ასეც რომ არ ყოფილიყო, ამ ნიუანსის არმცოდნეებმა, არც მეტი, არც ნაკლები, ეს ფაქტი, რაკი ტექნიკურ ხარვეზად აღიქვეს, ეს ამბავი თავის მოჭრად შეაფასეს მსოფლიო მასშტაბით!
ხოლო, რაკი ამ შეფასების ავტორთა რიგში მამაკაცები ჭარბობდნენ, ყოველი შემთხვევისთვის, გავიხსენებ, რომ თავის მოჭრა ისაა, შენი ტერიტორიები რომ მტერს აქვს ოკუპირებული (რომელსაც თავის დროზე ისე სწრაფად გამოეცალე, ვერც კი დაგეწია) და ვერაფერს აკეთებ (იმას გარდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახური თავადაც არ გაგივლია).
თუმცა, ფაქტია, რომ ცეცხლის ტექნიკურად სწორად დანთებას თვით საშუალოზე დაბალი შესაძლებლობის ადამიანიც კი დაისწავლის ადრე თუ გვიან, საქმე ისაა, რაშიც თავი გვაქვს მოჭრილი, იმას რაღა დაგვასწავლის?! –

скачать dle 11.3