კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის სთხოვდა გიორგი ცხადაძე მაგრად დარტყმას და როგორ დამთავრდა მსახიობის რეალურ ცხოვრებაში სერიალის მსგავსი სიტუაცია

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო რამდენიმე სერია ძალიან განსხვავებული და ემოციურად მძიმე იყო. პრობლემა, რომელიც მათში აისახა საკმაოდ მძიმე და აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის და ალბათ, ამიტომაც გამოიწვია მან ამხელა რეზონანსი. მაყურებელმა ახალი პერსონაჟები, ყოვლისშემძლე და იდუმალი დუდუს ოჯახის წევრები გაიცნო, თუმცა მისი შვილი, მამასავით დადებითი გმირი არ აღმოჩნდა. მან ორ ძმაკაცთან ერთად გოგო გააუპატიურა, სცემა და მიატოვა. ახლა კი მათი „ყოვლისშემძლე“ მამები მათი „წყლიდან მშრალად გამოყვანას ცდილობენ“, თუმცა მსხვერპლის საშინელ მდგომარეობაში ნახვა დუდუს აღაშფოთებს და განზრახვაზე ხელს ააღებინებს.

გიორგი ცხადაძე: სერიალს მანამდე არ ვუყურებდი და ამ როლზეც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. სხვა სერიალის მთავარ როლზე ვიყავი დამტკიცებული, მაგრამ მისი გადაღება ვერ მოხერხდა და შემდეგ, ეს როლი შემომთავაზეს. ვიცოდი, რომ დუდუ „მაგარი ტიპი“ იყო. როცა ვთქვი, რომ მე მისი შვილის როლი უნდა შემესრულებინა, ყველას ძალიან გაუხარდა. მეუბნებოდნენ: უკვე „მაგარი ტიპი“ ხარო, თუმცა, საბოლოო ჯამში, ასე არ აღმოჩნდა. პირიქით, ძალიან ცუდი „ტიპი“ გამოვდექი, რაც მაყურებელმაც უარყოფითად მიიღო. ნაცნობებიც კი იმას მეკითხებოდნენ, სინამდვილეშიც ასეთი ხომ არ ხარო?! ნამდვილად არ ვარ ასეთი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს როლი ბევრს დააფიქრებს, განსაკუთრებით კი თინეიჯერებს. სერიალის მაყურებლებს შორის ყველაზე მეტნი, სწორედ ისინი არიან. მათი მხრიდან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ამბავმა ისინი ძალიან შეაშფოთა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს თემა ნამდვილადაა განსახილველი. ასეთი ამბები ცხოვრებაშიც ხდება. მეც მქონია შემთხვევა, როცა ექსპრომტად სადმე წავსულვარ ახალგაცნობილ ადამიანებთან ერთად. ეს ძალიან საშიშია. ვინმემ შეიძლება გითხრას, რატომაც არა?! რატომ არ შეიძლება, ახალგაზრდები სადმე მარტო წავიდნენ და გაერთონ?! თუმცა, ბოლომდე ისინიც კი არ იცნობენ ერთმანეთს, მთელი ცხოვრება ერთად რომ მოდიან და როცა ორი დღის ნაცნობს ეხება საქმე, ეს უფრო ართულებს საქმეს. სასმელი კიდევ მეტ ემოციებს იწვევს და მოკლედ, საკმაოდ რთული სიტუაციაა. მთავარია, ამ დროს ზღვარს არ გადახვიდე. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, გადავრჩით (იცინის). ასეთი დაზარალებული არ გვყოლია.
– მაყურებელისგან რა დამოკიდებულებას გრძნობ?
– გაბრაზებულები არიან, უფრო მაგრად რატომ არ დაარტყა დუდუმ შვილსო. ამ სცენის გადაღებისას ძალიან ვფრთხილობდით. კულმინაცია იყო და არ გვინდოდა, გაგვეფუჭებინა. ალექსანდრე ბეგალიშვილს, რომელიც ძალიან კარგი პარტნიორია, ვუთხარი, მაგრად დამარტყი, არ გამიფრთხილდე, მთავარია, კარგი გამოვიდეს, ოღონდ, იქნებ, ერთ დუბლში ჩავწეროთ-მეთქი (იცინის). თან, მაინც საავადმყოფოში ვიღებდით და რამე რომ დამმართნოდა, ექიმების იმედი მქონდა (იცინის). ჰოდა, პირველად მართლა ძალიან მაგრად დამარტყა. ძალიან მეტკინა და ექიმებიც მართლა მოცვივდნენ. მაგრამ, ისე მოხდა, რომ ოპერატორი რაღაცას წამოედო და ის დუბლი გაფუჭდა. იმ დღეს ვეღარ მოვახერხეთ გაგრძელება და ის, რაც მაყურებელმა ნახა, მეორე დღეს გადავიღეთ. ახლა ბევრი ამბობს, ძალიან რატომ არ დაარტყაო... დუდუს როგორ უნდა ჰყავდეს ასეთი შვილი?!. თუმცა საჯაროდ რომ ამას წერდნენ, მეორე წუთში, პირადში ცოტა სხვა შეტყობინებები მომდიოდა (იცინის). ზოგადად, მეკითხებიან – მეც თუ ჩავვარდნილვარ მსგავს სიტუაციაში, რატომ გავიმეტე ეს გოგო ასე ძალიან. ვეუბნები, რომ არ მიცემია და რომ მე მსახიობი ვარ, მაგრამ მაინც იგივეს იმეორებენ  – რატომ სცემე? როგორც პერსონაჟს, ისე მიყურებენ და სერიოზულად მთხოვენ ამ საქციელისთვის პასუხს.
– შენ თუ გქონია ცხოვრებაში ახალგაზრდული წინდაუხედაობით გამოწვეული პრობლემა?
– ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემთან, სახლში ავსულვართ ახალგაცნობილ ბიჭებთან ერთად. ისინი ჩემი მეგობრის მეგობრები იყვნენ და თან, გოგონები ახლდათ, რომლებიც თვითონაც ახალგაცნობილები ჰყავდათ. გართობა გვინდოდა. ისე მოხდა, რომ ამ ბიჭებმა გოგონებთან რაღაც ამბების დამყარება გადაწყვიტეს. ეს ყველაფერი ცოტა აგრესიაშიც გადადიოდა. თან, ნასვამები იყვნენ. ყველაფერი თავიდანვე შესამჩნევი იყო, მაგრამ ძალიან რთულია ამ სიტუაციაში რეაგირება. მეც ცოტა ნასვამი ვიყავი, მაგრამ იმდენს ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი არ იყო ჯანსაღი. მაგრამ არაა მარტივი, მიხვიდე და უცხოს უთხრა: იცი რა, ახლა გაჩერდი, ზედმეტი მოგდის. როცა საქმე შენს მეგობარს ეხება, მას დაანახვებ, რომ არასწორად იქცევა, მაგრამ ორი დღის გაცნობილ ვითომ მეგობარს ვერ დააძალებ ვერაფრის გაკეთებას. მით უმეტეს, როცა ნასვამია. სამწუხაროდ, ქართველებს ისეთი მენტალიტეტი გვაქვს, რომ პირდაპირ პოლიციაშიც ვერ დარეკავ. თან, თითქოს მიზეზი არცაა. ძალადობას თუ დაინახავ, რა თქმა უნდა, ჩაერევი, მაგრამ როცა სუფრასთან ზიხარ, ცოტა სხვა სიტუაციაა. ერთი ღამე გავათენეთ და მახსოვს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დაძაბული ვიყავი და სიტუაციის განეიტრალებას ვცდილობდი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. მართლა ჩემი დამსახურებაა, რომ რაღაცნაირად მოგვარდა ყველაფერი. მერე მანქანაში ჩავჯექით. საჭესთან ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი იჯდა და კიდევ სადღაც სხვაგან აპირებდნენ ჩვენს წაყვანას. არადა, დილით მე სამსახურში მივდიოდი, ეს გოგოები – უნივერსიტეტში. რაღაც გატაცების მსგავსი სიტუაცია იყო. ძლივს მოვაბრუნებინე მანქანა და ყველა მშვიდობით დავბრუნდით. მას მერე ისინი არ მინახავს და ნეტავ, არც ვნახო (იცინის).
– შენს პარტნიორ ალექსანდრე ბეგალიშვილზე რას იტყვი, რომელსაც ყველა დუდუს სახელით იცნობს?
– ალექსანდრე ბეგალიშვილი პირადად ახლა გავიცანი. მანამდე მას, როგორც არაჩვეულებრივ მსახიობს, დიდ პატივს ვცემდი. ერთმანეთი გაცნობისთანავე მოგვეწონა და ძალიან დავმეგობრდით. მასთან მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. როცა მისნაირი პარტნიორი გყავს, მუშაობა გაცილებით მარტივია.
– შენი რეალური მამა თუ ჰგავს მას რამით?
– მე და ჩემმა რეალურმა მამამ პირველ სერიას ერთად ვუყურეთ და მას დუდუ მოეწონა. რაღაცეებში საკუთარი თავი დაიჭირა. სახეზე ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ მასა და დუდუს შორის მსგავსებას ხედავდა. რაღაც მსგავსებას, ალბათ, ყველა დაინახავდა და ყველა მამას მოხვდებოდა გულზე. ეს სერიები ცოტა განსხვავებული  იყო. ჩანდა, მამას რამხელა პასუხიმგებლობა აქვს ოჯახის წინაშე და რა შეიძლება მოჰყვეს კარიერაზე გადაყოლას. დუდუ ყველასთვის წამალი იყო, ამ დროს კი საკუთარ ოჯახში რაღაცეები საჭიროებისამებრ ვერ დაალაგა.
– შენ თუ მიგიმართავს მამისთვის სერიოზული პრობლემის მოგვარებაში დასახმარებლად?
– ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი შემთხვევისთვის მიმემართა მამისთვის (იცინის). არ ვიცი, რას იზამდა. შეიძლება, საერთოდ გავეგდე და აღარასდროს ვენახე. მისი დახმარება, რა თქმა უნდა, დამჭირვებია. მაგრამ, მამას ჩემთვის დათვური სამსახური არასდროს გაუწევია, ისევე როგორც დუდუს. მან რაღაცეების „ჩალიჩი“ დაიწყო, მაგრამ, როცა ნახა, რა მდგომარეობა იყო, საკუთარმა თავმა არ მისცა გაგრძელების უფლება.
–  სერიალამდე რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში?
– თეატრალურ უნივერსიტეტში ნუკრი ქანთარიას ჯგუფში ვსწავლობდი. ძალიან გამიმართლა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირაკლი გოგიამ მაშინვე ამიყვანა ახმეტელის თეატრში, როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე. აქ, ძირითადად, ახალგაზრდები ვართ და ვცდილობთ, თეატრს მაყურებელი გაეზარდოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პრემიერა გვქონდა. ჩამოგვყავს უცხოელი რეჟისორები და სპექტაკლებს დგამენ. ახლახან გვქონდა „რომეო და ჯულიეტას“ პრემიერა, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამჟამად სეზონი დახურულია და მაყურებელს სექტემბრიდან ველოდებით. საკმაოდ საინტერესო სანახაობებს ვგეგმავთ. ბრაზილიელი რეჟისორი გვყავდა ჩამოყვანილი და დავდგით სპექტაკლი „2+2“, ძალიან კრეატიული გამოვიდა. მაყურებელიც აქტიურად იყო მასში ჩართული. სცენაზე ამოგვყავდა და რეალურ ისტორიებს ვყვებოდით. გვქონდა, ასევე, სიმღერები, რომელიც ყველას ძალიან მოეწონა. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ოთხს, ვინც ამ სპექტაკლში ვართ დაკავებულები: მე, ანდრია გველესიანს, სოფია სებისკვერაძეს და გიგი მიგრიაულს, გაგვეკეთებინა ბენდი. ჩვენი დებიუტი 13 ივნისის ტრაგედიისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოზე შედგა და მუსიკალური კუთხით სამომავლოდაც გარკვეული გეგმები გვაქვს, თეატრთან ერთად.
– სერიალში რა გველოდება?
– ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ისეთი რეიტინგი ჰქონდა, ალბათ, ახალი სეზონიდან გაგრძელდება. ამწუთას დაკითხვაზე ვართ დაბარებულები. იმედია, გამოვსწორდები და ჩემს დანაშაულსაც გამოვასწორებ.
– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– მყავს შეყვარებული – სალომე ლემონჯავა. ის ჟურნალისტია. მეორე არხზე მიჰყავს გადაცემა „აფხაზეთი“. უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ამბობენ, მსახიობის გვერდით ცოტა რთულიაო და ალბათ, ასეცაა, მაგრამ ის ამას კარგად ახერხებს და მეც ამასვე ვცდილობ მის მიმართ.

скачать dle 11.3